დეივიდ ბექჰემის ოქროს ბურთები

დეივიდ ბექჰემი, რომელიც ერთ დროს მანჩესთერ იუნაითედსა და მადრიდის რეალში თამაშობდა, შემდეგ ლოს ანჯელეს გელექსიში გადავიდა და ახლა კი მილანშია განათხოვრებული, იტალიით და იტალიელებით ფრიად აღფრთოვანებულია. შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, ის არ მოყვეს, თუ როგორაა შეყვარებული ის იტალიაზე, როგორი სტუმართმოყვარე ხალხია იტალიელები,  როგორი დიდი პატივი იყო მისთვის სილვიო ბერლუსქონიმ რომ სადილზე მიიწვია, როგორ თბილად შეხვდნენ მის “მილანში” გამოჩენას მილანელები, როგორი პატივისცემით ხვდებიან ფეხბურთელს ყველგან, სადაც კი გამოჩნდება…

ამ ორიოდ კვირის წინაც ბექჰემი, ჩვეულებისამებრ, ქათინაურებში დაიღვარა იტალიელი ჟურნალისტების წინ და ის იყო, იტალიელი ხალხის სტუმართმოყვრობაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ ცნობილმა რადიო-ტელეწამყვანმა ელენა მარია იდა დი ჩიოჩიომ არ აცია და (უკაცრავად თავანკარა ქართულის დაცვის ლიგის პრეზიდიუმთან) პირდაპირ ყვერებში სტაცა ხელი.

ბექჰემის ყვირილზე დაცვა, კარაბინერები, კომისარი კატანი და ვიქთორია ბექჰემი მოვარდნენ და, როგორც იქნა, ვარსკვლავბიჭუნა ჟურნალისტის რკინის მჭიდიდან დაიხსნეს.

ელენა დი ჩიოჩიომ თავისი საქციელი სიტყვის თავისუფლების პრინციპებითა და საზოგადოების ინტერესით გაამართლა. “ვიქთორია ბექჰემი მეუღლეს “ოქროს ბურთებს” უწოდებს – საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს, რამდენად შეესაბამება ეს მეტსახელი სიმართლეს”, – განაცხადა ჟურნალისტმა, – “პირადად ჩემზე ამ ზომებმა შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს… მათ პატარა… თუ მაინცადამაინც, შეგვიძლია, სტანდარტული ვუწოდოთ.” სიუჟეტი მის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შესახებ ტელეკომპანია Italia Uno-ს გადაცემა Le Iene-ს ეთერით გადაიცა… სხვათა შორის, ეს ტელეკომპანია სილვიო ბერლუსკონის ეკუთვნის, ბერლუსკონის კი სურს, იტალიის ნომერ 1 მაჩო იყოს, ასე რომ ბექჰემის ჩამოლაბორანტებით პირადად ის ფრიად კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო.

თავად ფეხბურთელი საჯარო კომენტარისგან თავს იკავებს…

ისე, არც ელენა უქნია დიდად ღმერთს (ბევრად უფრო ლამაზი იტალიელი ქალებიც გაგვიგია და გვინახავს), მაგრამ ორი ფიცარი როა შეწებებული და ფოშ (თუ რა ჯანდაბაა) სფაისი ქვია, იმას კი ჯობია.

David Beckham ‘victim of sex assault’ after testicle squeezing stunt
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
ელენას ბლოგი

P.S.

ვისაც ბექჰემთან “დაჭიდება” სურს, შეუძლია, ელენას ფეისბუქში მიმართოს ტესტირების დასანიშნად Elena Di Cioccio FB profile (ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ მის მოსაცდელში “ავატარზე” უფრო დიდი რიგია:))

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

10 thoughts on “დეივიდ ბექჰემის ოქროს ბურთები”

  1. ამ ქალს იასნია შიგ აქვს, მარა ბეკჰემზე ახია, მანჩესტერიდან რო წამოვიდა. უარესი მოუვა კიდევ. 🙂

    Like

  2. бექჰემის ფანი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ეს ზომა მაინც მეტისმეტად რადიკალური მეჩვენება. 🙂

    ისე, აგერ ნახავდით ალბათ სიუჟეტს – ჯონ თერის თავისი საუკეთესო მეგობრის უეინ ბრიჯის გერლფრენდი გაუჟიმია.
    ჰოდა, ელენა ჩიოჩიო სწორედ თერის უნდა მიუსიო მე თუ მკითხავ.
    http://newsru.com/sport/30jan2010/terri.html

    Like

  3. ელენა დი ჩიოჩიო

    ვაიმეეეეეეეეეეე, აი გიჟქალააააააა
    მალადეც
    მოფიქრება არ გინდა ასეთი რამე რომ გააკეთო
    ხახახა

    Like

  4. სხვათა შორის, ეს არის მამაკაცების დისკრიმინაციის კიდევ ერთი მაგალითი.
    აი რომ მიხვიდე კაცი და, ვთქვათ, ემი თეილორს (http://resources3.news.com.au/images/2008/06/26/va1237316005651/Amy-Taylor-6113921.jpg) ტრაკზე წავავლო ხელი – ეგრევე სექშალ ჰარასმენთს მოგაწებებენ.
    ამ ქალს კი – ვითომც არაფერიო. პრემიაც კი გამოუწერეს კარგი მუშაობისთვის.

    Like

  5. უი… ჩემი ამ პოსტის მერე ელენას რამდენი ახალი ფეისბუქელი ქართველი მეგობარი შეუძენია…

    ქალიც და კაციც სხვათა შორის 😉

    Like

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: boyu კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: