ეს რა ტრაკში ვართო – ფრაზა დღეს ძალიან პოპულარული გახდა. ვისაც არ უნდა ჰკითხო – ეს რა ტრაკში ვართო – იტყვის.
აი, კორეელი სიმ ჯაე-დუკი კი ტრაკში არა და ტუალეტში კი ცხოვრობს.
სახლი-ტუალეტი მან სეულიდან 40 კმ-ში ქალაქ სუვეონში ააშენა. ის 2-სართულიანია, 419 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და 1,6 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
მისი მფლობელი მსოფლიო ტუალეტების ასოციაციის პრეზიდენტია. ეს ასოციაცია მიზნად ისახავს ღარიბი ქვეყნების დახმარებას – სადაც ხალხი უსახსრობის გამო მძიმე სანიტარულ პირობებში ცხოვრობს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ღვთისნიერი კორეელი კაცი ცხოვრობს ტუალეტში, რათა დაეხმაროს იმათ, ვინც ტრაკში ცხოვრობენ. 🙂
ფეხსაცმლის გამყიდველი მალონ ჰაინსი კი, რა გასაკვირია და, ფეხსაცმელში დასახლდა. 5-სართულიანი სახლი-ფეხსაცმელი მან 1948 წელს ფენსილვანიის ქალაქ ჰალამში ააშენა. მეტიც, თავისი ძაღლისთვისაც კი ფეხსაცმლის ფორმის ჯიხური ჩადგა ეზოში 🙂
ბალტიის ზღვის გერმანულ კუნძულ უზედომზე პოლონური წარმოშობის არქიტექტორებმა სებასტიან მიკიჩუკმა და კლაუდიუშ გოლოსმა სახლი თავის ოთახებიანა ამოაყირავეს. გიმნასტების ოჯახისთვის ასეთ სახლში ცხოვრება – მისწრებაა 🙂
ამერიკელი არქიტექტორი ბრაიან ბერგი (რომელიც ბანქოს ქაღალდისგან სახლების შენების სპეციალისტია) Holiday Inn-მა თავისი ნიუ იორქის The Key Card Hotel-ის დიზაინერად მიიწვია. Key Card – არის კარის ელექტრონული გასაღები (საზღვარგარეთ ყოფნისას სასტუმროებში გისარგებლიათ ალბათ), ჰოდა, ბერგმა სასტუმროს ჰოლი, ნომრები და სააბაზანო ოთახიც კი ამგვარი ბარათებით მორთო. მისგან დაამზადა მთელი ავეჯიც.
სულ, როგორც დათვალეს, 200’000 ბარათი გამოუყენებია (თუმცა, მე პირადად, მეცოტავება… ანგარიში აერიათ, მგონი).
ისე, თქვენი არ ვიცი და, რაღაც ძაან დეპრესიულია… მაგ სასტუმროში რომ მომიწიოს გაჩერება, მგონი, ჭკუიდან გადავალ. 🙂
უელსელი საიმონ დეილი ჰობითის სახლში ცხოვრობს. როგორც ნამდვილ ჰობითს შეეფერება, მან საკუთარი სახლი საკუთარი ხელით ააგო (ცოტა ოჯახის წევრები და მეგობრებიც დაეხმარნენ) და – მხოლოდ ბუნებრივი მასალისგან (ხე, ქვა, ტალახი).
ეს კი თავად ჩვენი დროის ჰობითია ცოლ-შვილთან ერთად.
თოლქიენს ბევრი ფანი ყავს მსოფლიოში, ამდენად ჰობითური სახლებიც არა ერთია.
არქიტექტორმა ფითერ არჩერმა ფენსილვანიის ქალაქ უესთ ჩესთერიდან ერთ-ერთ კლიენტს ჰობითის ვილა აუშენა.
რა თქმა უნდა, არჩერის ვერსია უფრო პროფესიონალურადაა შესრულებული და უფრო კომფორტულადაც გამოიყურება, მაგრამ დეილის სახლი ბევრად უფრო ჰობითურია. ვფიქრობ, თავად JRR-ს ის უფრო მოეწონებოდა.
გაერთიანებული სამეფოს საგრაფო ნორსამბერლენდის ჰერცოგის დაკვეთით, შოტლანდიურმა კომპანიამ Treehouse Co.-მ, რომელიც ხის სახლების მშენებლობითაა დაკავებული, პირდაპირ ხის კნწეროებზე წამოჭიმა უზარმაზარი კომპლექსი რესტორნით, სასკოლო ოთახებით, მაღაზიით…
ეს სასახლე მდებარეობს ე.წ. ენიქის ბაღში (დაახლოებით ჩვენებური ბოტანიკური ბაღის მსგავსია), რომელიც საგრაფოს ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა და დასასვენებელი ადგილია.
ისე, ამგვარი ხის კენწეროზე შემოდგმული სახლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უამრავია, ჰოდა, მიდი და ამტკიცე ამის შედეგ, რომ მაიმუნიდან არ ვართ წარმოშობილნი. 🙂
აი, ლიტველმა ბიზნესმენებმა კი გადაწყვიტეს, თავი დიდად არ ემტვრიათ იმაზე ფიქრით, ფული სად ვიშოვნოთო და პირდაპირ ბანკნოტში შესახლდნენ.
ეს 10-სართულიანი საოფისე-ცენტრი 1000 ლიტის ფორმისაა და კაუნასშია აშენებული.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ყველაზე მეტად ხის სახლი მომეწონა :user:
LikeLike
შენი კომენტარი მე-100 საიუბილეო ყოფილა ამ ბლოგზე 🙂
LikeLike
absoluturad dageTanxmebi baratebiT mockobili sastumros shesaxeb 🙂 verc me gavzlebdi eget sashinel interiershi
LikeLike
sainteresi iyo. .. ai, saxl-fexsacmels rac sheexeba 5 sartulianis araferi etyoba..
LikeLike
დეილის სახლი მიყვარს ძალიან მე
LikeLike
xis saxli momewona : X saintereso iyo : X
LikeLike
აკრობატების სახლმა დამაბნია. როგორ ცხოვრობენ?
ყველაზე ძალინა ტუალეტი მომეწონა და ლიტის ფორმის ოფისი 🙂
LikeLike
არც არანაირად.
ეგ სახლი უბრალოდ მაგ არქიტექტორების და სამშენებლო კომპანიის სარეკლამო ტრიუკი იყო.
ისე ეგ ტუალეტი მიზანში სავარჯიშოდაა კარგი 🙂
LikeLike
ვაიმე რა საინტერესოა =))))))) ჰობითის სახლი მომეწონა ძალიან ადრე მაქვს ნანახი სადღაც =)) სიამოვნებით ვიცხოვრებდი =))))) ჰერცოგის დაკვეთით დამზადებული სახლიც ძალიან მომეწონა მაგრამ აი მანდ ვერ ვიცხოვრებდი ისევე როგორც შენ გგრუზავს ის ბარათებით მორთული ოთახი ისე მე ეგეთი დიდი სახლები =)))))) ნუ დანარჩენებზე კომენტარს არ ვაკეთებ =))))))
LikeLike
ჰობიტის სახლი მომეწონა :-S ძალიან :-S
LikeLike
ჰობიტის სახლში ვიცხოვრებდი, ოღონდ ყაზბეგში რომ მქონოდა 🙂 ვერ წარმომიდგენია ასეთ გარემოში იცხოვრო და არ იყო ბედნიერი!
LikeLike