ერთი წელი ლილოს ბაზრობის გარეშე :)

bongiorni 2004 წლის  თოვლიან და სუსხიან… ან ეგებ, თუნდაც თბილ და უთოვლო… მაგრამ ნამდვილად მშვენიერ შობის საღამოს ამერიკელი ბიზნეს-ჟურნალისტი სარა ბონჯორნი (Sara Bongiorni) საჩუქრებს ათვალიერებდა და ძალიან კარგ ხასიათზე იყო (საჩუქრების დათვალიერება მართლა ძაან მაგარი გამოგონებაა)… ჰოდა, შესანიშნავ ხასიათზე რომ იყო და საჩუქრის ყუთებს ხსნიდა და ათვალიერებდა – აბა ერთი რა გვაჩუქეს ამ საშობაოდო, უეცრად ჩაფიქრდა, თუ რამდენი რამ იყო ამ საჩუქრებიდან  ჩინეთში დამზადებული… თავადაც გაოცდა – იმდენი.

ჰოდა, სარა ბონჯორნიმ გადაწყვიტა, დამდეგი წელი ჩინური ნივთების გარეშე გაეტარებინა. ვნახოთ ერთი, რა გამომივაო – ფიქრობდა. ბოლო-ბოლო, ლუიზიანაში ვცხოვრობ თუ გუან-ჯოუშიო? არადა, როგორც 2005 წელმა დაადასტურა, დიდი განსხვავება არ ყოფილა 🙂

მაგალითად – სარას მეუღლე ქევინს ჩხირკედელაობა უყვარდა და შვილისთვის სათამაშო ელექტრო-მობილის აწყობა მოინდომა… მაგრამ, მიკროსქემების უდიდესი მწარმოებელი – ჩინეთია… მიდი და ააწყე მიკროსქემის გარეშე ელექტრომობილი, თუ მაგარი ხარ… მისდა სასახელოდ, ქევინმა ეს შეძლო, თუმცა კი, დიდი ძებნა-წვალების ფასად.

მაგრამ, ეს არაფერი – ექსპერიმენტი ახალი წლის დღეებში (2005 წლის 1 იანვრს) დაიწყო და ახალი წლის დღეებში (2005 წლის 31 დეკემბერს) დასრულდა – და პირველი, რაც სარა ბონჯორნიმ აღმოაჩინა – არა-ჩინეთში დამზადებული სანთლების ყიდვა აშშ-ში, პრაქტიკულად, შეუძლებელი აღმოჩნდა. თითქმის შეუძლებელი იყო ისეთი ელექტროსაქონლის შეძენაც, რომელიც ჩინეთში არ იქნებოდა დამზადებული (არადა, ბედი არ გინდა, მაინცადამაინც ამ არა-ჩინურ წელიწადს გაუფუჭდათ ბლენდერი და ახლის ძებნა მოუწიათ),  ასევე, ბავშვის ფეხსაცმელი და, რაც მთავარია, – სათამაშოები – აქ თითქმის დაუძლეველ პრობლემას წააწყდნენ და საბრალო შვილი დანიური ლეგოს დიეტაზე დასვეს :).

ტანსაცმლის შემთხვევაში, მწარმოებელი ქვეყნების ცოტათი მეტი არჩევანი აღმოჩნდა, თუმცა კი, დაწყებული 10$ ზღვის ჩუსტებით დამთავრებული 250$ Chanel-ის ქურთუკით – იარლიყი “Made in China” სად აღარ იწონებდა თავს.

  • ისე, ახლა ეგ ჩემს ნაწერს ვერ წაიკითხავს, მით უფრო ხომ ქართულად, მაგრამ მაინც მინდა ვუთხრა – ძვირფასო სარა, Chanel-ის ქურთუკი 250$ სწორედ იმიტომ ღირს, რომ ჩინეთშია შეკერილი. საფრანგეთში რომაა შეკერილი, იმ ქურთუკებს შანელი 4x უფრო ძვირად ყიდის 🙂 და ეს მინიმუმ. ისიც, თუ ძალიან გაგიმართლა.

მაგრამ, მადლობა XXI საუკუნეს, ინტერნეტ-მაღაზიებსა და კავკასუს ონლაინს 🙂 – ყველა მსგავს შემთხვევაში, სარა ბონჯორნი საქონელს on-line ეძებდა და ყიდულობდა.

ამასთან, თუკი უზარმაზარ  მოლებში (სავაჭრო ცენტრებში) საქონლის უდიდესი ნაწილი ჩინური იყო, არა-ჩინურ საქონელს სარამ პატარა მაღაზიებში მიაკვლია, სადაც მანამდე არც კი შედიოდა… შედიოდა კი არა, მათი არსებობაც არ იცოდა. ასეთ მაღაზიებში მიაგნო, მაგალითად, ადგილობრივ ხელით ნაკეთ ნივთებს, მშვენიერ სათამაშოებს (ესეც – ლეგოს დიეტის დასასრული:))…

ერთი ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახის ჩინურ საქონელზე გამოცხადებული ერთწლიანი “ემბარგოს” შედეგები სარა ბონჯორნიმ თავის წიგნში შეაჯამა – “ერთი წელი ჩინური საქონლის გარეშე” (“A Year Without ‘Made in China’: One Family’s True Life Adventure in the Global Economy”).

– შეიძლება თუ არა, ჩინური საქონლის გარეშე ცხოვრება?

– შეიძლება, – პასუხობს სარა ბონჯორნი… მაგრამ ამისთვის თქვენ ძალიან, ძალიან, ძალიან მდიდარი უნდა იყოთ, ვინაიდან ჩინურ საქონელზე უარის თქმა ოჯახის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება (და ეს ძებნა-ძიებაში დახარჯული დროის გაუთვალისწინებლად).

My year without ‘Made in China’

P.S.

ახლა კი – მოდით, ჩავატაროთ ექსპერიმენტი ქართულად.

ერთი წელი ლილოს ბაზრობის საქონლის გარეშე 🙂

(მიუხედავად იმისა, ეს საქონელი ლილოს ბაზრობაზე იყიდება თუ “პრესტიჟულ” ბუტიკში :):))
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

9 thoughts on “ერთი წელი ლილოს ბაზრობის გარეშე :)”

  1. არ არსებობს ეგეთი წელიწადი … სავარაუდოდ 🙂
    მე პირადად ბავშვის ეტლის და მანქანის სავარძლის საძებნელად სწორედაც ლილოში ვიყავი
    მართალია ვერ ავარჩიე, უბანძესი “ტავარი” ქონდათ. მაგრამ რომ მეპოვა რამე ნოწონებადი ხომ ვიყიდდი 🙂

    Like

  2. ჩვენი ოჯახი ჯერ უჩნურო და ულილოო “ტავარზე” დგას და ყველაფერი ნორმალურადაა, ალბათ იმიტომ რომ ჯერ არცისე ბევრი *მადეინჩნა* რამეებია აქ / კიდე ლილოში სიარულის საჭროება არ არის ხოლმე რავი.. 🙂

    Like

  3. შენი პოსტები კარგი წასაკითხია. და კარგი ქართულით წერ, მაგრამ, ნუ მიწყენ და ეს ქალიფორნია და თექსასი რა უბედურებაა? 🙂

    Like

    1. ქალიფორნია და თექსასი რა უბედურებაა?

      უბედურება კი არა აშშ შტატებია. 😉

      პირველი არ ხარ, ვინც მაგ შენიშნვას გამოთქვამს. მაგრამ საკუთარ სახელებს ისეთი ფორმით ვწერ, რომ მაქსიმალურად ახლოს იყოს ორიგინალთან… ნუ რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

      Like

      1. lol 😀 ქალიფორნია და თექსასი 🙂 არადა მართლა ასე უფრო სწორია, ტეხასს და კალიფორნიას როდის ამბობენ ამერიკანცები

        Like

      2. რა ვიცი აბა, არადა ყველგან ასე წერია და ამბობენ და ჩვენც ეს გვგონია სწორი

        Like

      3. ასე მარტო მე ვწერ (მგონი), ამიტომ პოსტს რომ მპარავენ, იოლად ვპოულობ 🙂

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: