ჰოლივუდელი ლუზერები

Forbes აქვეყნებს იმ მსახიობების სიას, რომლებიც მათში ჩადებულ ინვესტიციებს ყველაზე ნაკლებად ამართლებენ ანუ რომელთა მქკ (მმკ-ში არ აგერიოთ :)) – მარგი ქმედების კოეფიციენტი თუ რა ჯანდაბაცაა ყველაზე დაბალია.

ამ ანტი-რეიტინგის სათავეში კომედიანტი უილ ფერელია (Will Ferrell) მუსტაფა “ოსთინ ფაუერსიდან”,  რომელში ინვესტირებულ ყოველ დოლარს მხოლოდ 3.29 დოლარი ამონაგები მოაქვს. სხვათა შორის, ფერელი ჯეიმს ჯოისის სახელობის პრიზის ნომინანტია – კომედიური ჟანრის მსახიობისთვის ამაზე შეუსაბამო მხოლოდ ალფრედ ჰიჩქოქის სახელობის ჯილდო თუ იქნებოდა.

ობი-ვან იუენ მაქგრეგორს (Ewan McGregor) ერთ დოლარს თუ ანდობთ, 3.75 დოლარის დაბრუნება შეუძლია.

მას სულ ოდნავ ჯობნის გენიალური მსახიობი, ოსკაროსანი  ბილი ბობ თორნთონი (Billy Bob Thornton) – პარიკმახერი ძმები ქოენების შესანიშნავი ფილმიდან “ადამიანი, რომელიც იქ არ იყო”, ჩადებულ დოლარს ზუსტად 4-მაგად ანაზღაურებს.

ედი მერფი (Eddie Murphy) რამდენიმე მართლა კარგ კომედიაშია გადაღებული (პირველ ყოვლისა ჯონ ლენდისის “ჩანაცვლებაში”) და 2004 წელს ამერიკულმა არხმა Comedy Central-მა ყველა დროის 100 საუკეთესო სკეჩერს შორის მე-10 ადგილზეც დაასახელა, მაგრამ ამ ბოლო დროს წარმოუდგენელ კრეტინობებში თამაშობს და ინვესტირებული დოლარის სანაცვლოდ 4.43 დოლარს გამოიმუშავებს.

ყოვლად, იმჰო, უნიჭო რეპერი და, იმჰო, უნიჭო მსახიობი აის ქიუბი (Ice Cube), “XXX-2-იდან” და “ანაკონდადან” ანტი-რეიტინგის მეხუთე ადგილზეა 4.77 დოლარით.

(ისე, მაგ ფილმში ჯენიფერ ლოფესის ტრაკმა წარმატებით დაჩრდილა აის ქიუბიც, ჯონ ვოითიცა და თავად ანაკონდაც).

10-ეულში ასევე არიან უტვინო თომ ქრუზი (Tom Cruise) – კაცი ნიქოლ ქიდმანს რომ გაეყრება და ქეითი ჰოლმსზე იქორწინებს – აბა სხვა რა ვუწოდო? – 7.8 დოლარით; დრიუ ბერიმორი (Drew Barrymore), რომელიც “შხამიან სუროში” მართლა კარგი იყო და სულ ბოლოს “დუპლექსშიც” არა უშავრს რა, 7. 43 დოლარით; ლეონარდო დი ქაფრიო (Leonardo DiCaprio), რომელიც, ვინც არ იცის, ედუარდ კოკოითის როლზეა მიწვეული, 7.52 დოლარით; “მაკულატურის”, “ვარსკვლავური ომებისა” და ბევრი სხვა ფილმის ვარსკვლავი, გენიალური მორგან ფრიმენის აღზრდილი და თავადაც ძალიან კარგი მსახიობი სემიუელ ელ ჯექსონი (Samuel L. Jackson), 8.59 დოლარით მეცხრე ადგილზეა და ოდნავ ჩამორჩება ჯიმ ქერის (Jim Carrey), რომელიც ძალიან სასაცილოა “ნიღაბში”, “მატყუარაში” და “ყოვლისშემძლე ბრიუსში”, ძალიან კარგი ფითერ უიარის “თრუმანის შოუში” და აბსოლუტურად გენიალური ფორმანის “ადამიანში მთვარეზე” და რომელსაც, “ფორბსს” თუ ვენდობით, ყოველი ინვესტირებული დოლარის სანაცვლოდ 8.62 დოლარი მოაქვს.

ამ გამოთვლებისთვის “ფორბსმა” ჰოლივუდის 100 ყველაზე მოთხოვნადი მსახიობის ბოლო ხუთი წლის ნამუშევარი შეაფასა ფინანსური მაჩვენებლების კუთხით. გარდა კინოგაქირავებიდან შემოსული თანხისა, გაითვალისწინეს ასევე DVD და სატელევიზიო გაყიდვებიც და ეს ყველაფერი მსახიობებისთვის გადახდილ ხელფასსა და ჰონორარებს შეუფარდეს.

ახლა უკვე იცით, ჰოლივუდის რომელ მსახიობს არ უნდა ანდოთ თქვენი დანაზოგი, ხოლო, თუ ვის უნდა ანდოთ – ამაზე წაიკითხეთ პოსტში ჰოლივუდის მეწველ ძროხებზე.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

6 thoughts on “ჰოლივუდელი ლუზერები

    • ჰო.
      მარა ვისაც ჰონორარი აქვს დიდი იმის შანსი სიაში მოხვედრის იზრდება. ეგაა.
      თან The Spirit თუ გაქვს ნანახი. იშვიათი კრეტინიზმია და მაგრადაც ჩავარდა გაქირავებაში – ჰოდა ამოყო თავი ამ სიაში.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s