ბლოგის რეკლამირების რამდენიმე უმარტივესი ხერხი

Wordpress გასული ბლოგერული წელიწადი ორმა ქართველმა ბლოგერმა Dv0rsky-მ (დღიურიდან) და ნიკო ნერგაძემ (უდროოდ გარდაცვლილი ქართული ფლეიბოიდან) – შეაჯამა.

2009 მშობლიური ბლოგოსფეროსთვის კარგი წელი გამომდგარა. მოსავლიანი. მაგრამ უხვი მოსავალი ერთია და მოსავალს დაკრეფა და მირთმევა – მეორე, ჰოდა, აქ მაინცადამაინც ვერაა საქმეები კარგად. იგივე blogroll.ge-ს თუ დავუჯერებთ, ბლოგერთა რაოდენობა საქართველოში სჭარბობს მკითხველთა რაოდენობას. 🙂

ამიტომ 2010 წელი  ქართული ბლოგოსფეროს აგრესიული მარკეტინგის წლად უნდა გამოცხადდეს. საჭიროა, განხორციელდეს ნამდვილი “შეტევა ტვინებზე”. პოტენციურ მკითხველთა ტვინებზე. საითაც არ გაიხედავს ადამიანი, ყველგან რომელიმე ქართული ბლოგის მისამართი უნდა მოხვდეს თვალში. ყველა მხრიდან რომელიმე ქართული ბლოგის სახელი უნდა ესმოდეს.

ამის გაკეთება სულაც არაა ძნელი.

აი, მაგალითად, მართალია, შობა-ახალი წელი მოვილიეთ, მაგრამ სადღესასწაულო ვაჭრობა ჯერ მთლად არ ჩამკვდარა, თან, ვალენტინობაც არაა შორს – ჰოდა, გამოიყენეთ ეს მინავლებული ცეცხლი. ვთქვათ, რომელიმე მაღაზიაში მუშაობთ… “ისი პარი” ავიღოთ. ჰოდა, მუშაობთ ამ “ისი პარიში”, შემოდიან კლიენტები. როგორი არომატი გსურთ? თბილი, გრილი, ციტრუსის, აღმოსავლური… ცოლისთვის, შეყვარებულისთვის ან, იქნებ, სულაც – სიდედრისთვის… ბლა-ბლა-ბლა და ბლა-ბლა-ბლა…

საქმე ლაპარაკის ნაცვლად! დაბეჭდეთ თქვენი ბლოგის მისამართი პატარა ფურცლებზე და სუნამო იქნება თუ ოდეკოლონი რომ შეფუთავთ – ჩააყოლეთ შიგ.

ან, კიდევ ერთი მაგალითი – საახალწლო დღეები იყო, დამტვრეული და ნაავარიები ავტომობილები მომრავლდა.  დავუშვათ, რომ სახელოსნოში მუშაობთ. მოგიყვანეს გვერდშეჭეჭყილი “მერსი”. ფერს ხომ დამისვამ, ძმა? კი, გენაცველე, რა პრაბლემაა? ჰოდა ფერს რომ “დასვამთ” და “გადაკრასკამთ” ზედ ბლოგის მისამართიც წააწერეთ რაღა… თუნდაც, ხელმოწერის პონტში. გაიხსენეთ – ყველა მხატვარს ჰქონდა დამუღამებული საფირმო ხელმოწერა.

ეგ წარწერა, დიდი ალბათობით, დიდხანს არ დარჩება და წვალებად არ ღირსო, ეგებ, იფიქროთ. მუდმივი რეკლამა გნებავთ? თუკი ტატუირების სალონში მუშაობთ – თქვენ წინ აუთვისებელი ყამირია! ყამირი რა იყო და ზურგები, მუცლები, მკლავები და დუნდულები… თან, სულ ასე ზამთარი ხომ არ იქნება. მოვა ზაფხულიც და ქობულეთიდან – ანტალიამდე და ადრიატიკიდან – წითელ ზღვამდე ყველგან თქვენი ბლოგის რეკლამა გაიშლება.

იქნებ, ინტელექტუალი მკითხველი გირჩევნიათ? კი ბატონო. წიგნების მაღაზია და მისი ჯანი. იქ მუშაობაც არ გჭირდებათ – შედიხართ, მაგალითად, “ბიბლუსში”, თაროდან რომელიმე ბესთსელერს იღებთ (ზაზა ბურჭულაძის “ადიბასია” ახლა მოდაში), ფურცლავთ, ვითომ ათვალიერებთ, უჩუმრად ხევთ ფურცელს (ბოლო ფურცელი სჯობს) და მის ნაცვლად წინასწარ მომზადებულ თქვენი ბლოგის რეკლამას აკრავთ.

საქმეში ჩართეთ მეგობრებიც.

დავუშვათ, რომ დიმა ობოლაძეა თქვენი მეგობარი, ნაცნობი, ნაცნობის-ნაცნობი, მეგობრის მეზობელი… მოკლედ “ხოდი” გაქვთ რა და სიტყვა გეთქმით. 2010 წელი მსოფლიო ჩემპიონატის წელია ხალხო! არ გაუშვათ შანსი – თხოვეთ, თქვენი ბლოგის მისამართი ერთი-ორჯერ რეპორტაჟში გააპაროს… რა, ვერ მოახერხებს ან ვინმე გაუწყრება თუ რა? მესის რონალდოს ეძახის და კაკას – რუნის… ასტროლოგს კიდევ, სულაც – ასტრონავტს. დიმასთვის პრობლემა არ არსებობს. თან გულიანი ადამიანი ჩანს – უარს არ გეტყვით.

თუ ლეიბორისტი ხართ – ეს ყველაზე უკეთესი ამბავია. ნუგზარ ერგემლიძე პირდაპირ სხდომაზე დაგარეკლამებთ… თან, ამდენი ხანია პარლამენტშია და ხმა არ გაუღია საერთოდ. ხომ წარმოგიდგენიათ, მის პირველ გამოსვლას რა ყურადღებით მოუსმენენ?

ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ საღამოს კურიერში პირველ რეპორტაჟად გასვლა  გარანტირებული გაქვთ.

მოკლედ, ჰა – ბურთი და ჰა – მოედანი.

გადავაქციოთ 2010 წელი ბლოგის მკითხველთა რაოდენობის ზრდის წლად!
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

11 thoughts on “ბლოგის რეკლამირების რამდენიმე უმარტივესი ხერხი

  1. ჰიჰიჰიჰი :დ ყველა აბზაცში მაინც სერიოზულ რჩევას ველოდი, იმისდა მიუხედავად წინაში რა წავიკითხე :დ სხვათა შორის არაა ცუდი რჩევები (ახლა იტყვი ალბათ მე ცუდ რჩევებთან არაფერი მესაქმებაო), შეიძლება დაფიქრება 🙂 კარგი პოსტი იყო (ამაზეც იტყვი მე ცუდ პოსტებს არ ვწერო) 🙂 გეთანხმები ყველაფერში 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s