საქართველოში ახლა ე.წ. დაგროვების ბარათების ბუმია. ჩაიხედეთ საფულეში – დარწმუნებული ვარ, იქ ერთ ან ორ დაგროვების ბარათს მაინც აღმოაჩენთ. ზოგი მათგანი, შეიძლება, არც კი გახსოვთ, მაგრამ, თურმე, გაქვთ… პირადად მე ყველაზე ხშირად პოპული-ბარათს ვიყენებ. კიდევ ზღარბი-ბარათს. მალე, ალბათ, USA2Georgia-ც დაამზადებს თახვი-ბარათს და მასაც ავიღებ.
მანამდე კი ბლოგერებს გთავაზობთ, არ ჩამოვრჩეთ მოდას!
ჰოდა, 14 თებერვლიდან ჩემს ბლოგზე ძალაში შედის სტილი-ბარათები.
პოსტის სათაურის წაკითხვის შემთხვევაში, სტილი-ბარათზე ჩაგერიცხებათ 0,1 ქულა;
პოსტის 1/3 წაკითხვის შემთხვევაში, სტილი-ბარათზე ჩაგერიცხებათ 0,3 ქულა;
პოსტის ნახევრამდე წაკითხვის შემთხვევაში, სტილი-ბარათზე ჩაგერიცხებათ 0,5 ქულა;
პოსტის ბოლომდე წაკითხვის შემთხვევაში, სტილი-ბარათზე ჩაგერიცხებათ 1 ქულა;
ბაზარზე უკვე არსებულ ყველა სხვა დაგროვების ბარათთან შედარებით, სტილი-ბარათი კლიენტის მიმართ განსაკუთრებულად კეთილგანწყობილია:
0,1 ქულის დაგროვებაც კი უფლებას გაძლევთ, ბლოგზე დატოვოთ კომენტარი;
1 ქულა ბლოგზე განთავსებული მულტიმედიური ფაილების გადმოქაჩვის უფლებას განიჭებთ;
100 ქულის შემთხვევაში, შეგიძლიათ, სასურველ თემაზე პოსტი შეუკვეთოთ;
500 ქულის შეთხვევაში, შეგიძლიათ, თავად დაწეროთ ბლოგისთვის პოსტი;
1’000 ქულის დაგროვების შემთხვევაში, თქვენი სახელი მიენიჭება აფრიკულ, ამერიკულ ან ნებისმიერი სხვა ჯიშის ნიანგს (სასურველი ნიანგი თავადაც შეგიძლიათ, შეარჩიოთ – ბლოგის ნიანგოლოგთა ჯგუფი მას დაიჭერს, მონათლავს, თქვენს სახელს მიანიჭებს და გამოგიგზავნით ნიანგს ან ნიანგის ფოტოს მაინც ნიანგისვე ავტოგრაფით);
5’000 ქულის დაგროვების შემთხვევაში კი, შეგიძლიათ, ბლოგის ავტორს პანჩური ამოარტყათ და თავად გახდეთ ამ ბლოგის ავტორი. 🙂
სტილი-ბარათის მფლობელებს დამატებითი ბონუსებიც ელით:
ისინი მონაწილეობას იღებენ ლოტოტრონში და შემთხვევითი ამორჩევის პრინციპით დაჯილდოვდებიან – ქენეთ ქოლის, დონა ქარანის და ბლოგის სხვა ცნობილ მეურვეთა ავტოგრაფებით;
ასევე, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, სტილი-ბარათზე დაგროვილი ქულების ერთიანი ეროვნული გამოცდების უნარების ტესტის ქულებზე გადაცვლა მოთხოვოთ გეც-ს.
ამასთან, ბაზარზე უკვე არსებულ ყველა სხვა დაგროვების ბარათთან შედარებით, სტილი-ბარათს სხვა უპირატესობებიც გააჩნია:
ის ვირტუალურია, ამდენად, მუდამ თქვენთანაა – არც შინ დაგრჩებათ, არც მანქანის “ბარდაჩოკში”, არც არასდროს დაგეკარგებათ;
მისი დიზაინი შეზღუდულია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ფანტაზიით;
პატივისცემით,
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
მაგარია!!! :ო 🙂
არც ცხადი ძალით წაირთმის, არც მალვით მოიპარების 😀
მაგრამ ვინ რა და რამდენი წაიკიტხა როგორ უნდა გაიგო?
მოყოლით უნდა ჩაგაბარონ
და 0,1 ქულის მსურველებმა კითხვით და ტარგმნით 🙂
LikeLike
ლელა კაკულია ტყულადაა? ის გვეტყვის მაგას.
LikeLike
ახალ ნათებასაც აქვს დაგროვების ბარათები 🙂
New Light Card 😛
და ლუქსებს აგროვებ
მე კიდე შენს პოსტებს ველოდები ხოლმე, ვკითხულობ, ვაკომენტარებ და საერთოდაც შენი მეგობარი ბლოგერი ვარ
ასე რომ დამატებით ბონუსებს მოვითხოვ
წავედი ეხლა ნაშების პოსტში :დ
LikeLike
კი ვიცი ეგ მე 🙂 გამოკრულიც გაქვთ მაღაზიაში 🙂
კაი – ოჩერედგარეშე ნიანგს მოგიძებნი 🙂
LikeLike
ooooooo, eg vikikos niangia
me ufro kargi bonusi minda 🙂
LikeLike
მაგაზე კაი ნიანგი რა გინდა.
მაგ სიმღერაზე ხარ გაზრდილი, ფაქტიურად 🙂
LikeLike
მე მაქვს:
პოპ-არტ ბარათი
გუდვილის მონეტების ბარათი
ზღარბი ბარათი
ღიმილების ბარათი
მტრედი ბარათი
ავერსის კლინიკის ბარათი (შახელი არ მახსოვს)
ჯიპიაი ქარდი
… (კიდევ მექნება რამე სადმე მიგდებული)
და დღეიდან სტილი-ბარათი. გთხოვთ, ამ უკანასკნელზე ჩამირიცხოთ 2,2 ქულა მხოლოდ დღევანდელი საღამოსათვის 🙂
LikeLike
ლოლ, თახვი ბარათი :დ
LikeLike
lol :D:D
LikeLike