ჯინსები და თანამედროვე დრეს-კოდი

pic.php ჟურნალისტმა ქრისთინა ბინქლიმ, რომელიც Wall Street Journal-ში წერს მოდის შესახებ, კარგი წერილი გამოაქვეყნა ჯინსების შესახებ.

იყო დრო (და არც ძალიან დიდი ხნის წინ), როდესაც პოლიტიკოსისა თუ ბიზნეს-პერსონის საჯაროდ ჯინსებში გამოჩენა წარმოუდგენელ უტაქტობად და თანამოსაუბრის მასხრად აგდებად თუ აღიქმებოდა, მაგრამ დღეს ჯინსმა მტკიცე ნაბიჯით შეაბიჯა პრეზიდენტებისა და პრემიერების სასახლეებში, ოფისებსა და კომპანიების ხელმძღვანელთა კაბინეტებში.

ჯინსი მოდურია. კარგია. მოსახერხებელია, გარდა მაგისა, თუკი ჯინსი დანარჩენ ტანსაცმელთან კარგადაა შეხამებული, მას ბევრი რამის თქმა შეუძლია.

ჯერ ერთი, გვიჩვენებს, რომ მისი მფლობელი თანამედროვე და საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნებაა.

მეორეც, ჯინსი გვეუბნება იმას, რომ მისი მფლობელი აზიზი ვინმე არაა და, თუ საქმემ მოითხოვა, ხელების (უფრო ზუსტად კი შარვლის ტოტების) აკაპიწება და თავდაუზოგი შრომაც შეუძლია.

ამასთან, ჯინსს კვლავ მოჰყვება ის ძველი, “მემაბოხის” ლეგენდარული აურა.

თუკი ადრე ჯინსებს უფრო ახალგაზრდა მენეჯერები იცვამდნენ, დღეს მას “გემო” ასაკოვანმა ხელმძღვანელებმაც გაუგეს.

Saks Fifth Avenue-ს მამაკაცის მოდის დეპარტამენტის დირექტორი ერიქ ჯენინგსი PJ-AS244_style__G_20091028165824 გვირჩევს, რომ ჯინსის ბიზნეს- შარვალი უნდა იყოს მუქი ფერისა და სწორი – მეტალ-ასხმული, “გამოხარშული”, დახვრეტილი, ამოქარგული და მოკლე ჯინსი არ გამოგვადგება. ამასთან, ისე არ უნდა გამოვიყურებოდეთ, თითქოს, მისი ჩაცმა ბოლო მომენტში გადავწყვიტეთ – თუკი ჯინსს ვირჩევთ, როგორც ბიზნეს-ტანსაცმელს, მისი გემოვნებით შეხამება გვმართებს შესაფერის კარგი ხარისხის პერნაგსა და ფეხსაცმელთან.

352172316_fef2f308d2 ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ფინანსურ სექტორსა და იურიდიულ ფირმებში ჯინსი კვლავ აკრძალვის ქვეშაა – ფული და კანონები ფრთხილ, კონსერვატიულ და ცივსისხლიან მიდგომას მოითხოვს და თანამედროვე, ბუნტარული იმიჯის მქონე ბანკირმა თუ ადვოკატმა, დიდი შანსია, კლიენტი ეჭვით განაწყოს და დააფრთხოს. სამაგიეროდ, მედია და ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ჯინსი – სწორედაც რომ თანამედროვე დრეს-კოდია.

ჩაიცვათ თუ არა ჯინსი ოფისსა თუ საქმიანი შეხვედრის დროს? პასუხი მარტივია – თუკი თქვენ ესეთი კითხვა გიჩნდებათ, ესე იგი – არ უნდა ჩაიცვათ. ამ შემთხვევაშიც იგივე ლოგიკა მუშაობს, რაც ე.წ. პრესტიჟულ ბუტიკებში – თუკი საქონლის ფასს კითხულობთ – გამოდის, რომ მისი ყიდვა არ შეგიძლიათ, – წერს ქრისთინა ბინქლი.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
ასევე:
501 – ლეგენდა, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს

რა გვაჩუქა ამერიკამ?

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

6 thoughts on “ჯინსები და თანამედროვე დრეს-კოდი”

  1. ბანკირების და პოლიტიკოსების არ ვიცი მაგრამ ჯინსებში გამოწყობილი ლექტორები და მასწავლებლები ყოველთვის დადებითად განმაწყობდნენ მათ მიმართ და ვთვლიდი რომ თანამედროვე ადამიანები იყვნენ მიუხედავად მათი სოლიდური ასაკისა:)

    Like

  2. საინტერესო სტატია იყო. გმადლობ 🙂 იცი, მართალი ხარ! ალბათ, ჯინსი უნდა ჩაიცვა თუ არა დამოკიდებულია იმაზე თუ სად მუშაობ და ასევე, შენ შინაგან განწყობაზე.

    ამასთან, ვფიქრობ, თუკი შეგიძლია ჯინსი საქმიან იმიჯს შეუსაბამო, ძალიან თავდაჯერებული უნდა იყო:)

    Like

  3. კარგი, ხარისხიანი ჯინსი უნივერსალურია, თუმცა თბილისში საკმაოდ რთულად მოსაპოვებელი, ჰოდა დავდივარ უჯინსოდ.. ძველები მომბეზრდა ძალიან

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: