საფრანგეთის პარლამენტის ორთავე პალატის დეპუტატებმა – ეროვნული კრებისა და სენატის 1’000-მდე წევრმა Sexyprive.com-ისგან საშობაო საჩუქრები მიიღეს.
Sexyprive.com – ე.წ. ინტიმური სათამაშოების და ატრიბუტიკის მაღაზიაა და მისი საჩუქრებიც შესაბამისი დანშნულებისა იყო. მაღაზიას ერთი დეპუტატიც არ გამორჩენია – ქალი თუ მამაკაცი. პლუს, თითოეულ სასაჩუქრო პაკეტს სადღესასწაულო ღია ბარათიც დაურთეს.
ამ გზით მაღაზიის მესვეურებმა გამოხატეს პროტესტი ცენზურის წინააღმდეგ.
როგორც მაღაზიის მფლობელმა ვენსან ლეკემ განმარტა, მათ დაგეგმილი ჰქონდათ წინასაახალწლო პრომო-აქციის მოწყობა პარიზის ერთ-ერთ უბანში, რომლის დროსაც საქონლის ნაწილი უფასოდ უნდა დაერიგებინათ, მაგრამ პარიზის მერიამ ამის გაკეთება აკრძალა.
“იმედი მაქვს, დეპუტატები ჩვენს საჩუქრებს ცუდი თვალით არ შეხედავენ, – იმედი გამოთქვა ლეკემ, – უბრალოდ, იმის ჩვენება გვსურდა, რომ ეს აკრძალვა ცენზურის სულელური აქტია.”
მსგავსი საჩუქარი დეპუტატებთან ერთად ქალაქის იმ რაიონის პრეფექტსაც გაუგზავნეს, სადაც აკრძალული აქცია იგეგმებოდა.
გაზეთ Repubblica-ს ჟურნალისტი ანაის ჯინორი დასაჩუქრებულთა რეაქციაზე არაფერს წერს, თუმცა, ცნობილია, რომ მათ საძილე ოთახებში მთელი ღამე ხმაური არ წყდებოდა.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
გაერთობიან მაინც.
LikeLike
originalno 🙂
გაზეთ Repubblica-ს ჟურნალისტი ანაის ჯინორი დასაჩუქრებულთა რეაქციაზე არაფერს წერს, თუმცა, ცნობილია, რომ მათ საძილე ოთახებში მთელი ღამე ხმაური არ წყდებოდა.
😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 😀
LikeLike
“თუმცა, ცნობილია, რომ მათ საძილე ოთახებში მთელი ღამე ხმაური არ წყდებოდა.” – შენებურად დააბოლოვე მაინც, ხომ?! 😀
LikeLike
კუზიანი სამარეში.
LikeLike