რიგში დავიტანჯე.
ბილეთი ვიშოვე.
ფილმი მომეწონა.
ჯეიმს ქემერონს კარგა ხანია არაფერი გადაუღია. იმდენად კარგა ხანი, რომ ბევრს ის, ალბათ, გადაავიწყდა კიდეც.
მაგრამ ვისაც არ გადაგვავიწყდა. ვინც ამ რამდენიმე წლის წინ imdb.com-ზე წავიკითხეთ, რომ ქემერონი “რაღაც განსაკუთრებულის” გადაღებას შეუდგა. ვისაც ჯერ კიდევ გვახსოვდა, რომ ქემერონი არა მხოლოდ “ტიტანიკის” რეჟისორია, არამედ მეორე “ტერმინატორისა” და “უცხოებისაც” – ისინი მოუთმენლად ველოდით ახალ ფილმს და ფილმმა ჩვენი მოლოდინი, ვფიქრობ, ნამდვილად გაამართლა.
რა თქმა უნდა, პი-ინტელექტუალები შანსს არ გაუშვებენ ხელიდან, რომ ქემერონი ამხილონ მორიგი ბანალური ისტორიის გადაღებაში. და მერედა რაო? ალექსანდრ დიუმა ამბობდა, რომ მთელი მსოფლიო ლიტერატურა 5 ბანალურ ისტორიაზე დგას, მან კი მშვენივრად იცოდა, რას ამბობდა.
ფილმის შინაარსს არ მოვყვები. ვინც უკვე ნახა – არ ჭირდება, ვისაც არ უნახავს – მით უმეტეს. 🙂 ერთს კი ვიტყვი – გახსოვთ ფილმები ვინეტუზე და კიდევ ყველა ინდიელის საუკეთესო მეგობარ ჯონი გარდენზე, იგივე ერთგულ ხელზე? ჰოდა, ეგაა რა. ოღონდ, წითელკანიანები ლურჯკანიანებმა შეცვალეს, კოვბოის ფართოფარფლებიანი ქუდები – კოსმიურმა მუზარადებმა და ოქრო კი – რაღაცჯანდაბანიუმმა, რომელიც ჭიათურის მანგანუმს კი გავს, მაგრამ ძალიან, ძალიან, ძალიან ძვირი ღირს… იმდენად ძვირი, რომ ეგ რომ გვქონდეს ჭიათურაში, პენსია ჩვენთან უკვე იქნებოდა 100 დოლარი. შეიძლება – 150-იც კი.
“ავატარში” ყველა გემოვნების მაყურებელი იპოვის სათავისოს – იქაა ფანტასტიკაც, იქაა ფენტეზიც, იქაა ექშენი, იქაა, როგორც უძახიან ხოლმე, რომანტიკული ხაზი, იქაა იუმორიც (შიგადაშიგ)… ერთადერთი რაც იქ არაა – ესაა სპეცეფექტები. დიახ. ფილმში არც ერთი სპეცეფექტი არაა. ეს ფილმი თავადაა ერთი დიდი სპეცეფექტი! ისეთი სპეცეფექტი, რომელთან შედარებითაც “ვარსკვლავური ომები”, “მატრიცა” და “ბეჭდების მბრძანებელი” დოვჟენკოს სტუდიის ნაცოდვილარს გავს… რაც, სულ არ ნიშნავს იმას, რომ “ავატარი” ჩამოთვლილ ფილმებს მირჩევნია. სრულიადაც არა. უბრალოდ, “ავატარის” რამესთან შედარება – შეუძლებელია. ირლანდიელები ამბობენ – არის ბევრი კარგი ლუდი და არის “გინესიო”. არის ბევრი კარგი, ძალიან კარგი, შესანიშნავი ფილმი და არის “ავატარი”… ერთადერთი, რასაც ქემერონის ფილმი შემიძლია, შევადარო, არის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, უფრო ზუსტად კი მისი თრეილერი, რომელსაც “ავატარამდე” უჩვენებენ და საიდანაც ჩეშირელი კატა პირდაპირ დარბაზში ხტება ეკრანიდან, თვალს გიპაჭუნებს და გიცინის… მოკლედ, ძალიან მაგარია. თან, Disney-ს გენიალურ სტუდიაშია გადაღებული, ჯონი დეფი თამაშობს და რეჟისორი კი თიმ ბერთონია. ასე რომ, გამაზვა არ შეიძლება… თუმცა, მგონი, თემას ავცდი. 🙂
იმას ვამბობდი, რომ “ავატარის” მსგავსი სანახაობა ჯერ არ გინახავთ. როდესაც 1896 წლის 6 იანვარს ძმებმა ლუმიერებმა აჩვენეს “მატარებლის ჩამოდგომა ლა სიოტას სადგურზე” (მადლობა მათ ამისთვის), მაყურებლები ფეხზე წამოცვივდნენ იმის შიშით, ემანდ მაგ მატარებელმა ჩვენ არ გადაგვიაროსო… სამწუხაროდ, დღეს ჩვენი გაკვირვება ასე იოლი აღარაა და გაოცების უნარიც დავკარგეთ, მაგრამ ის, რასაც “ავატარის” ყურებისას ეკრანზე ვხედავთ, ძალიან, ძალიან რეალურია. იმდენად რეალური, რომ ზოგჯერ, იქნებ, მართლა დაგავიწყდეთ, რომ ეს კინოა. პლანეტა პანდორას სამყარო მცირე დეტალების ჩათვლით დიდი რუდუნებითაა მოფიქრებული და ეკრანზე გადატანილი. ფლორა. ფაუნა. ხალხი. ენა. რელიგია. მითოლოგია… ეს ყველაფერი, შეიძლება, თოლქიენის მიერ გამოგონილ შუამიწეთს შევადაროთ… ანალოგია, სხვათა შორის, არაა ყურით მოთრეული – ქემერონისთვის ახალი სამყაროს შემქნის მოდელად სწორედ თოლქიენისტური მიდგომა იყო ამოსავალი, შემთხვევითი არაა, რომ მან ამისთვის მეცნიერთა მთელი ჯგუფი დაიხმარა. მოკლედ, ფილმის მხატვრების, ანიმატორების, ოპერატორების, სპეცეფექტებისა და უკლებლივ მთლიანად შემოქმედებითი ჯგუფის ნამუშევარი იმსახურებს 100 ქულას 100-დან და 10’000 ქულას 10’000-დან. ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ქვია ერთი სიტყვა – შ ე დ ე ვ რ ი.
- ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ფილმს 3D ფორმატში, მაგრამ ჩვეულებრივი ზომის დიდ ეკრანზე ვუყურებთ, არადა, მისი ნახვა IMAX 3D (Image Maximum – “მაქსიმალური გამოსახულება” ) კინოთეატრშია სასურველი.
რაც შეეხება ქემერონს, მან, ზემოთაც ვთქვი, ფილმში სხვადასხვა ჟანრის ჩაკვეხება მოახერხა ძალიან ოსტატურად (თუმცა, ამ ყველაფრისთვის დროც საკმარისი ჰქონდა – მთელი 162 წუთი :)), კარგად შეკრა სიუჟეტი და მშვენივრად შეარჩია მსახიობებიც… ფანტასტიკის მოყვარულთა სახელით, განსაკუთრებული მადლობა მას სიგურნი უივერის არ-დავიწყებისთვის. 🙂 ზოი სალდანა პანდორელ ნეითირის თამაშობს (სწორედაც რომ თამაშობს – “ავატარი” მხატვრული ფილმია და არა ანიმაცია. მსახიობებმა როლები საგანგებო სენსორებასხმულებმა შეასრულეს, რათა ფილმის შემქმნელებს ეს ყველაფერი ციფრულ გრაფიკაში რეალისტურად გადაეტანათ), სთივენ ლენგი
ძალიან დამაჯერებელია მთავარი ცუდი ტიპის – პოლკოვნიკ ქუერიჩის როლში (სხვათა შორის, ქემერონმა ლენგი თავის დროზე დაიწუნა და “უცხოებში” არ აიყვანა), ახალგაზრდა ავსტრალიელი სემ უორთინგთონი ცოტა სენტიმენტალური ჩანს და სთივენ ლენგივით მაგარი ბიჭი ვერაა, მაგრამ, ფილმისთვისაც ასეა საჭირო, მიშელ როდრიგესი თავისი კინოკარიერისთვის უკვე ჩვეულ მაგარ გოგოს თამაშობს და თან კიდევ ერთხელ გვჩვენებს, რომ ლამაზი ძუძუები აქვს.
- ლენინგრადისა და ლენინგრადის ოლქის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ქემერონს საბჭოთა ფანტასტიკის გაქურდვაში დასდო ბრალი და რუსეთის პროკურატურას მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება და საერთაშორისო ორდერის გაცემა მოთხოვა. მათი მტკიცებით, პანდორა საბჭოთა ფანტასტების მიერ მოგონილი პლანეტაა და ქემერონმა სტრუგაცკების, ეფრემოვის, ბულიჩევისა და რეჟისორ პაველ არსენევის მემკვიდრეობა მიითვისა. “მისი ადგილი ოსკარის ცერემონიაზე კი არა, ციხის ნარებზეა” – განმარტა რუსი კომუნისტების მოთხოვნა კომპარტიის კიროვის საოლქო კომიტეტის მდივანმა ლიუბოვ კალაშნიცინამ… კომუნისტების მოწოდება ბევრმა “პატრიოტმა” აიტაცა და ფსიქოზმა რუსულ ინტერნეტში იმ ზღვარს მიაღწია, რომ ბორის სტრუგაცკის ოფიციალური განცხადების გაკეთებაც კი მოუწია – ქემერონთან პრეტენზიები არ მაქვს და არც არსად ჩივილს ვაპირებო. лечиться надо!
ყველაფერთან ერთად, “ავატარს” სამი უდიდესი ღირსება გააჩნია:
პირველი მსოფლიო მასშტაბისაა – როგორც იქნა ჩამოალაბორანტა ქემერონისეულივე “ტიტანიკი” (რომელიც არ მინახავს :)) ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიის პირველი ადგილიდან.
მეორე და მესამე ლოკალურია – თბილისში ჩამოატანინა 3-განზომილებიანი პროექტორი და კინოთეატრს დაუბრუნა ქართველი მაყურებელი, ვინაიდან ავოე.ჯიზე ამ ფილმის ყურებას უბრალოდ არანაირი ა რ ა ნ ა ი რ ი აზრი არ აქვს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
___
P.S.
ეს პოსტი არ იარსებებდა, Taboo-ს ბლოგზე გამართული დისკუსია რომ არა – ასე რომ, თუ არ მოგეწონათ, პრეტენზიებით მას მიმართეთ. 🙂
@Lord Vader, მგონი ის დროა, ჩემი ბლოგიდან ჩემი პოსტი წავშალო 😀
ისე ვრცლად, საინტერესოდ და ინფორმატიულად გიწერია, რომ ჩემი ნაცოდვილარი ალბათ უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა 🙂
დიდი რესფექთები კიდევ ერთხელ :*
LikeLike
ჰოდა თუ წაშლი მერე “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” პრესის თავისუფლების ინდექსში კიდევ უკან დაგვწევენ – თვითცენზურაა ქართულ ბლოგებზე გამეფებულიო იტყვიან. 🙂
შენ სხვა კუთხით გიწერია. მე შევეცადე სხვა კუთხით დამეწერა.
ავატარზე კიდევ 20 თუ მეტი არა წერილი გამოქვეყნდება სხვადასხვა ბლოგზე დარწმუნებული ვარ. თუ უკვე არ გამოქვეყნდა.
ბოლო სიტყვა კი მაინც – გვახარიაზეა 🙂
LikeLike
შედევრი ძაან ხმამაღალი შეფასება ხომ არაა? 🙂
თან ბოლდით. 🙂
კამერონი კამერონის წინააღმდეგ რატომ?
LikeLike
უი. სისულელე დავწერე 🙂
მივხვდი რატომ კემერონი vs. კემერონი.
LikeLike
კაი ფილმია, მხატვრული და ლამაზი, და სწორედ მაგიტომ მომწონს… თორემ სიუჟეტი მართლაც ბანალურია.
LikeLike
“დეივიდ ქემერონს კარგა ხანია არაფერი გადაუღია.” – ალბათ წერისას შეგეშალა 🙂 დევიდ კამერონს არ ვიცნობ 🙂
მიშელ როდრიგესი კაი ვინმეა, yeah.
LikeLike
უფს. სწორი შენიშნვაა. 🙂
ალბათ, წინა პოსტის გავლენით.
LikeLike
ეს ფილმი თავადაა ერთი დიდი სპეცეფექტი!
და მეტი არაფერი.
LikeLike
გეთანხმები, ძალიან მაგარი სანახაობაა.
ყველამ დიდ ეკრანზე უნდა ნახოს.
LikeLike
ძალიან კარგი პოსტია საინტერესო დეტალურად გაქვს განხილული მაგრამ ძალიან დიდია 😦 ორ პოსტად ჯობდა რომ გამოგექვეყნებინა
LikeLike
დიდი :ომი და მშვიდობაა: 🙂
მე პირადად არ მიყვარს გაგრძელება იქნებაო ეგეთი პოსტების კითხვა, ამიტომ თუ მართლა ძაან გრძელი არ გამოდის ან შინაარსობრივად არ იყოფა – ვცდილობ, ერთში მოვაქციო. თან მკითხველს ყოველთვის შეუძლია მხოლოდ თავი და ბოლო წაიკითხოს და შუა გამოტოვოს. ნაცადი ხერხია 😉
LikeLike
“24 საათის” ჟურნალისტი მგონი მაინც მართალი იყო 😉
LikeLike
ver mivaRwie am filmzeeeeeeeeee
sastikad minda naxva
LikeLike
ანუ, ჯერ შენთან დანიიდან არ დაურეკავთ?
http://tiny.cc/FwUDe
🙂
LikeLike
sad cavidnen fantastikuri nashebi, sad? :S
oh avatari.. avatari.. 😐
xmas ar vigeb, xalxs agar davabnev 😐
LikeLike
შენ არ გაყარე?
http://wp.me/pBTza-mX 🙂
თქვი, თუ რამე მოვიტყუე ავატარზე.
მარა, სრულ ჭეშმარიტებას ვწერ და რა გინდა რო ქნა? 🙂
LikeLike
ქემერონის და მისი შემოქმედების შეფასებაში მე ყოველთვის სუბიექტური ვარ 😐
თან არ მიყვარს ასეთი ამერიკული ფილმები, სადაც მთავარი გმირი ყოველთვის ყველაზე მაგარია, სიკეტე იმარჯვებს, ძალა ერთობაშია და ერთი კაცი/ქალი (ხან ბავშვი) 9 თავიან დრაკონს ამარცხებს. მოკლედ ტიპიური ამერიკული ზღაპრები :დ
სხვა დანარჩენი მართლა არ იყო ცუდი, პანდროას გარემო მართლაც ზღაპრულია და ყოცაღ ამისთვის ჯეიმსს. კიდევ ბევრი კარგი რამ არის, მაგრამ მარტო ვიზუალური მხარე ხომ არაა ყველაფერი?! თანაც 15 წელი რომ ემუშავა და მაგხელა ბიუჯეტი ჰქონოდა მგონი ვარსიმაშვილიც გადაიღებდა ავატარს
“ავატარში” ყველა გემოვნების მაყურებელი იპოვის სათავისოს”
რა მეშველება :უსერ: ისე მართლა მასეა 😀 მე ერთადერთი ავყია ადამიანი გამოვედი და არ მომისმინოთ (სერიოზულად ვამბობ ამას)
ის ფანტასტიკური ნაშები კიდევ მე არ გამიყრია 😀
LikeLike
ნუ მოდისა არ იყოს, მე ყველაფერს მამაკაცის თვალთახედვით ვწერ.
სხვა ყველაფერი თუ დაიწუნა, ბოლო-ბოლო ისეთი გათახსირებული როგორ უნდა იყოს კაცი, მიშელ როდრიგესის ძუძუებიც დაიწუნოს.
ეს არის ჩემი Ultima Ratio Regum, მაგრამ შენზე, გასაგებია, ვერ ჭრის. 🙂
დაწერე შენი ავატარი და დაგამატებ ქართული ბლოგოსფეროს AVATAR ჩამონათვალში (იხილე ჰიდერის ზევით :)). ეგერ, რამდენი პოსტი მოვაგროვე.
LikeLike
sxvatashoris avatari ukve qvia chem axal posts 😀
avatarze ver davcer, ar minda chemi boroti subieqturobis (romelic dgemde obieqturobad mimachnia) msxverpli gaxdes vinme 😀
LikeLike
ხვალ მივდივაააააააააარ
ნეტა მომეწონება თუ არა ;;) ამ პოსტს არ ვკითხულობ შეგნებულად, ხვალ გავეცნობი 🙂
LikeLike
What was thaaaaaaaat :O
რამდენიმე მომენტში მართლა მეშინოდა, იმდენად რეალური იყო ყველაფერი. ეფექტები სუპერ!!! და საერთოდაც, ახალი მოსული ვარ კინოდან და ჯერ კიდევ შოკში ვარ, მერე დავწერ
LikeLike
მადლობა, კარგი მიმოხილვაა მართლა :)) და ავატარ/პოსტების სიაც ძალიან კარგია. ერთი უნდა ჩავუჯდე და წავიკთხო ყველა 🙂
ისე, კარგი ფილმი რომ არ იყოს, ამდენი ხომ არ დაიწერებოდა? 🙂 მოლოდეც ქემერონ! 🙂
პ.ს. ისე “ტიტანიკი” თუ არ გინახავს, უნდა ნახო. ხელოვნური წყალი ნამდვილად ვეღარ გაგაკვირვებს, მოძველდა, მაგრამ იქ კარგი მსახიობები მაინც თამაშობენ 😉
LikeLike
მელოდრამები არ მიყვარს.
არც ქეით უინსლეთი.
სელინ დიონიც ძალიან შორსაა ჩემი მუსიკალური გემოვნებისგან. http://bit.ly/aC1n5j
დი ქაფრიოც არ მომწონდა, მაგრამ რაც სფილბერგს დასქორსეზეს გადაეყარა, უნდა ვღიარო რომ გაიხსნა და ძალინ კარგად თამაშობს.
LikeLike
ვა მაგარი იყო! პირველი კომენტარის არ იყოს, მეც მომინდა ჩემი ავატარისეული ბოდიალები წამეშალა :დ
პირველი ადგილზეა ყველაზე შემოსავლიან ფილმებში? ვაჰ! სად წასულა! მე მეგონა მე7ზე თუ რაღაც ეგეთზე იყო
LikeLike
მართლა წაშალე შე კაცო? 😦
LikeLike
მშვენიერი პოსტია. ფილმზე უკეთესიც. 🙂
LikeLike