აბა, ვინ მეტყვის, რა სარგებლობა მოაქვს ემანსიპაციას?
ეს სიტყვა ბევრ მამაკაცს აშინებდა და აბრაზებდა… შეიძლება, მომავალში კიდევ გააბრაზოს, მაგრამ, როგორც ბოლო გამოკვლევები ადასტურებს, ემანსიპაციისგან, პირველ რიგში, სწორედ მამაკაცები რჩებიან მოგებულნი.
ამერიკული Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 1970 წლიდან 2007 წლამდე დაქორწინებული ამერიკელი მამაკაცის ქონება 60%-თ გაიზარდა, მაშინ როდესაც დაუქორწინებელ მამაკაცთა ქონება – მხოლოდ 13%-ით. დაქორწინებულ მამაკაცთა გამდიდრების მთავარი მიზეზი – მათი მეუღლეების მაღალი შემოსავალია და ეს მზარდი ტენდენციაა.
თუ 1970 წელს 30-დან 44 წლამდე ასაკის მამაკაცთა მხოლოდ 4% ჰყავდა ცოლი, რომლის შემოსავალიც მათ შემოსავალს აჭარბებდა, 2007 წელს ამგვარ მამაკაცთა რიცხვი 22%-მდე გაიზარდა.
ამავე დროს, სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, სხვადასხვა ეკონომიკურ კატაკლიზმებს მეტად დაუზარალებია მარტოხელა მამაკაცები, ვიდრე ქორწინებაში მყოფნი.
Pew Research Center-ის გამოკველვა აგრეთვე უარყოფს მეორე სტერეოტიპს, რომელიც მამაკაცებს შორის არცთუ იშვიათად გვხდვება – რომ ჭკვიანი და ნაკითხი ქალი იჯახში არაა შემოსაშვები. კვლევის შედეგების თანახმად, დაქორწინებულ მამაკაცთა ქონების ზრდა პირდაპირ კავშირშია მათი მეუღლეების განათლებასთან – 1970 წელს ცოლების მხოლოდ 20%-ს ჰქონდა ქმრებზე უკეთესი განათლება, მაშინ, როდესაც 2007 წელს ეს ციფრი 28%-მდე გაიზარდა.
1970 წელს კოლეჯდამთავრებულთა 64% მამაკაცი იყო და 36% კი – ქალი, 2007 წელს კი ეს პროპორცია ქალების სასარგებლოდ შეიცვალა: 53,5% – 46,5%.
მოკლედ, იქორწინეთ ემანსიპირებულ ქალებზე და გამდიდრდით… 🙂
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ამერიკელი ცოლები შეიძლება.
ქართველი ცოლები ფულის ფლანგვაში უფრო მაგრები არიან.
LikeLike
ნიკა
რას ამბობ აბა ქართველი ცოლები რომ არჩენენ თავიანთ ქმრებს და ოჯახებს მაგას ვერც ერთი ამერიკელი და ვინც გინდა ის ცოლი ვერ გაუძლებს.
LikeLike
ქართველი ცოლები ფულის ფლანგვაში უფრო მაგრები არიან.
me var flangvashi magari
magram chemsas vflangav ase rom mne mojna 🙂
LikeLike