მინდა ჩემი მეგობარი-ბლოგერის ერთ პოსტს შევეკამათო.
საუბარია ე.წ. Fast fashion-ის ერთ-ერთი ზვიგენის H&M-ის მცდელობაზე, მოახდინოს საკუთარი თავის რე-პოზიციონირება და გადაფაროს ბაზრის საშუალო-ზედა სეგმენტი. ამისთვის კომპანია კოლექციის ნაწილს ცნობილ დიზაინერებს უკვეთავს. თუმცა, ეს მხოლოდ H&M-ს არ ეხება. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა შედარებით დაბალ საბაზრო და საფასო კატეგორიაში მოღვაწე ბრენდებისთვის. იგივე გააკეთეს Liz Clabiorne, Mexx, Puma-მ…
მაგრამ ეს მცდელობები, რეალურად, მხოლოდ მათივე საბაზრო სექტორის მეტი პროცენტის დაკავების სშუალებაა და არა გარღვევა ერთი სეგმენტიდან მეორეში – მარტივად რომ ვთქვათ, Sonia Rykiel for H&M შეავიწროვებს GAP და ZARRA-ს მაგრამ ვერაფერს დააკლებს HUGO by Hugo Boss, Lacoste Club, Brooks Brothers-ს…
მიზეზები მარტივია.
ჯერ ერთი, თუკი მივიხედ-მოვიხედავთ, უამრავია კომპანია, რომელმაც თავისი პრესტიჟი და რეპუტაცია დააზარალა და ჩამოლაბორანტდა (ზოგიერთმა იმდენი ქნა, რომ საერთოდაც გაქრა ბაზრიდან), მაგრამ ძნელად მახსენდება ისეთი, რომელმაც მოახერხა და მას-მარქეთიდან დაიწყო და ზედა ლიგაში ააღწია.
რა თქმა უნდა, ახსენებენ ხოლმე, ვთქვათ, იმავე GAP-ს, მაგრამ GAP Inc.-ის, როგორც კომპანიის სტრატეგია აიგო არა GAP-ის, როგორც ტანსაცმლის ბრენდის რე-პოზიციონირებასა და “გაპრესტიჟულებაზე”, არამედ ჯგუფი შედარებით მაღალ საბაზრო სეგმენტს შესწვდა ახალი ბრენდით – Banana Republic-ით. ეს კი, როგორც იტყვიან, სულ სხვა ისტორიაა.
ამავე დროს კომპანიებს, რომლებიც პრემიუმ-ლიგაში თამაშობენ, ქვედა ლიგებში “დუბლები” გამოყავთ, რათა თავიანთი ფლაგმანი ბრენდის პრესტიჟი არ დააზარალონ.
მაგალითად – ჯორჯო არმანი. მას აქვს Armani Privé… Emporio Armani (ოღონდ “მეიდ ინ ლილო” ემპორიო არა :))… Armani Exchange და კიდევ რამდენიმე “არმანი” – ჰოდა, ეს ყველა “არმანია”, მაგრამ – სხვადასხვა.
მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – დიდ ბრენდებს ქმნიან არა მხოლოდ დიდი დიზაინერები, არამედ მათი მდიდარი ისტორია, ტრადიციები, მითები და ლეგენდები.
როგორც ინგლისელები ხუმრობენ, კარგი ბალახის საფარი რომ გქონდეთ, უნდა მორწყათ და შეკრიჭოთ და ეს… 100 წლის განმავლობაში დაუზარებლად უნდა აკეთოთო. 🙂
ჩემს ბლოგზე, ძირითადად, მამაკაცის ბრენდებზე ვწერ, ჰოდა მამაკაცებისთვის გასაგებ მაგალითსვე მოვიყვან: რამდენი რობინიოც არ უნდა იყიდოს აბრამოვიჩმა, “ჩელსი” ვერასდროს გახდება “მანჩესთერ იუნაითედი”, “რეალი” ან “მილანი”, ზუტად ასევე, რამდენი სონია რაიქელი, ალექსანდ მაქუინი თუ ისააქ მიზრაჰიც უნდა დაიქირაონ ზოგიერთებმა, თუკი იგივე მომავალი 100 წლის განმავლობაშიც არ აკეთეს, ისე თავინთ სეგმენტს ვერ გაცდებიან.
ვთქვათ, Brooks Brothers – ორი საუკუნეა “ძმები ბრუქსები” აცმევენ ამერიკელ პრეზიდენტებს, მწერლებს, ბიზნესმენებს, მუსიკოსებს, მსახიობებს. კომპანია უამრავი უმნიშვნელოვანესი ნოვაციის ავტორია მოდის ინდუსტრიაში. ეს არის განძი, რომლის დაგროვებისთვის სხვებს, ეგებ, 100 წელიც არ ეყოთ.
ან Levi Strauss & Co. – ის არ ქირაობს ქელვინ ქლაინებს, ის ქელვინ ქლაინებს უჩივის იდეების მოპარვისთვის 🙂 და ამის უფლება აქვს, რამდენადაც Levi’s “ითარგმნება”, როგორც ჯინსი. 🙂 არსებობის 155 წლის მანძილზე კომპანიამ 3,5 მილიარდ ჯინსის შარვალზე მეტი გაყიდა (სხვათა შორის, ამერიკაში კომპანიის საფასო პოლიტიკა ერთია, ევროპაში კი სულ სხვა – ევროპულ ბაზარზე Levi’s ჯინსის შარვლის ფასი ამერიკულზე, ლამის, 4-ჯერ მაღალია).
ასე რომ, ისევ იქ ვბრუნდები, საიდანაც დავიწყე – დიზაინერებთან თანამშრომლობა H&M-ს ვერ გადააქცევს “პრესტიჟულ” ბრენდად, თუმცა იმის საშუალებას კი მისცემს, უახლოესი კონკურენტები შავიწროვოს, ან უახლოესი კონკურენტების შემოტევისგან დაიცვას თავი. 🙂
შედარებისთვის:
გასულ წელს H & M-ის და Inditex-ის შემოსავალი დაახლოებით 15 მილიარდი აშშ დოლარი იყო, GAP Inc.-ის 14,5 მილიარდი აშშ დოლარი.
წელს H & M-ის და GAP Inc.-ის მოსალოდნელი შემოსავალი 14 მილიარდი აშშ დოლარს უნდა აცდეს, Inditex-ის შემოსავალი კი დაახლოებით 14 მილიარდი აშშ დოლარი იქნება.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ასევე: უითმენი და “ლივაისი”
H&M-ის მცდელობაზე, მოახდინოს საკუთარი თავის რე-პოზიციონირება და გადაფაროს ბაზრის საშუალო-ზედა სეგმენტი.
zedaze ra gitxra magram sashualos sakmaod kargad moergo 🙂
kargi postia, madloba 🙂
LikeLike
Mexx ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე H&M.
შენ არ გაცვია H&M? 🙂
LikeLike
მაგრამ უფრო იაფი, ვიდრე ემპორიო.
მარტო ერთ რომელიმე სეგმენტზე არ ვსაუბრობ. სხვადასხვა, მაგრამ განსხვავებულ სეგმენტებზე.
მე ნუდისტი ვარ.
LikeLike
წავიკითხე ეს წერილიც და ის წერილებიც. საინტერესო დისკუსიაა.
კარგად გამოგდით და გააგრძელეთ კიდე.
LikeLike
მე ნუდისტი ვარ
aba lacoste – o?
😀 😀 😀 😀 😀 😀
LikeLike
სათვალის და საათის ტარება ნუდისტებსაც არ ეკრძალებათ 🙂
LikeLike
ბოლომდე ვერ დაგეთანხმები. თუმცა, ძალიან კარგად დაწერილი პოსტია!
LikeLike
Athena
ხო, რაღაც კარგად წერს ხოლმე ეს ადამიანი 🙂
მეც შევამჩნიე
მაგრამ განსაკუთრებით ოპოზიციონერული პოსტები ეხერხება 😀 😀 😀
LikeLike
მადლობა შექებისთვის.
სხვათა შორის, ოპოზიციონერული პოსტი მაქ სულ 3. თან ერთი გამოუქვეყნებელია. 🙂
ნამეტანი უცენზურო ლექსიკით გამოვიდა გაჯერებული და არ გამოვაქვეყნე.
LikeLike
პინგბექი მივიღე ამ თემისგან დღეს
რა ხდება ???
: ) 🙂 : )
LikeLike
ჰაკერების შეტევაა. “)
LikeLike
H&M-ს მაშინაც კი როცა ლუქს მარკებთან თანამშრომლობს, რაღაც ისე ვერ გამოსდის.
chic, აი ეს აკლია და აქ არ ვგულისხმობ ბრჭყვიალა მხარეს,უფრო ალბათ სტილის დახვეწილობას. ამის გამო ამ ბრენდის ტანსაცმელი ჩემთვის დღემდე პიკნიკის და ასეთი casual მოვლენებისთვის შესაფერისი რჩება
LikeLike