საუნდთრექების ოსტატი ანუ ვინ მეტყვის პირველი ქინგ-ქონგის სიმაღლეს?

Do you not know that King Kong the first was just three foot six inches tall? He only came up to Faye Wray’s belly button! If God could do the tricks that we can do he’d be a happy man!
Eli Cross, The Stunt Man

პოსტი ეძღვნება ყველას, ვისაც ჰოლივუდი არ უყვარს 🙂

stuntman არის ეგეთი ფილმი – The Stunt Man (“ტრიუკების ოსტატი”), ბევრს, ალბათ, არც გექნებათ ნანახი – 1980 წელს გადაიღო ამერიკელმა რეჟისორმა რიჩარდ რაშმა. შესანიშნავი ფილმია. საუკეთესო კინო კინოს შესახებ და არა მარტო. ამ ფილმის ნახვის შემდეგ ბიჭებს მილიციონერობა და კოსმონავტობა აღარ უნდოდათ და ყველა კინორეჟისორობაზე იწყებდა ფიქრს, გოგოები კი დარბაზს ფითერ ო’თულზე შეყვარებულები ტოვებდნენ.

ტრიუკების ოსტატში ორი რამაა მაგარი – ფითერ ო’თულის გენიალური თამაში და დომენიქ ფრონთიეს გენიალური მუსიკა – საუნდთრექების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საუნდთრექი.

კომპოზიტორი და ჯაზის აკორდეონისტი დომენიქ ფრონთიე (Dominic stuntman 3 Frontiere) 1931 წლის 17 ივნისს ქონექთიქუთის შტატის ქალაქ ნიუ-ჰეივენში დაიბადა.

პატარობიდანვე გატაცებული იყო მუსიკით და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავდა. 7 წლისამ საბოლოო არჩევანი აკორდეონზე შეაჩერა (მისი მასწავლებელი ლეგენდარული ჯო ბივიანო (Joseph Biviano) იყო) და 12 წლისამ უკვე ქარნეგი-ჰოლში გამართა კონცერტი.

1949 წელს ცნობილმა ამერიკელმა პიანისტმა და ბენდ-ლიდერმა ჰორას ჰეითმა (Horace Heidt) თავის ორკესტრში აიყვანა.

1952 წელს ლოს ანჯელესს მიაშურა, სადაც ქალიფორნიის უნივერსიტეტში (UCLA) განაგრძო სწავლა.

თანაქალაქელ ალფრედ ნიუმანთან (Alfred Newman) ნაცნობობა მისი ბედნიერი ბილეთი აღმოჩნდა ჰოლივუდში – ნიუმანი იმხანად “მე-20 საუკუნე ფოქსის” მუსიკალური დირექტორი იყო.

კინოკომპანიებთან თანამშრომლობის პარალელურად, დომენიქ ფრონთიე საკუთარ სიქსტეტთან ერთად ხშირად გამოდიოდა სცენაზე როგორც ჯაზის აკორდეონისტი. ის ძირითადად ე.წ. დასავლური სანაპიროს ჯაზსა (West-Cost Jazz – გრილი ჯაზის ერთგვარი სახესხვაობაა) და ჯაზ-პოპს ანიჭებდა უპირატესობას. ახლად დაარსებულმა Liberty Records-მა მისი 4 ჯაზური ალბომი ჩაწერა.

  • Liberty Records – 1955 წელს მევიოლინე საიმონ ვარონქერის (Simon Waronker) მიერ ჰოლივუდში დაფუძნებული ხმის ჩამწერი სტუდიაა, რომელსაც ჯაზის კლასიკად ქცეული ჩანაწერები აქვს გამოცემული, მათ შორის ჯული ლანდანის გენიალური Cry Me a River.

60-იანებიდან მოყოლებული, დომენიქ ფრონთიე ორიგინალურ მუსიკას ქმნის კინო და ტელე-ფილმებისთვის.

70-იანებში ის “ფარამაუნთის” მუსიკალური დირექტორადაც მუშაობდა.

80-იანებიდან ელექტრონულმა მუსიკამ, მუსიკის კომპიუტერულმა არანჟირებამ გაიტაცა.

1971 წელს მიღებული აქვს ემი (Swing Out, Sweet Land), 1981 წელს კი ოქროს გლობუსი (The Stunt Man).

ტრიუკების ოსტატი (1980) – მონრეალის კინოფესტივალის გრან-პრი, ნომინაცია ოქროს გლობუსზე, საუკეთესო ფილმი კინოფილმების რეცენზენტთა ეროვნული საბჭოს (National Board of Review of Motion Pictures) შეფასებით.

რეჟისორი და პროდიუსერი: რიჩარდ რაში (Richard Rush) – ნომინაცია ოსკარზე, ნომინაცია ოქროს გლობუსზე, ამერიკელ კინორეჟისორთა გილდიის (DGA) ნომინაცია საუკეთესო რეჟისურისთვის.

სცენარისტები: ლოურენს მარქუსი (Lawrence B. Marcus) და რიჩარდ რაში – ნომინაცია ოსკარზე, ნომინაცია ოქროს გლობუსზე, ნომინაცია ამერიკის მწერალთა გილდიის (WGA) პრიზზე.

როლებში: ფითერ ო’თული (Peter O’Toole) – ნომინაცია ოსკარზე, ნომინაცია ოქროს გლობუსზე, ფილმის კრიტიკოსთა ეროვნული საზოგადოების (NSFC) პრიზი, სთივ რაილსბექ (Steve Railsback) – ნომინაცია ოქროს გლობუსზე, ბარბარა ჰერში (Barbara Hershey).

ორიგინალური მუსიკა: დომენიქ ფრონთიე – ოქროს გლობუსი საუკეთესო მუსუკალური გაფორმებისთვის.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

12 thoughts on “საუნდთრექების ოსტატი ანუ ვინ მეტყვის პირველი ქინგ-ქონგის სიმაღლეს?”

  1. ძალიან კარგი პოსტები გაქვს,ინფორმატიული, საინტერესო და გემოვნეიანი.ქართული ნეტის თრენდისეთთერი ხარ 😉

    Like

  2. იმ ადამიანებს შორის, ვისაც პოსტი ეძღვნება ჩემი თავი აღმოვაჩინე :დ მე არ მიყვარს ჰოლივუდი (გამონაკლისების გარეშე)

    Like

    1. ფილმს ვუყურებ, საუნდთრექს შესაბამისად მოვუსმენ :დ
      და კიდევ შენც მოგისმენ ჭეშმარიტ ჰოლივუდზე თუ მესაუბრები 😀 საინტერესო იქნება ჭეშმარიტი ჰოლივუდის სახის დანახვა 🙂

      Like

  3. “ტრიუკების ოსტატი” ფრაგმენტულად მაქვს ნანახი, ადრე თან… და რატომღაც მახსოვს შთაბეჭდილება: უსიამოვნო გრძნობის განცდა ფილმის გმირთან მიმართ…

    Like

  4. არის ეგეთი ფილმი – The Stunt Man (“ტრიუკების ოსტატი”), ბევრს, ალბათ, არც გექნებათ ნანახი – 1980 წელს გადაიღო ამერიკელმა რეჟისორმა რიჩარდ რაშმა

    triukachi 😀
    mamachemis usakvarlesi filmi iko 😀

    Like

  5. მე მესაუბრეთ ჭეშმარიტ ჰოლივუდზე 🙂
    მაგრამ ჯერ ამ ფილმის გადმოწერა უნდა დავიწყო , ალბათ.
    Mes respects, monsieur.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: