სამი რჩევა ონლაინ შოფინგისთვის

online-shopping ონლაინ-შოფინგმა მსოფლიო დაიპყრო და მასთან ერთად საქართველოც.

ჩემი პირადი გამოცდილება სულ რაღაც წელიწად-ნახევარს მოიცავს, თუმცა მას, ვისაც ჩემზე ნაკლები სტაჟი აქვს, ერთი-ორი სასარგებლო რამ შემიძლია, რომ ვურჩიო.

1) გადახედეთ ონლაინ-მაღაზიების ჩამონათვალს (ამგვარი სიების ნაკლებობა მწირ ქართულ ვებ-სივრცეშიც კი არ იგრძნობა და ყველა იოლად მიაგნებს – დაგუგლე და გეშველებაო, ნათქვამია :)), შეარჩიეთ მათგან რამდენიმე (მინიმუმ 5 მაინც) თქვენთვის სავარაუდოდ ყველაზე საინტერესო და დარეგისტრირდით – ეს იმად არის საჭირო, რომ ყოველი ვიზიტის დროს მაღაზიამ გიცნოთ (პირველადი რეგისტრაციის დროს საკრედიტო ბარათის მონაცემების შეყვანა აუცილებელი არაა – ეს ყიდვისას დაგჭირდებათ).

რატომაა რეგისტრაცია კარგი?

ჯერ ერთი, ამით მაღაზიის მარკეტინგის დეპარტამენტს ეხმარებით, უკეთ გაიცნონ თავიანთი კლიენტურა 🙂 ჰოდა ამ დეპარტამენტშიც ადამიანები მუშაობენ და მათაც უნდათ პრემიის მიღება და კაი პური ჭამა… ამიტომ, შეუწყეთ ხელი – მადლია. 🙂

მეორეც, მას შემდეგ რაც ისინი თქვენს გემოვნებასა და სურვილებს კარგად შეისწავლიან – გაყიდვების ოფისი ი-მეილებით შეგეხმიანებათ ხოლმე – მოგაწვდიან ინფორმაციას ახალი საქონლის, სხვადასხვა აქციების და ფასდაკლებების შესახებ. ამერიკულ ფასდაკლებებზე ბალადებია დაწერილი – ეს ქვეყანა შოფინგის სამოთხეა და ნამდვილად გული დაგწყდებათ, თუკი რაღაც საქონელზე, რის ყიდვასაც კაი ხანია აპირებდით, 70%-იანი ფასდაკლება გამოცხადდა, თქვენ კი “გამაზეთ”.

ასე რომ, ჩემი რჩევაა – დარეგისტრირდით რამდენიმე ონლაინ-მაღაზიაში და ყურადღებით წაიკითხეთ ყველა წერილი, რომელსაც გამოგიგზავნიან.

2) იმისთვის, რომ მათგან მეტი სასარგებლო და ნაკლები უსარგებლო ი-მეილი მიიღოთ, შერჩეულ მაღაზიებს რეგისტრაციის შემდეგ კვირაში 1-2-ჯერ მაინც ესტუმრეთ. გადახედეთ იმ საქონელს, რომელიც სამომავლოდ დაგაინტერესებთ. გამოიყენეთ ვებ-გვერდის შიდა ძიება, საქონელი ეძებეთ ტიპისა და ბრენდების მიხედვითაც  – კლიენტის გემოვნების შესწავლას სისტემა ავტომატურად ახორციელებს და ასე თქვენ მას ეხმარებით, უკეთ “გაგიცნოთ” და უკეთ შეარჩიოს სათქვენო ინფორმაცია, რომელსაც მომავალში მოგაწვდით ხოლმე.

  • უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ ყველაზე იდეალურად Amazon მუშაობს. მაგალითად, ერთხელ, მეგობრის თხოვნით, რაღაც საქონელს ვეძებდი. ამის შემდეგ, Amazon ამ საქონელთან დაკავშირებული ინფორმაციის გზავნას აგრძელებდა, მაგრამ, რომ ნახა, რომ მას შემდეგ იმ საქონლით აღარ დავინტერესებულვარ, გარკვეული დროის შემდეგ – შეწყვიტა.

3) რა თქმა უნდა, უნდა დარეგისტრირდეთ იმ კონკრეტული ბრენდების ონლაინ-მაღაზიებში, რომელიც გაინტერესებთ, მაგრამ ჩემი რჩევაა, 2-3 Department Store (ე.წ. უნივერმაღი) დაიმატოთ. უკვე ნახსენები Amazon – ყველა შემთხვევაში და კიდევ რამდენიმე – გემოვნებით.

Neiman Marcus, Bluefly, Nordstrom, Bloomingdales

(თუმცა,  Bloomingdales-დან რამის შესაძენად ტელეფონით დამატებითი ავტორიზაციას გავლა მოგიწევთ. ცოტა, გართულებული პროცედურაა).

აი, სულ ესაა.

გისურვებთ წარმატებას და აკონტროლეთ თქვენი ჯიბე. 🙂
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:

ამაზონი გვაგდებს თუ კურიერი გვაბოლებს?

Advertisements

5 thoughts on “სამი რჩევა ონლაინ შოფინგისთვის

  1. დარეგისტრირებამ დამრუპა.მომდის მაცდური შეთავაზებები, პრომო კოდები და ფასდაკლებაზე ანონსები.შემდეგ თავს ვერ ვიკავებ და ვანიავებ ფულს 🙂

    Like

  2. რა შუაშია აქ , მაგრამ ვინმემ გამარკვიოს რატომ მაქვს 2 ბლოგი?

    http://pipainme.blogspot.com/
    http://me-pipa.blogspot.com/

    ერთი მეგონა დამებლოკა და მეორე გავხსენი, მერე აღმოჩნდა, რომ “ნაჩინკასავით’ დევს ერთი მეორეში.я лох?

    ბლოგროლშიც ვერ ჩავსვი, შესაბამისად я лох 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s