Fast Food, Fast Women

mcdonaldsმე მიყვარს მაქდონალდსი.

ვინც რა უნდა თქვას.

ხანდახან ძალიან მომენატრება, შევალ, ბიგ-მაქ მენიუს შევუკვეთავ ხოლმე და ძალიანაც მიხარია, რომ თბილისშია :), ისევე როგორც მსოფლიოს ალბათ ყველა დიდ ქალაქში. და ზოგ საშუალოშიც. და კიდე ზოგ პატარაშიც.

119 ქვეყანა. 32’000 რესტორანი. 47 მილიონი (!) კლიენტი დღეში.  500 მილიონ (!!!) მირთმეულ ბიგმაქზე მეტი წელიწადში.

ასე რომ ლეგონ არს სახელი ჩემი, რამეთუ მრავალ ვართ. 😉

ძმებმა რიჩარდ და მორის მაქდონალდებმა (Richard “Dick” J. McDonald & Maurice “Mac” McDonald) თავიანთი პირველი სასაუზმე 1927 წელს ქალიფორნიის ქალაქ მონროვიის აეროპორტთან გახსნეს. მას The Airdrome ეწოდებოდა და, ფაქტობრივად, ერთ პატარა დახლს წარმოადგენდა, სადაც ძმები ჰოთ დოგს ამზადებდნენ. გასული საუკუნის დასაწყისში ავ იაცია დიდი პუნქტუალურობით ვერ დაიკვეხნიდა – აეროპორტში მუდამ ბევრი ხალხი ირეოდა და ძმები ბედს არ უჩიოდნენ.

1940 წელს ისინი სან-ბერნარდინოში გადაბარგდნენ, სადაც ცნობილ 66-ე გზატკეცილზე (U.S. Route 66) პირველი McDonald’s-ის რესტორანი გახსნეს. იმდროინლდელი McDonald’s-ის საფირმო კერძს ბარბექიუ წარმოადგენდა.

საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობით მაინც McDonald’s-ის ჰამბურგერები სარგებლობდა. ამის გამო ძმებმა ბიზნესის რეორგანიზების გადაწყვეტილება მიიღეს და 1948 წელს სწრაფი სერვისის სისტემა (SSS – Speedee Service System) დანერგეს და მხოლოდ ჰამბურგერების, კარტოფილი-ფრის და მილქშეიქის გაყიდვაზე გადავიდნენ – ასე დაიბადა  სწრაფი კვების (Fast Food) პირველი რესტორანი. იმდროინდელი ბურგერის ფასი 15 ცენტი იყო.

1953 წელს რესტორანზე პირველად გამოჩნდა მათი ცნობილი სიმბოლო – “ოქროს თაღები” (ოქროსფერი ასო M) და McDonald’s-მა გაფართოება დაიწყო სხვა შტატებში – პირველი ფრანჩაიზი ფენიქსში (არიზონას შტატი) გაიხსნა.  ქალიფორნიაში კი მათი რიცხვი უკვე ოთხი იყო (დღევანდელ რაოდენობასთან შედარებით ეს “უკვე ოთხი” სასაცილოდ ჟღერს… მაგრამ ჯერ ხომ მხოლოდ 1953 წელია. :))

ამ დროს ძმები მაქდონალდების ბიზნესით მილქშეიქის აპარატების გამყიდველი რეი ქროქი (Raymond “Ray” Albert Kroc) დაინტერესდა. თავდაპირველად მან ქალიფორნიისა და არიზონის გარეთ ქსელის გაფართოების უფლება მიიღო, 1955 raymond_albert_krocწელს კომპანია McDonald’s Systems, Inc. (1960 წლიდან – McDonald’s Corporation) დააფუძნა და ენერგიულად მოკიდა საქმეს  ხელი. მისი სტრატეგია რესტორნების მაღალი ცნობადობისა და მუდმივი კლიენტურის შექმნისკენ იყო მიმართული. მოგვიანებით მან ძმებს ბიზნესის სრულად შესყიდვა შესთავაზა. გარიგება შედგა და 1961 წელს დიქ და მაქ მაქდონალდებმა McDonald’s 2,7 მილიონ დოლარად ქროქს დაუთმეს (მხარეებმა როიალთიზეც მოილაპარაკეს, მაგრამ ამ საკითხმა მოგვიანებით დიდი უთანხმოება და აურზაური გამოიწვია… თუმცა, ეს სხვა თემაა).

რეი ქროქმა შემოიღო პროდუქციის მკაფიო სტანდარტიზაცია მთელი ქსელის მასშტაბით, McDonald’s-ის ყველა რესტორანს პროდუქციასა და მომსახურების ხარისხზე მკაცრი კონტროლი დაუწესდა, ამავე დროს, ქროქი ფრანჩაიზს მეტ მარკეტინგულ თავისუფლებას აძლევდა და მათ საბაზრო სტრატეგიაში არ ერეოდა. ქროქის იდეა იყო McDonald’s-ის “ოჯახურ რესტორნად” გადაქცევა – ანუ ისეთად, სადაც უფროსები ბავშვებთან ერთად ივლიდნენ. მან გახსნა თანამედროვე ტიპის Drive-Thru რესტორნები, სადაც ავტომობილისტებს მაქსიმალურად სწრაფად, შეყოვნების გარეშე ემსახურებოდნენ (საგანგებოდ თრეილერების მძღოლებისთვის კი არსებობს McStop – რესტორნები, რომელთა მენიუ და მომსახურება სპეციალურად ამ სეგმენტზეა გათვლილი). 1962 წელს რებრენდიგის შედეგად “ოქროს თაღები” კომპანიის ოფიციალურ ლოგოდ იქცა. 1963 წლიდან გამოჩნდა ქსელის კიდევ ერთი სიმბოლო – ჯამბაზი რონალდ მაქდონალდი. იმავე წელს გაიხსნა მე-500 რესტორანი და გაიყიდა მემილიარდე ჰამბურგერი. 1968 წელს ფითსბურგის ფრანჩაიზმა ჯიმ დელიგათიმ (Jim “MJ” Delligatti) გამოიგონა ბიგ-big-macმაქი (Big Mac), რომელიც დღეს უკვე 51 წლისაა, თავს ძალიან მხნედ გრძნობს და ყოველწლიურად ნახევარ მილიარდ ცალზე მეტი იჭმევა. 🙂 სხვათა შორის, დელიგათიმ მოიგონა კვერცხის მაქმაფინიც (Egg McMuffin) – McDonald’s-ის კიდევ ერთი კარგად გაყიდვადი პროდუქტი, საგანგებოდ დილის საუზმის მენიუსთვის. McDonald’s-ის ქსელმა შეაღწია სავაჭრო ცენტრებში.

1984 წელს რეი ქროქი გარდაიცვალა.

იმავე წელს McDonald’s-მა 500-მემილიარდე (!) ბიგ მაქი გაყიდა, რომელიც საიუბილეოდ საგანგებოდ მიწვეულმა დიქ მაქდონალდმა მოამზადა.

1999 წელს ჟურნალმა Time ქროქი მე-20 საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.

2004 წელს ჯგუფმა Dire Straits მას სიმღერაც კი მიუძღვნა.

იმავე 2004 წელს რეჟისორმა მორგან სფარლოქმა (Morgan Spurlock) გადაიღო დოკუმენტური ფილმი “ორმაგი მე” (Super Size Me), სადაც ასახულია მისი ცხოვრების ერთი თვე, როდესაც ის მხოლოდ McDonald’s-ის ქსელში იკვებებოდა.

რა დაემართა სფარლოქს? ის, რაც დაიმსახურა… მაგრამ, სინამდვილეში, ეს ფილმი ელემენტარული პროვოკაციაა – 30 დღე გადაბმულად და შეუსვენებლივ მხოლოდ ერთი და იგივე საკვებით რომ იკვებოთ (მნიშვნელობა არ აქვს ბიგ-მაქი იქნება, კიევური კატლეტი თუ ლულა-ქაბაბი), კარგი არაფერი დაგემართებათ და McDonald’s-ს აქ ნამდვილად არ მიუძღვის ბრალი.

ჟურნალი The Economist ბიგ-მაქს როგორც უნივერსალურ საზომს იყენებს – ის აქვეყნებს ე.წ. ბიგ-მაქ ინდექსს (Big Mac Index), რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ფულის ერთეულის გაცვლით კურსს ადგენს ბიგ-მაქის ფასზე გადათვლით.

ყველაზე ძვირი ბიგ-მაქი ნორვეგიაშია (თუმცა, როგორც თავადაც დავრწმუნდი, არა მხოლოდ ბიგ-მაქია იქ უძვირესი :(), ყველაზე იაფი კი – მალაიზიაში.

სხვათა შორის, მიუხედავად გავრცელებული აზრისა, McDonald’s მსოფლიოში უდიდესი Fast Food ქსელი არაა – დღეს მას Yum! ჯობნის, თუმცა მხოლოდ იმით, რომ Yum! არაერთ ბრენდს აერთიანებს: Taco Bell, KFC, Pizza Hut, Wingstreet, Long John Silver’s, A&W და ჩინურ East Dawning-ს.

თავად McDonald’s-ი ავსტრალიაში ფლობს ყავის კაფეების ქსელ McCafé-ს, რომელიც იქაური ბაზრის ლიდერია თავის სეგმენტში.

P.S. არცთუ დიდი ხნის წინ ვნახე, თუ როგორ მიადგნენ ერთ-ერთ თბილისურ “მაქდონალდსს” ნეფე-პატარძალი თავისი მაყრიონით…. არ ვიცი, უბრალოდ არასტანდარტულად სურდათ იმ დღის აღნიშნვა, ან, შეიძლება, “მაქდონალდსის” თანამშრომლები იყვნენ, ან, ეგებ, “მაქდონალსდში” გაიცნეს ერთმანეთი – იმგვარად, როგორც ამ სიმღერაშია: Love & McDonalds
Creative Commons License© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

5 thoughts on “Fast Food, Fast Women

  1. მე მიყვარს მაკდონალდსი

    ჩიზბურგერი მიყვარს და კარტოფილი
    სალათები
    და განსაკუთრებით ვაფანატებ შოკოლადის მაფინზე

    ხოდა ბოროტ არს შენ ამხანაგო ვადერ რამეთუ უზომოდ მომაშიე ამ დილაადრიან 🙂

    Like

  2. ძალიან დიდი მადლობა…მეც მიყვარს მაქდონალდსი. უბრაოდ, მგონია, რომ ჩვეულებრივზე უფრო ძვირია…უფრო რომ გააიაფონ, დარწმუნებული ვარ მოგებაზე წავლენ. თუმცა, არც ახლა უჩივიან კლიენტებს. ძალიან მიყვარს, აი ძალიან!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s