წამკითხველი

არა, ეს პოსტი მიშელ დევილის ფილმზე არაა. ის ელექტრონული წიგნების, ჟურნალების, გაზეთების და სხვა ტექსტების წამკითხველ მოწყობილობებზეა – ანუ E-Reader-ებზე. ჩემმა კარგმა მეგობარმა NataSi-მ მთხოვა – იქნებ, მის არჩევაში დამეხმაროო (ზოგიერთებს გონიათ, რომ მე წიგნების კითხვის ამბავში რაღაც გამეგება. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ სათვალეს ვატარებ… თუმცა, სინამდვილეში, ჩემი 100%-იანს აცდენილი მხედველობა გენეტიკის ამბავია. :)). რაც ჩემს მეგობარს ვუთხარი, ახლა იქედან ერთი პატარა პოსტის გამოდნობას შევეცდები.

ქაღალდის გამოცემებს (პირველ რიგში კი – გაზეთებს) იოლი დღე არ უდგათ. ალბათ, შორს არაა დრო, როდესაც ისინი საერთოდ გაქრებიან. ქაღალდზე დაბეჭდილ წიგნებს რა ბედი ელით არ ვიცი. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ისინიც მხოლოდ კოლექციონერების თაროებსა და ბიბლიოთეკებში დაიდებენ ბინას და ბლოგერ Dv0rsky-ს ოცნებაც ახდება, თუმცა, ეს (გაზეთებთან შედარებით) უფრო შორეულ მომავალში მოხდება. (გუტენბერგის აღსასრული)

E-Reader-ის საშუალებით ელექტრონული გამოცემების კითხვა არაჩვეულებრივად კომფორტულია – ამაზე ელექტრონული მელნისა და ელექტრონული ქაღალდის ტექნოლოგია ზრუნავს.

  • E-Ink Corp. – ამერიკული კომპანიაა, რომელმაც 90-იანების ბოლოს კომპანია Philips-თან ერთად “ელქტრონული მელნის” ტექნოლოგია შეიმუშავა. ელექტრონულ მოწყობილობას, რომელსაც “ელექტრონული მელნის” მხარდაჭერა აქვს და “ელექტრონული ქაღალდის” აღქმის უნარიანი დისფლეითაა აღჭურვილი, ელექტრონული ტექსტის ქაღალდზე ნაბეჭდ ტექსტად წარმოჩენა შეუძლია.

E-Reader კომპაქტურია – ბევრად კომპაქტური, ვიდრე გადაშლილი წიგნი – შესაძლებელია მასთან ერთად იმგზავროთ მატარებლით, მიირთვათ ყავა კაფეში, მოკალათდეთ დივანზე… ხოლო როდესაც კითხვით დაიღლებით, შეგიძლიათ, მოუსმინოთ აუდიო-გამოცემებს ან მუსიკას MP3 ფორმატში.

Amazon Kindle 2

კომპანია ამაზონს წარდგენა არ ჭირდება. მის ელექტრონულ მაღაზიაში კარგა ხანია უკვე ელექტრონული წიგნების განყოფილება არსებობს, მათ კომფორტულად წასაკითხად კი  “ამაზონი” Amazon Kindle-ს გვთავაზობს. Amazon Kindle-2

მისი ზომებია: 203 × 135 × 9.14 მმ

დისფლეი: 15,24 სმ (დიაგონალი)

წონა: 290 გრ

ნეხსიერება: 2 GB

3G, EDGE და GPRS

MP3 პლუს TTS (Text To Speech) ტექნოლოგია, ანუ ნაბეჭდი ტექსტის გახმოვანებაც შეუძლია.

Amazon Kindle ძალიან კარგი და პოპულარული მოწყობილობაა, ყველა სიკეთესთან ერთად, ინტეგრირებული თარჯიმანიც აქვს, თუმცა, აქვს რამდენიმე ნაკლიც – ეკრანი Touch-Screen-ის მხარდაჭერის გარეშეა. Wi-Fi მხოლოდ აშშ-ში მუშაობს, საკმაოდ მძიმეა, Micro SD არ აქვს. რა თქმა უნდა, 2 GB პატარა მოცულობა არაა, მაგრამ Micro SD ბარათების გამოყენება ამ ტიპის მოწყობილობებთან, ზოგადად, ძალიან მოსახერხებელია.

Cybook Opus

ფრანგული კომპანიის Bookeen-ის მოწყობილობა ნამდვილი ფრანგული ელეგანტურობით გამოირჩევა.  ის მინიმალიზმის ტრადიციებშია დამზადებული – არ არის გადატვირთული ზედმეტი ფუნქციებით, რის გამოც ზომა-წონაში იგებს – 151  x 108 x 10 მმ და 147 გრამი.

დისფლეი, კონკურენტებთან შედარებით, პატარაა 12.7 სმ, სამაგიეროდ, აღჭურვილია აქსელერომეტრის სენსორით ეკრანის ავტომატური ამოტრიალებისთვის. მახსოვრობა 1 GB + Micro SD მხარდაჭერა. ერთი უდიდესი მინუსი: MP3-ს ვერ კითხულოობს. სამწუხაროდ, არც Wi-Fi კავშირი და  Touch-Screen-ი აქვს.

Sony Reader Daily Edition (PRS-900)

დიზაინერული შედევრი ნამდვილად არ არის, სამაგიეროდ, ტექნიკური მონაცემებით იწონებს თავს: ფართო 18 სმ Touch-Screen ეკრანი აქსელერომეტრის სენსორით და დამატებითი განათებით სიბნელეში წასაკითხად. შიდა მეხსიერება პატარაა: 512 MB, მაგრამ 8 GB-მდე Sony Memory Stick Pro Duo და SDHC მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა აქვს. კითხულობს MP3-ს და AAC ფორმატებსაც. მინუსები: დიდი ზომისაა – 206.4 x 127 x 15.1 მმ. ძალიან მძიმეა – 360 გრამი. არ აქვს Wi-Fi, მხოლოდ 3G.

Sony Reader DE

eReader

გერმანული კომპანია Italica GmbH ახალი მოთამაშეა ამ ბაზარზე. მათ მოწყობილობას აქვს 15.24 სმ-ის ეკრანი აქსელერომეტრის სენსორით, 512 MB მეხსიერება + 4GB-მდე SD Card მხარდაჭერა, eReader-ის ზომებია 118 x 188 x 8.5 მმ და 174 გრამს იწონის. კითხულობს MP3 და ინტეგრირებული თარჯიმანი აქვს. სამწუხაროდ, ესეც Wi-Fi-ს გარეშეა.

Nook

Barnes & Noble-ის მოდელი ჩემი ფავორიტია. დახვეწილი დიზაინით და ტექნიკური მონაცემებით ის, ჩემი აზრით, საუკეთესო ელექტრონული წამკითხველის ტიტულს იმსახურებს:

Barnes & Noble Nook

15,24 სმ ფერადი Touch-Screen ეკრანი აქსელერომეტრის სენსორით, Wi-Fi და 3G, 2 GB საკუთარი მეხსიერება და 16 GB-მდე MicroSD მხარდაჭერა. კითხულობს MP3-ს. ამასთან, Nook-ი მუშაობს Google Android-ის პლატფორმაზე (ან Linux-ზე) და, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მასში დამატებითი პროგრამების ინსტალირება, როგორიცაა Pandora Radio, Twitter, Facebook-ის კლიენტები და, ცხადია, Google Reader… რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი Nook-ს სრულფასოვან ჯიბის კომპიუტერად ვერ აქცევს და ის მაინც E-Reader-ად დარჩება, თუმცა, მნიშვნელოვნად გაფართოებული ფუნქციებით… როგორც მოსალოდნელი იყო, ასეთ ფუნქციონალურობას კომპაქტურობა ეწირება – მოწყობილობა საკმაოდ დიდი და მძიმეა: 196 x 125 x 13 მმ და 343 გრამი. ეს (განსაკუთრებით – წონა) მთავარი მინუსია.

  • Barnes & Noble ამერიკული საგამომცემლო სახლი და წიგნებისა და აუდიო-მასალების მაღაზიათა ფართო ქსელის მფლობელია. ვისაც ქონია ბედნიერება, მათ მაღაზიებს წვეოდა, დამეთანხმება, რომ კარგი წიგნებისა და წიგნების კომფორტულად კითხვის შესახებ Barnes & Noble-მა ყველაფერი იცის. ამდენად, არც ისაა გასაკვირი, რომ ელექტრონული ტექსტების წასაკითხად მათ საუკეთესო მოწყობილობა შექმნეს.

P.S.

პირადად მე ჩამოთვლილთაგან ორი მინახავს მუშაობაში – Amazon Kindle (ოღონდ, წინა ვერსია) და Bookeen Cybook… ახლა, მთლად ქაღალდზე ნაბეჭდი ტექსტისგან ვერ გაარჩევ-მეთქი არ დავიჟინებ, თუმცა, მართლა საოცარი იმიტაციაა და ტექსტი ძალიან კომფორტულად იკითხება… მაგრამ, ღირს თუ არა ეს ყველაფერი 300 დოლარად (საშუალოდ) – თავად განსაჯეთ. 🙂

ისე, Nook-ის ფასი 259 დოლარია უფასო მიტანით. მისი ფუნქციონალურობის გათვალისწინებით, ეს ძალიან კარგი ფასი მგონია… სწორედ ეს ვუთხარი ჩემს მეგობარსაც.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
ასევე:

Microsoft-ის ელექტრონული ჟურნალი
გუტენბერგის აღსასრული

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

27 thoughts on “წამკითხველი”

    1. მეც ვიფიქრე ეგ. თან B&N-ს ინტერნეტ-მაღაზია აქვს და აქედანაც შეიძლება ყიდვა… მაგრამ ამ ჩვენი 300-ლარიანი იდიოტური ლიმიტის გამო განბაჟება და 18% დღგ ეჯახება საზღვარზე :(:(
      P.S.
      გილოცავ გრავატარს 🙂

      Like

  1. მე, აი, ეს მომწონს: http://www.youtube.com/watch?v=iGIGNHa1GDE http://www.exler.ru/expromt/01-09-2009.htm კარგი რამეა, მაგრამ ფასები მართლა შეუსაბამოა მგონი. 100 დოლარი რომ ღირდეს ნამდვილად ვიფიქრებდი ყიდვაზე.

    Like

    1. ერთი ეგეთი ამბავი მოხდა ადრე (სსრკ ვინც მოესწრო – იმათ ემახსოვრებათ) – თბილისში ტატიანა ვედენეევა იყო ჩამოსული. ჰოდა ერთი ტიპი ქართველ კაცებს ვედენეევასთან პაემანს უჩალიჩებდა 100 მანეთად. ქართველ კაცებს უნდოდათ, მარა ეძვირებოდათ – 100 მანეთი რა ამბავიაო.
      თუ რა ამბავია, მაშინ 25-ად ხრუშა ყავს ჩამოყვანილი და იმასთან შემიძლიაო, – ასე პასუხობდა ვედენეევას იმპრესარიო.

      Like

    2. ეგ როგორც ვხვდები უკრაინული კომპანიაა… რაღაც ნდობას ვერ იწვევს ჩემში.
      თან ინტერნეტ კავშირი არ აქვს. GPRS-იც კი.

      ისე, დილემაა – Amazon და Cybook რომ შევადარე ერთი მხრივ – დიდი ზომა და განსაკუთრებით კი წონა – მინუსია. მეორეს მხრივ – დიდი ეკრანი მაინც უფრო კომფორტულია.
      Nook სამწხაროდ “ცოცხლად” არ მინახავს, მაგრამ თაჩსქრინი, ფერადი ნავიგაციის ეკრანი, wi-fi… რავი. ჯანდაბას ეგ 343 გრამი. მგონი ასატანია მეტი წონა ფუნქციების გამო. 🙂

      Like

      1. ხრუშა ხომ ჩემ სონი ერიქსონის k320i -შიც მაქვს, უამრავი წიგნის წაკითხვა შემიძლია Faint.ru – დან გადმოწერილი წიგნების საშუალებით. 🙂 მოკლედ, მთლად ადვილი ასარჩევიც არაა.

        Like

    1. სხვა ფუნქციები იმიტომ აქვს, რომ ჯიბის კომპიუტერია. 🙂 მაგათი შედარება არასამართლიანია.
      თან ელექტრონული ქაღალდის დისფლეი არ აქვს. ანუ როგორც რიდერი ერთმნიშვნელოვნად არ ვარგა.
      როგორც პლანშეტური კომპი – ბაზარი არაა.

      Like

      1. ელექტრონული ქაღალდი თუ ე-ინკი – რაც გინდა დაარქვი, მაინც დიდი ვერაფერია

        მე აიფონსაც მშვენივრად ვხმარობ როგორც რიდერს

        Like

  2. მადლობა ლორდ, როგორც იქნა დავრეგისტრირდი გრავატარზე 🙂
    ისე მართალია აიპედთან შედარებაც კი არ შეიძლება.
    Barnes & Noble იდეამ მეც მომხიბლა :)))

    Like

    1. Nooks უნიკოდთან პრობლემა არ აქვს.
      მე თავად არ მაქვს, მაგრამ მონაცემებით ასეა.

      თან PDF ფორმატს კითხულობს
      ნებისმიერი ტექსტის გადაყვამა PDF-ში კი 1 წამის საქმეა. = embed fonts და საერთოდ პრობლემაა არაა.

      Like

  3. რომელ ქინდლის მირჩევ შენ? ფასიც, რომ ნორმალური ქონდეს და საქართველოში გამოვიყენო ნორმალურად.. : ) ისე და ჩვეულებრივ ინტერნეტში ხო ყველა საიტზე სედიხარ ქინდლით? : )

    Like

    1. ეს ძველი პოსტია ამის შემდეგ კიდევ 3 მოდელი გამოვიდა.
      ინტერნეტისთვის ან კლავიატურიანი ან თაჩი. ერთი ფასი აქვს ორივეს. უბრალოდ მინიზე ტექსტის აკრეფას ჭირდება დიდი დრო.
      ინტერნეტში კი შედის, მაგრამ ოპტიმიზირებულია ტექსტის წასაკითხად – გაზეთების მაგალითად ან ინფორმაციის. ეგაა მაგის მიზანი.
      როგორც ინტერნეტ-ტაბლეტი არ გამოგადგება. ავოეზე და იუთუბზე ვერ შეხვალ.
      აი KINDLE განყოფილება როა ამ ბლოგზე – ნახე იქ მიმოხილვებია ჩემიც და სხვისიც.
      და ფბ-ზეც შეგიძლია http://www.facebook.com/SDLDV#!/pages/kindli-Amazon-Kindle-da-elektronuli-tsignebi/180771701935437

      Like

    1. აუ, მეც ეგ ვკითხე ლორდს ადრე :დ :დ

      აი, გადავხედე და რავიც, თაჩი მომეწონა მეც, ლორდისა არ იყოს, რადგან ზომაში ოდნავ მცირეა და .. აქ კიდე ერთი ორი კაი თვისება, იუთუბზე ვნახე ^^ ფასიც ნორმალურია, ერთია მე თანხის კონვერტირება დამჭირდების, ფუფ :/

      Like

  4. ახალი მოდელი ფაია ც მომწონს, თაჩს შევიძენ ან მაგას…. : ) თუ იცი თაჩი რა ჯდება მთლიანად? ლარებში…. : ) ამაზე მიპასუხე და მეტს აღარ გაწუხებ :დ:დ

    Like

  5. ლორდ, საქმე ისაა რომ ბოლო დროს როდესაც დოკ ფაილს მეილზე ვაგზავნი და შემდეგ ვწერ ვაი ფაით კინდლში, არ ხსნის. უფრო სწორად ზოგჯერ ხსნის ზოგჯერ არა. ხომ არ იცი რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: