ნიანგები ბრაზილიიდან

fernando-humberto-campana გასული წლის მიწურულს კომპანია Lacoste-მა წარმოადგინა პოლოების საკოლექციო ნიმუშები, რომლებიც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრაზილიელი დიზაინერების ფერნანდო და უმბერტო კამპანასთან (Fernando & Humberto Campana) თანამშრომლობის შედეგია.

კოლექცია ექსკლუზიურია. სულ 125-125 ცალი პოლო ქალისა და მამაკაცისთვის, პლუს განსაკუთრებულად შეზღუდული რაოდენობის 12-12 ცალი პოლო ქალისა და მამაკაცისთვის, რომლის ფასიც დაახლოებით 20’000 აშშ დოლარია. ამონაგები მთლიანად საქველმოქმედო მოზნებისთვისაა განკუთვნილი და  ნიანგების დაცვას მოხმარდება (Lacoste მონაწილეობს კამპანიაში “იხსენი შენი ლოგო”, რომელიც ბუნების დამცველი ორგანიზაციის Noah World-ის ინიციატივით დაიწყო), სწორედ ამიტომ, კოლექციის პირველ გამოფენას პარიზში გარემოს დაცვის სამინისტრო მასპინძლობდა.

Campana_for_Lacoste_yatzer_1

უმბერტო კამპანა განათლებით იურისტია, თუმცა ამ პროფესიას უფრო მშობლების თხოვნით დაეუფლა, თავად კი ბავშვობიდანვე ხატავდა და სკულპტურით იყო გატაცებული. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე იურისტის დიპლომი უჯრის სიღრმეში მოათავსა და მას შემდეგ აღარ გახსენებია, სამაგიეროდ, სან პაულუში პატარა საიუველირო სალონი გახსნა და ძვირფასი მეტალისგან კალათების დაწვნა და სხვა ნაკეთობათა დამზადება დაიწყო. მისი პირველი კლიენტები ნაცნობ-მეგობრები იყვნენ, მაგრამ მალე ახალგაზრდა დიზაინერის სახელი გაცდა ამ ვიწრო წრეს და მისი ნაკეთობის შესაძენად ხალხმა სხვა ქალაქებიდანაც კი დაიწყო ჩამოსვლა. საქმის გაფართოებისა და უკეთ გამართვის მიზნით, უმბერტომ დახმარება ძმას, ფერნანდოს თხოვა და მას შემდეგ, უკვე მეოთხედი საუკუნეა ძმები ერთად მუშაობენ.

ძმები კამპანას სტუდია (Estudio Campana) სხვადასხვა კრეატიული პროექტების განხორციელებაზე მუშაობს მსოფლიოში, დაწყებული სკამების დიზაინიდან და თვითმფრინავების მოხატვით დამთავრებული. სხვათა შორის, ფიფასა და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციასთანაც თანამშრომლობენ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებისა და უპირველესი ტურნირის – მსოფლიო ჩემპიონატისთვის განკუთვნილი ბურთის დიზაინზე მუშაობის ჩათვლით… ვინც ფეხბურთი იცის, დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება, რას ნიშნავს ბრაზილიელისთვის ეს ამბავი. 🙂

მათი ნამუშევრები ლონდონისა და ნიუ იორქის გალერეებში, პარიზის პომპიდუს ცენტრში, ვეილის მუზეუმსა და იტალიის არაერთ გალერეაშია წარმოდგენილი (“კამპანას სტუდია” იტალიაში განსაკუთრებით პოპულარულია, სადაც ძმები რამდენიმე კომპანიასთან თანამშრომლობენ, რომელთა შორისაცაა ავეჯის მწარმოებლები Edra, 2009 წლის პრესტიჟული Design Plus ჯილდოს მფლობელი Alessi,  და, აგრეთვე, სანათი საშუალებების მწარმოებელი FontanaArte – ბოლო ორს, სხვათა შორის, თბილისშიც ყავს დილერი).

PlasticPolo 2007 წელს Lacoste-მა პოლოს ასევე ექსკლუზიური კოლექცია დაუკვეთა ცნობილ ინგლისელ დიზაინერს, მაიქლ იანგს (Michael Young), რომელიც ბრიუსელსა და რეიქიავიქში მუშაობს. სწორედ იანგმა შესთავაზა ფრანგულ კომპანიას 2009 წლის პროექტისთვის ძმებ კამპანას დაქირავება.

Lacoste-ის წარმომადგენლები სან-პაულუში ჩაფრინდნენ და Estudio Campana-ს ეწვივნენ. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და შედეგი კი – ფოტოებზეა.:)

Campana_for_Lacoste_5 campana-lacoste-limited-edition-men

Campana_for_Lacoste_yatzer_5 ფრანგული მხარე ამ შედეგით კმაყოფილი დარჩა. რაც შეეხება ძმებს, მათი თქმით, “ლაკოსტის პოლო ბავშვობიდან ეცვათ, ამდენად, ის მათი ნაწილიცაა. მათი წარსულის ნაწილი.”

Campana2

2009 წლის განმავლობაში კოლექცია მსოფლიოს უამრავ ქალაქში იყო წარმოდგენილი. აი, როგორ ემზადებოდა მოსკოვი მის შესახვედრად… (მოსკოვის ვიდეოს იმიტომ ვდებ, რომ მაგ ვიდეომ გამაბრაზა, თორემ პარიზსა და ნიუ-იორქს რას ვერჩი და არც მშურს).


Creative Commons License© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

P.S.

ერევანში (ჯერ) არ ჩაუტანიათ. 😉

ასევე:
ყველაზე ცნობილი ნიანგი მსოფლიოში

Be Genuine: “ლაკოსტის” პერანგი-პოლო

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

18 thoughts on “ნიანგები ბრაზილიიდან”

    1. რავი ყოფილ სსრკ-ში ყველაზე საუკეთესო პერფორმანსები, სასტუმროები, სტადიონები, გზები და რესტორნები საქართველოშიაო და…
      არა?

      არადა თუნდაც მინსკში რა კონცერტები ტარდება და რა ხალხი ჩადის ეგ რო დავწერო… 😦

      Like

      1. მინსკი ევროპაა და… არადა მაგრა გული მწყდება, მართლა ისეთი კონცერტები ტარდება, რომ მეც სიამოვნებით ვიყიდდი ბილეთს. ჩვენთან კიდევ უფასო და ნისია ფონოგრამშიკები მღერიან ისიც მხოლოდ ახალწლებზე 😦

        Like

      2. ევროპა ეძახე და ერთი დიდი კოლხოზია. 🙂

        მარა ტავთ ხალხი, ვინც თავი მოაბა ამ მაბავს.
        ფროდიჯი, რეინბოუ, რამშთეინი ჩადის, ელის ქუფერი…

        ნუ მე რისიც ყველაზე ძაან მშურს -კარგი ბლუზ-ფესტივალი ტარდება ბელორუსიაში.

        P.S. კეთილი იყოს შენი თვალი ჩემს ბლოგზე 🙂

        Like

  1. ახლა წაიკითხავენ ამ პოსტს და ჩაიტანენ ჩვენ ჯინაზე 🙂

    მით უმეტეს რომ რუსეთის წარმომადგენლობამ ერევანში გახსნა მაღაზიაც.

    Like

  2. ცუმის ვინტრინების შარშანდელი გაფორმება მაქვს ნანახი, საახალწლოდ გაკეთებული, მსგავსი სილამაზე არ ვიცი 🙂

    ეხლა მოსკოვს და სანქტ-პეტერბურგს დეპეშ-მოდი სტუმრობს, თუ 1 კვირაში ჩადის.მოკლედ ცხოვრება დუღს და გადადუღს, პრინციპში დიდი ფულია, რატომაცა არა

    Like

    1. რუსეთში მხოლოდ ერთი ფენა ცხოვრობს
      დანარჩენი ისევ იმ დონეზეა დარჩენლი სსრკ რომ იყო

      ზატო ის ერთი ფენა და მათზე გათვლილი სერვისი გადადუღს
      ამ ბოლო დროს მინაევს მივეწებე და ძალიან კარგად წერს ეგ ადამიანი
      ხოდა მეც კარგად ვარ ინფორმირებული 🙂

      Like

    1. იმიტომ რომ “მეიდ ინ ლილო”-ს კონკურენცის ვერ გაუძლო. 🙂 თუმცა, ნაღდი და ფეიქი ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა 🙂

      მეორე ისაა, რომ Lacost-ს მრავალფეროვნება უყვარს და ქართველებს კი შავი ფერი. 🙂

      საერთოდ ეგ ძალიან კარგი სასტავია (მექსი, ბენეთონი, მანგო…) მფლობელები და არაფერი ცუდი არ მინდა ვთქვა, მაგრამ, ჩემი აზრით, სერიოზული შეცდომები დაუშვეს მაგ ბრენდთან დაკავშირებით. ძალინ პატარა სარეკლამო ბიუჯეტი ქონდათ და არ შეუქმნეს ის იმიჯური დონე ბაზარზე რაც საჭირო იყო.

      ისე ჩვენ უნიკალური ქვეყანა ვართ. Lacoste კი არა ჩვენთან Playboy კი გაკოტრდა. 🙂

      Like

  3. kookai-ს დაკეტვას ველი :(არ მგონია გაქაჩოს, არა და კარგი მაღაზიაა. zara-ც აუღებელი ციხესიმაგრე გახდა ჩვენთვის.

    მეორე ისაა, რომ Lacost-ს მრავალფეროვნება უყვარს და ქართველებს კი შავი ფერი.
    იმიტომ იყიდება ნა ურა, არმანის მამაკაცების კოლექცია თბილისში 🙂

    Like

    1. ზარას ამბავი უცნაური იყო. არ იყო ძვირი და თან სულ ფასდაკლება იყო რაც გახსნეს და ბოლოს მაინც ვერ გავედით გაყიდვების იმ დონეზე რაც გვინდოდაო და დახურეს.

      სამაგიეროდ ქარდენმა დაიწყო ძაან კარგად.

      იმიტომ იყიდება ნა ურა, არმანის მამაკაცების კოლექცია თბილისში

      არმანი ბლექ ლეიბელ 🙂

      მაგრამ ჩემი პროგნოზით http://virtualcollector.blogspot.com/2010/01/21.html ამ საუკუნის ბოლოს შავ ფერს და “დოლ’ჩე და გაბან’ას” საბოლოოდ ვეტყვით უარს.

      Like

  4. ფლეიბოი იმიტომ დაიხურა, რომ ვერავინ ნახეს, ვინც გაიხდიდა, მაგრამ ჩაცმა მაინც ხომ გვიყვარს? 🙂

    Like

    1. საქართველოში ჩაცმაც და გახდაც ერთნაირი პრობლემაა. 🙂

      არ უშვებს ეს ოხერი იმ რაოდენობით მუქი ფერის ტანსაცმელს საქართველოს რომ ეყოს და რა ქნას 🙂
      ამიტომაც დაიხურა.

      Like

  5. კალხოზი ეძახე და გეოგრაფიულად ევროპაა და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ამას ემატება ერთმორწმუნე თუ ერთენაზე მოლაპარაკე მონათესავე ხალხების დიდი სივრცე და თუ კაცს თავში ტვინი გაქვს ბიზნესის კეთებისთვის დიდი სივრცეა.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: