Dv0rsky-მ ამას წინათ დაწერა, რატომღაც თბილისურ მაღაზიებში ფასდაკლებებს ვერ ვხედავო.
წელს ამ მხრივ ჩვენს ქალაქში, მართლაც, განსაკუთრებული სიმშვიდე და უძრაობაა – არც ფასდაკლებებს აცხადებენ, არც რეკლამით გვეხმიანებიან და არც ინტერიერის სადღესასწაულო მორთულობაზე შეუწუხებიათ დიდად თავი.
მოკლედ, საშობაოდ ყველაზე ცუდი სავაჭრო ქალაქების სია რომ შედგეს, თბილისი ხუთეულში მოხვდება, აბიჯანის, ბრაზავილის, მოგადიშოს და ფხენიანის გვერდით.
მაგრამ ზოგიერთ მაღაზიაში მორიდებულად 10% საახალწლო ფასდაკლება გვაქვსო – კი გვახარეს. ზოგმა, ჩვენ – 20%-იანიცო. თანაც, უბრალოდ ფასდაკლება კი არა – “გრანდიოზული 20% ფასდაკლებაო”… ალბათ, იმ 10%-იანთან შედარებითაა “გრანდიოზული”…
ზოგიერთმა მაღაზიამ ვირეშმაკობას მიმართა და ფასდაკლების ნაცვლად რაღაც იდუმალი და ამოუცნობი “საახალწლო აქცია”, “საახალწლო საჩუქრები”, “საახალწლო სიურპრიზები” შემოგვთავაზა. იყიდი 200-ლარიან შარვალს და გაჩუქებენ 10 ლარიან წინდას. ან საღეჭ რეზინას. ან, სულაც, პანჩურს ამოგარტყამენ – რა, სიურპრიზად ვერ გაქაჩავს თუ რა? აბა, დაუჯილდოებიხართ ოდესმე მაღაზიაში სადღესასწაულო პანჩურით?
არადა, ნოემბერი ძლივს დამდგარიყო, რომ იმ ინტერნეტ-მაღაზიებმა, სადაც დარეგისტრირებული ვარ, ი-მეილებით ამავსეს. 30% SALE… 40% SALE… 50% SALE… 60% SALE…
თუმცა, აქა-იქ ჩვენთანაც არის სეილები.
მაგალითად, ახლად გახსნილმა “ფიერ ქარდენის” მაღაზიამ ეგრევე 75%-იანი ფასდაკლებით დაიწყო… და ძალიან ადამიანური ფასები აქვთ, თუმცა, რაკი მათი არა-სადღესასწაულო ფასები ჯერ არვინ იცის, რამდენად 75%-ია ეს 75%, ძნელი სათქმელია.
მაგრამ სეილებს ვინ ჩივის, როდესაც შობა-ახალი წლის მოახლოება მაინცადამაინც არც მაღაზიების ვიტრინებიდან იგრძნობა. გაჩახჩახებულ და განსაკუთრებულად მორთულ ქალაქში ბევრი მაღაზიის ვიტრინა ჩაღამებულად გამოიყურება. ზოგი ქაღალდიდან გამოჭრილი ფიფქებითა და ჩია და გაქუცული ნაძვის ხეებით დაკმაყოფილდა, ზოგმა კი ტრაკი სკამიდან სულ ვერ აწია და ამდენიც ვერ მოახერხა.
თუმცა, არა ყველამ. მაღაზიებში “ჯერი უებერი”, “ვულე-ვუ”, “ბრენდს გელერი”… ერთი-ორი კაპიკის გაღება და რაღაცის მოფიქრება არ დაეზარათ. “ჯი-პი-სიმ” ბუკიას ბაღი სულაც თავის სარეკლამო კუთხედ გადააქცია… ეგებ ეს ყველაფერი დიდი არც არაფერია, მაგრამ სხვების ფონზე მაინც გამოირჩევა.
თორემ, Hermes-ის მაღაზიის ვიტრინა ტოკიოში აი ასე გამოიყურება:
შობა-ახალ წელთან არაა დაკავშირებული – უბრალოდ, ფანტაზიისა და კრეატივის მაგალითად გამახსენდა.
აი, ღიმილსა და ზრდილობას კი კრეატივი არ ჭირდება, მაგრამ მაინც ძვირად მოიპოვება სადღესასწაულო თუ არა-სადღესასწაულო თბილისში.
სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ მარტივი “გამარჯობა”, “გმადლობთ”, “კიდევ გვეწვიეთ”, “გემრიელად მიირთვით” და ამას დამატებული ღიმილი თბილისურ ბაზარზე პირველმა “მაქდონალდსმა” შემოიტანა და, მადლობა ღმერთს, მთლად “მაქდონალდსის” ექსკლუზივად არ დარჩენილა, მაგრამ, კიდევ მეტმა რომ მიბაძოს – უკეთესი იქნება.
ისე კი, ერთი რამ უნდა ვთქვა – იმ სიტუაციაში, რაც ჩვენს ბაზარზეა დღეს შექმნილი, ფასდაკლება გაყიდვების ზრდაზე რეალურ გავლნას ვერ მოახდენს, რამდენიმე ცალკეულ სეგმენტს თუ არ ავიღებთ.
ამის მაგალითია თბილისური Zara, სადაც გახსნის დღიდან სულ სეილი იყო, მაგრამ გაყიდვების დაგეგმილ დონეზე მაინც ვერ გავიდნენ. არადა, ფასები ისედაც არ იყო მაღალი და მით უფრო ხომ – ფასდაკლებით.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ჩვენი მაღაზია მშვენივრად გამოიყურება
ფასდაკლებაც გვაქვს -20, 30, 40% 🙂
LikeLike
განათებულიცაა, ფიფქებიც გვაქვს, ნაძვის ხეც, ღიმილიც 🙂
LikeLike
პროფილი გაქვთ ვიწრო 🙂
LikeLike
xo marTali xar 🙂
zogjer aset ramesac gaigeb: ra philipsis magaziaa saparsebi tu ar gaqvto
arada vin tqva rom philipsis magaziaa
ertxel unitazebic ikitxes
chvens magazias “axali lamfuchka”-c ki qvia
ზოგიერთმა მაღაზიამ ვირეშმაკობას მიმართა და ფასდაკლების ნაცვლად რაღაც იდუმალი და ამოუცნობი “საახალწლო აქცია”, “საახალწლო საჩუქრები”, “საახალწლო სიურპრიზები”
xoda rac sheexeva sachuqrebs
amis ert erti fuzemdebelis estee lauderi iko
is did univermagebshi qalebs nakid produqciastan ertad tavisi sxva produqtebis testerebsac stavazobda ufasod 🙂
ai aseti chkviani qali iko 🙂
LikeLike
adamianuri fasebi ras nishnavs? 🙂
da ra cardenia chinuri tu franguli? mtavari esaa.
LikeLike
ადამიანური = ნორმალურს. არა ძვირს 🙂
ჩინური ქარდენი რაღაა? 🙂
თუ შანხაის “ცეხში” შეკერილ ვითომ-ქარდენს გულისხმობ არ ვიცი და ისე ყველა კომპანია აწარმოებს უკვე მე-3 სამყაროში.
გარდა ჰენდ-მეიდ რაღაცეებისა, საათების, პარფიუმის… ამის გარდა 90% pret-a-porter, casual wear, sports wear… მიუხედავად ბრენდისა და ძვირი ფასებისა მე-3 ქვეყნებში იკერება. გარდა formal wear-ის და business-casual-ის იმ ზედა კოლექციებისა, რომლის მყიდველი არ მგონია ჩემ ბლოგს კითხულობდეს. 🙂
აი ქალი, რომელმაც გადაწყვიტა ერთი წელი ჩინური არ უნდა ჩავიცვაო და ტიტველი დადიოდა: http://wp.me/pBTza-cB
****
ისე კი… (არ გეწყინოს ოღონდ – შენ არ გეუბნები, ზოგადად ვწერ) – თბილისი, რომელიც ზაზა ბურჭულაძისა არ იყოს ერთი დიდი Adibas-ია ძაან სნობურად იბზუებს ცხვირს იგივე თურქულ “ნაგავზე”.
LikeLike
ის რა მკვდარი ლინკი იყო კომენტარებში?
Page not found-ო დამიწერა 🙂
ლამპოჩკაზე ვამბობ 🙂
LikeLike
ჩაქრა რა. როგორც იმ სალონში 🙂
LikeLike