წმინდა ნიკოლოზი, რომელიც ბავშვებს შობის გენერალურ რეპეტიციაზე, 6 დეკემბერს ესტუმრება ხოლმე კრამპუსთან იქნება, პელზნიკელთან თუ შავ პიტერთან ერთად, 25-ში გამთენიისას ხელახლა მოდის, რათა ყველა საშობაო სურვილი აგვისრულოს.
სანტა კლაუსი (Sinterklaas, Santa Claus, Saint Nicholas) გერმანული ტომების ფოლკლორული და გვიანდელი ქრისტიანული გადმოცემების ერთგვარი ნაზავის შედეგია. ძალიან კარგი და ბუნებრივი ნაზავის.
ნიკოლოზობისა და შობის ტრადიციებზე წინა პოსტში უკვე დავწერე, აღარ გავიმეორებ. ამერიკაში კი ეს ჩვეულებები ჰოლანდიელმა ემიგრანტებმა შეიტანეს. ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსმა უოშინგთონ ირვინგმა (Washington Irving) 1809 წელს გამოსცა თავისი “ნიუ-იორქის ისტორია” (A History of New York), სადაც, ამერიკელი ჰოლანდიელების სადღესასწაულო ტრადიციების აღწერისას წმინდა ნიკოლოზიც ახსენა. წიგნის 1812 წლის გამოცემაში კი სანტას სახე მფრინავი მარხილითა და სხვა ატრიბუტიკითაც განავრცო.
ამერიკელი ბიბლიოლოგის, პროფესორ ქლემენთ ქლარქ მურის (Clement Clarke Moore) 1823 წელს გამოცემულ პოემაში “წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა” (A Visit From Saint Nicholas) წმინდა ნიკოლოზი აღწერილია როგორც ბეწვიან ქურქში გამოწყობილი ლოყებღაჟღაჟა და წითელცხვირა, თეთრწვერა, მხიარულად მოხორხოცე მოხუცი, სათამაშოებით სავსე ხურჯინით მხარზე.
He was dressed all in fur, from his head to his foot,
And his clothes were all tarnished with ashes and soot;
A bundle of toys he had flung on his back,
And he looked like a peddler just opening his pack.
His eyes—how they twinkled! his dimples how merry!
His cheeks were like roses, his nose like a cherry!
His droll little mouth was drawn up like a bow,
And the beard of his chin was as white as the snow;
The stump of a pipe he held tight in his teeth,
And the smoke it encircled his head like a wreath;
He had a broad face and a little round belly,
That shook, when he laughed like a bowlful of jelly.
He was chubby and plump, a right jolly old elf. . .
ირვინგისა და მურის მიერ შთაგონებულმა ამერიკელმა მხატვარმა თომას ნასთმა (Thomas Nast) 1863 წელს ჟურნალ Harper’s Weekly-ში წმინდა ნიკოლოზის თემაზე ნახატების გამოქვეყნება დაიწყო. თავდაპირველად – შავ-თეთრის, მოგვიანებით კი – ფერადის. ასე გაჩნდა თანამედროვე სანტა კლაუსი.
(ამრიგად, გავრცელებული აზრი, რომ სანტას წითელი ჩაცმულობა Coca-Cola-ს დამსახურებაა, როგორც ხედავთ – მცდარია. კომპანია 1886 წელს დაარსდა, თომას ნასთის მიერ შექმნილი თეთრწვერა, წითელ ქურქში გამოწყობილი წმინდა ნიკოლოზის ადრეული ნახატები კი მე-19 საუკუნის 50-იანი წლებით თარიღდება).
ვაჟა-ფშაველასი არ იყოს, კარგია მუდამ მტრიანი და სანტასაც თავისი ოპოზიცია გაუჩნდა.
არის ქვეყნები, სადაც მას გააფთრებულნი ებრძვიან.
მაგალითად, ორიოდ წლის წინ რუსეთის დუმის სპიკერმა გრიზლოვმა სანტა კლაუსი რუსეთში გასტერბაიტერს (არალეგალ მუშას) შეადარა. მხოლოდ “დედ მოროზმა” უნდა მიულოცოს რუს ბავშვებს ახალი წელი და მიუტანოს საჩუქრებიო, – ბრძანა მან (Christmas ‘Cold War’).
მაგრამ გრიზლოვმა დააგვიანა – რუსული ანტი-დასავლური საინფორმაციო საიტი http://www.xpomo.com/ruskolan/liter/ded.htm ჯერ კიდევ 2001 წლიდანაა სანტა კლაუსთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომში ჩაბმული.
სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ერთმა ჩვენმა ნუ ძაააან “მართლმადიდებელმა” დეპუტატმა გრიზლოვს აუბა მხარი და სანტას უკან დიდი “შეთქმულება” დალანდა. წმინდა ნიკოლოზი რა საჭიროა, როცა ქართველი თოვლის პაპა – გრიგოლ ღვთისმეტყველიაო, ბრძანა… არადა, როგორც მე ვიცი, “მართლმადიდებლური სანტა” – ბასილი დიდს უფრო უკავშირდება. სწორედ ასეა (იყო) საბერძნეთში… თუმცა, წმინდა ნიკოლოზმა იქაურ საშობაო კულტურაშიც უკვე ფართოდ შეაბიჯა.
მოლდოვეთში მაშინდელი კომუნისტი პრეზიდენტი ვორონინი და კიშინიოვის მერი კირტოაკე საშობაო ნაძვის ხის გამო წაეკიდნენ. დედაქალაქის მერმა ნაძვის ხე მორთო საშობაოდ – 25 დეკემბრისთვის (როგორც ამას ქრისტიანული სამყაროს უდიდეს ნაწილში აკეთებენ), პრეზიდენტს კი ეს არ მოეწონა და ნაძვის ხის აღება და 31 დეკამბრისთვის დადგმა ბრძანა (Лесная история).
აი მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში კი სანტა ძალიან უყვართ. სკანდინავიელებს და კანადელებს ეამაყებათ სანტას მეზობლობა და დღემდე დავობენ მის ადგილსამყოფელზე…
- კანადის საფოსტო სამსახური სანტას მისამართად Santa Claus, North Pole, Canada, H0H 0H0 აცხადებს.
- კოპენჰაგენში კი სასტუმროს ნომერში ძალიან სასაცილო ღია ბარათი დამხვდა, რომელზეც ეწერა: Santa Claus is Danish! (სანტა კლაუსი – დანიელიაო!). მათი ვერსიით, სანტა გრენლანდიაში ცხოვრობს.
მაგრამ, დროა აღიარონ, რომ გამარჯვება ამ მხრივ ფინელებს დარჩათ. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სწორედ “ფინელი” სანტაა. მისი სახლი სადღაც კორვატუნტურის მთებშია, მაგრამ, რაკიღა მფრინავი მარხილი ყველას არ აქვს და ზღვის დონიდან 400-მეტრზე ამსვლელი არვინაა, სანტას სადღესასწაულო რეზიდენცია ქალაქ როვანიემიში მდებარეობს, სადაც, ქალბატონ კლაუსთან ერთად, მრავალრიცხოვან სტუმრებს მასპინძლობს, მისი საფოსტო მისამართი კი ასეთია: Santa Claus, Santa Claus Village, FIN-96930 Arctic Circle, Finland. (http://www.santaclausvillage.info).
ლაპლანდიელი სანტა წელიწადში 300’000-ზე მეტ წერილს იღებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. არ ვიცი, რამდენად შეუძლია მას ყველა სურვილის ზედმიწევნით ასრულება, მაგრამ პასუხის გარეშე არც ერთი წერილი არ რჩება.
შესაძლებელია, აგრეთვე, სანტასგან განსაკუთრებული, მხატვრის მიერ საგანგებოდ გაფორმებული ლამაზი საშობაო მისალოცის ბარათის მიღებაც. ის აქ შეგიძლიათ, შეუკვეთოთ: http://www.posti.fi/postimerkkikeskus/pukinkirje/santaletter.htm
რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნეში სანტას კომპიუტერი და ინტერნეტიც აქვს (და მის უწყვეტ კავშირს კავკასუს ონლაინი არ ახორციელებს), ასე რომ ი-მეილითაც შეიძლება წერილის მიწერა: https://puoti.pmk.posti.fi/cgi-bin/ncommerce3/ExecMacro/jpp.d2w/kirjoita?kieli=e
ეგ კი არა, ვებ-კამერაც აქვს. გაინტერესებთ, როგორ ემზადება სანტა შობისთვის? როგორ ალაგებს საჩუქრებს ხურჯინში და ტვირთავს თავის მარხილს? http://www.santaclauslive.com და http://www.santatelevision.com/
სხვათა შორის, იმისთვის რომ ყველა ბავშვთან მიასწროს მისვლა, სანტას 31 საათი აქვს (“ზედმეტი” საათები დროის სხვადასხვა სარტყლის არსებობის წყალობით უგროვდება), წამში სანტა კლაუსი 900-მდე სახლს უნდა ეწვიოს, რისთვისაც მისი საჩუქრებით დატვირთული მარხილის სიჩქარე 1’700 კმ/წამს უნდა აღწევდეს. 🙂 ამასთან, მარხილის წონა რამდენიმე ასეული ტონა მაინც იქნება.
P.S.
ამ პოსტით მინდა ყველა მასონს, მწვალებელს, სამშობლოს დამაქცევარსა და ერის მოღალატეს შობა მივულოცო.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ასევე:
7-იანვრის მცველნი – საუნჯე, რომელიც მხოლოდ რუსების ხელშია
შობის გენერალურ რეპეტიცია
გაიცანით, ბატონი ბინგლი
წითელცხვირა რუდოლფი
Yule Nisse და სხვა ელფები
ქალბატონი კლაუსი და სანტა-გოგონები
პოსტის ადრესატი განსაკუთრებით მომეწონა, ჰმ… 🙂
LikeLike
საკუთარი თავიც ხომ არ აღმოაჩინე? 🙂
LikeLike
სანტა კლაუსებთან ომი გვაკლია ზუსტად. 🙂
ეგეც ჰელოუინი ხომ არაა?
LikeLike
ზოგისთვის – უარესიც კია.
LikeLike
არც კი ვიცი, მათგან რომელს მივეკუთვნები, მოდი მე ის მწვალებელი ვიქნები, რომელიც ბლოგსფეროს აწვალებს, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოს, გასაკუთრები სანტაზე 🙂
LikeLike
ამ პოსტით მინდა ყველა მასონს, მწვალებელს, სამშობლოს დამაქცევარსა და ერის მოღალატეს შობა მივულოცო.
სხვებმა – ლოცვა გააძლიერეთ!
😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀
დასკვნა იყო PERFECT
LikeLike
ნუ 25-ის პოსტი იყო და მიტომ 🙂
თან წმინდა ნიკოლოზზე ჩემს პოსტზე დატოვებულმა კომენტარებმა შთამაგონა მაგ დასკვნაზე.
LikeLike
ძალიან საინტერესო პოსტია!!!
LikeLike