კიდევ ერთი დეტალი რითიც ხაზი უნდა გაუსვათ თქვენს მომხიბვლელობას და განუმეორებლობას.
ბევრი იფიქრეთ თუ ცოტა და დაუჯერეთ რეკლამას – სადაც ამბობდნენ რომ ეს არის: 100% მამაკაცურ, მიმზიდველი, გამოუცნობი, პროვოკაციული, მათრობელი, ამაღელვებელი, დახვეწილი და საოცრად სექსუალური არომატიც, რომლის წინაშეც ვერც ერთი ქალი ვერ გაუძლებს ცდუნებას. დ თქვენც წამოეგეთ ამ ანკესს და შეიძინეთ სწორედ ეს სუნამო.
არ შეიძლება…
არ გაბედოთ და არ შეიძინოთ სუნამო სანამ ერთხელ მაინც არ დაიპკურებთ მას კანზე და არ ნახავთ რა რეაქცია ექნება მას თქვენს კანთან ურთიერთობის შემდეგ. საქვეყნოდ ცნობილი ფაქტია რომ სხვადასხვა ტიპის კანზე დაპკურებისას, სხვადასხვა სუნამო ცოტა განსხვავებულ არომატებს წარმოშობს. და ეს ნალოლიავები და სუპერ გარეკლამებული სუნამო შენმა კანმა ისე შეიძლება აღიქვას, რომ გამვლელებიც კი შეწუხდნენ მისი სუნისგან.
მაგალითისთვის ვიტყვი რომ შარშან ჩემს მეუღლეს ვუყიდე 5 თუ 6 დასახელების სუნამო, ერთადერთი რაც მართლა ჭკუას მაკარგვინებდა მის კანზე მოხვედრის შენდეგ ეს იყო კლინიკის “HAPPY”. ასე რომ არ დაიზაროთ და აუცილებლად მოსინჯეთ კანზე სუნამო ყიდვამდე.
და კიდევ რამდენიმე რჩევა ჩემგან:
1. ალკოჰოლური სასმელების აღრევა რას იწვევს ყველამ კარგად იცის, ასევეა სუნამოებიც.. შეეცადეთ რომ სუნამოც და დეზედორანტიც გქონდეთ იგივე ან მსგავსი სუნის, თორემ მათი არევა ხანდახან არასასიამოვნო შედეგს იძლევა. თუ სიტყვაზე არ აქვს ადამიანს იმდნი ფული რომ ბოსის სუნამოსთან ბოსისავე ანტიპერსპერანტი იხმაროს, მაშინ გამოიყენეთ უსუნო დეზედორანტები, რომლებსაც აწერია: 100% fragrance free.
2. რაც შეეხება თვით სუნამოს შეძენის ადგილს: ერთი რამე დაიმახსოვრეთ რომ ის რაც იყიდება ბაზრობებზე და ყველა მეორე მაღაზიაში, არ არის სუნამო, ახლოსაც კი ვერ მივა ნამდვილ სუნამოსთან. ნამდვილი სუნამოები მხოლოდ ექსკლუზიურ მაღაზიებში ან უდიდეს სუპერმარკეტებში არსებობს, თავისივე მწარმოებლების მოთხოვნით. გარდა ამისა “Fალშივკა” ძალიან იოლად ამოიცნობა შეფუთვით და წარწერებით. ასევე ფასით, რადგან რაც არ უნდა იყოს სუნამო ფუფუნების საგნად ითვლება და 5 ლარად არ უნდა იყიდებოდეს.
3. არასოდეს არ იყიდოთ სუნამო რომელიც მეექვსე ან მის შემდეგია რომელიც დაყნოსეთ, დამიჯერეთ 2-3 მაქსიმუმ 4-5 სუნამოს შემდეგ ჩვენი ცხვირი სასტიკად იბნევა და ზუსტ არომატს არ გვაწვდის, სჯობს რამდენჯერმე მიხვიდეთ მაღაზიაში და მოსინჯოთ სუნები ან მაჯაზე ან კიდევ სპეციალურად ამისთვის არსებულ ბლოტერებზე. თუ იმ მაღაზიას სადაც სუნამოს ყიდულობთ არ აღმოაჩნდა ბლოტერები, შეგიძლიათ კარი გამოიხუროთ და აღარასოდეს მიხვიდეთ მათთან.
4. დაკვირვებული ადამიანი შენიშნავდა ბოლო წლებში გაჩენილ სუნამოებს “უნისეკს” რომლებიც თითქოსდა ჰომოსექსუალებისათვის იქმნება. მაგრამ სისულელეა ამის გამო ზოგიერთ ასეთ არომატზე უარის თქმა, ბევრ მათგანი მართლაც საოცარი სურნელებით გამოირჩევა. ხოლო რაც შეეხება თავად სუნების დაყოფას ქალებისა და კაცებისათვის, ეს ძალიან პირობითია და მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში მოხდა მათი დაყოფა. ძველ დროებში კი მიღებული იყო რომ სამეფო კარის წარჩინებული პირები იმავე სუნამოს იპკურებდნენ რასაც მათი საყვარელი ქალები. მე-19 საუკუნის დასაწყისში ნაპოლეონმა თავისი ქვეშევრდომი მამაკაცებისაგან მოითხოვა რომ მათ მხოლოდ საპნის სუნი ჰქონოდათ და არავითარი სუნამოების. არადა ამ დროს ნაპოლეონი ცნობილი იყო თავისი სუნამოების კოლექციით და დაახლოებით 2 ფლაკონს ცლიდა დღეში, ის ამ სუნამოს საბანაო წყალშიც კი ასხამდა, ფიქრობდა რა, რომ ეს სურნელოვანი სითხე ასტიმულირებდა ტვინს. ნაპოლეონის ფავორიტი იყო სწორედ ის ცნობილი “კელნის წყალი” რომლისგანაც შენდეგ წარმოიშვა სახელწოდება “ოდეკოლონი”.
5. აუცილებელია იცოდეთ: სუნამო უნდა დაისხათ აუცილებლად სუფთა და მშრალ კანზე. დასაბან კანზე სუნამო კანის სუნს მაინც ვერ დაფარავს და აუტანელი სუნი წარმოიქმნება. და ასევე არ არის რეკომენდირებული სველ კანზე დასხმა, იბანავეთ, კარგად გაიმშრალეთ კანი და ამის შმდეგ დაიპკურეთ სუნამო თუ დეზედორანტი.
6. დაიმახსვრეთ, სუნამოს ადგილი არ არის ტანსაცმელზე. სუნამო უშუალოდ კანზე ისხმება.
7. არ გადაამლაშოთ, არ არის სასურველი სახლიდან გასვლისას მთელი ფლაკონის დაცლა чтобы на целый день хватило.
ალბათ საკმარისია ამდენი რჩევების სმენა, უკვე დროა თვალი გადაავლოთ კიდევ ერთხელ პუნქტებს, დაიმახსოვროთ და გამოიყენოთ ეს ყველაფერი პრაქტიკაში. დასასრულისთვის კი გეტყოდით რომ, ნებისმიერი ადამიანისათვის სასურველია იქონიოს მინიმუმ 2 ფლაკონი სუნამო, ერთი მსუბუქი და უპრეტენზიო სუნით სამსახურისათვის და მეორე უფრო რომანტიული და გამომწვევი პირადი ცხოვრებისათვის.
ყველა წესი და კანონი იმისათვის არსებობს რომ ისინი დაირღვეს, ამიტომ თქვენც შესაბამისად შეგიძლიათ სურდოიანი მიხვიდეთ სუნამოს ასარჩევად, იყიდოთ აბსოლუტურად არასასიამოვნო თქვენთვის სუნამო საოცარ ფასად და დაისხათ ის ფეხსაცმელებზე :D. მაგრამ არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის დარღვევა არავის ეპატიება ……………………………
არასოდეს გააკრიტიკოთ სუნამო რომელიც “მან” იყიდა !!!
© Taa for Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ეს პირველი გესთ-პოსტია ჩემს ბლოგზე. მისი ავტორია თაა, ბლოგერი, რომლის ბლოგიც ძალიან გავს ჩემსას (და ჩემი ბლოგი გავს მისას)… როდესაც მისი ბლოგი აღმოვაჩინე, მახსოვს ვუთხარი, ეს ჩემი ბლოგის female-ანარეკლია-თქო. 🙂
უბრალოდ აიღეთ და ტუალეტში ჩაღვარეთ.
LikeLike
mdaaaaaaaaaaaaaa
gabede aba da naxav rac mogiva 😀 😀 😀
LikeLike
თათა მე ისე მიყვარს მამაკაცის გრილი სუნამოები რომ მზად ვარ უარი ვთქვა ქალის სუნამოზე და გიოს მოვპარო ხოლმე 🙂
LikeLike
სასარგებლო პოსტია! 🙂
LikeLike
au kacis suni mominda bl : D
LikeLike
magrad miyvars sunamoebi, ganakutrebit Lacoste – pour Homme… magram saqartveloshi sad viyido ar viciii((( amerikidan vagzavninebxolme xshirxshirad aq versad vnaxe… ((
LikeLike
Lacoste თუ გინდა – მაგას აწარმოებს პროქთერ ენდ გემბლი, P&G პარფიუმერიის დისტრიბუტორი საქართველოში კი – ვულევუა. ასე რომ მაგათ უნდა მიაკითხო.
ისე, რავი ჩემნაირი ლაკოსტომანი თუა კიდე ვინმე ჩვენს ქალაქში არ ვიცი. სათვალეც კი ლაკოსტისა მაქვს, მარა… აი მაგათ for men-ებს ვერ შევეგუე რაღაც. მწვანე და წითელი რო იყო ორივე ისეთი მძაფრი იყო რომ 100 მეტრში დააგდებდა ადამიანს 🙂 მწვანე არც არომატად ვარგოდა.
თუმცა, Style of Skin როგორ “ყარს” არ ვიცი 🙂 http://www.lacoste-parfums.com/mens-fragrances/lacoste-pour-homme/scent/ შეიძლება კაიც იყოს…
ვცადო ვითომ?
LikeLike
Gio
me piradad LUTECIA -s vendobi 🙂
LikeLike
თითქმის არ გავს თქვენი ბლოგები ერთმანეთს, ჩემი აზრით.
მიკვირს რომ გაგიჩნდა ეგეთი შეხედულება.
და ეს რა მაგარი პოსტი ჰქონია გამომცხვარი ამ ჩვენს თათალინას, აქამდე როგორ არ წავიკიტხე.. საერთოდ შენი ბლოგის გესტ-პოსტები ყველა ერთმანეთზე უკეთესია, ნუ ჩემსას არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა, დანარჩენებს.
LikeLike
ადრე გავდა 🙂
თაას ის ბლოგი აღარ არსებობს და ჩემი ბლოგიც შეიცვალა მას შემდეგ.
LikeLike
მომეწონა პოსტი. ახალ სუნამოებზე არ დაწერთ?
LikeLike
ეს პოსტი ჩემი დაწერილი არაა და ავტორის ბლოგზე ბევრი პოსტია სუნამოებზე. http://taa.ge
ამ ბლოგზეც არის ერთი-ორი ჩემი პოსტი.
https://stylishblog.net/tag/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D/
LikeLike
თაა მადლობა კარგი პოსტისთვის, საკმაოდ არასტანდარტული მიდგომა გაქვთ. შეგიძლიათ დამეხმაროთ ბლოგზე. მე მალხაზი მქვია, 14 წელია ფრანგ პარფიუმერებთან ვმუშაობ და ახლა ექსკლუზიური სუნამოებისა და კოსმეტიკის ონლაინ მაღაზიას ვაკეთებ. თქვენი ნიჭი კაკ რაზ დასაფასებელია, რასაც გავაკეთებ კიდეც. წინასწარ გმადლობთ და წარმატებებს გისურვებთ!
LikeLike