შოკოლადი ძალიან მიყვარს… თუმცა, ვის არ უყვარს…
შოკოლადი იმასაც კი უყვარს, ვისაც ჰგონია – რომ არ უყვარს… 🙂
საყოველთაოდ გავრცელებული აზრია, რომ შვეიცარული და ბელგიური შოკოლადი საუკეთესოა. ეს, ალბათ, მართლაც ასეა, მაგრამ ახლა გერმანულ შოკოლადზე მინდა დავწერო. მას Ritter SPORT (“რიტერ სპორტი”) ჰქვია.
ერთი იმიტომ, რომ Ritter SPORT მართლაც ძალიან გემრიელია.
მეორეც იმიტომ, რომ ეს არცთუ ისე დიდი ფირმა მარკეტინგის საოცრებებს ავლენს და წარმატებით უწევს კონკურენციას ბაზრის გიგანტებს.
მესამეც იმიტომ, რომ, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი მამაცი უნდა იყო, ლუდის ქვეყანაში შოკოლადით გადაწყვიტო, გაითქვა სახელი? 🙂
Ritter SPORT-ს აგერ უკვე ლამის ერთი საუკუნეა რიტერების ოჯახი აწარმოებს. კომპანია Alfred Ritter Cannstatt 1912 წელს ქალაქ ბან კანშტატში (დღეს – შტუტგარტის რაიონია) დააფუძნა ალფრედ ოიგენ რიტერმა (Alfred Eugen Ritter) თავის მეუღლე კლარასთან ერთად. კომპანია სტაბილურად იზრდებოდა და ვითარდებოდა და 1930 წელს, წარმოების მოთხოვნის შესაბამისად გაფართოების მიზნით, ალფრედ რიტერმა ის ქალაქ ვალდენბუხში გადაიტანა.
მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, Alfred Ritter Cannstatt ჯერ ისევ იყო ერთი ტრადიციული და ბევრი არაფრით გამორჩეული ევროპული წარმოება. ის, რამაც კომპანიას უნიკალური ადგილი აპოვნინა, კლარა რიტერის იდეა გახლდათ – გამოეშვათ შოკოლადი, რომელიც იქნებოდა იმ ზომის, რომ ნებისმიერი სპორტული ქურთუკის ჯიბეში მოთავსებულიყო, საკმარისად მტკიცე, რომ არ დაფშვნილიყო ან დამდნარიყო და საკმარისად მჩატე, რომ ჯიბე არ დაემძიმებინა. ასე დაიბადა 1932 წელს სახელგანთქმული შოკოლადის კვადრატული ფილა – “რიტერის სპორტული შოკოლადი” (Ritter’s Sport Schokolade).
- ეს ნამდვილად ჰგავს კონცეფციას, რომლითაც დღეს კორპორაცია Mars Inc. სნიკერსის რეკლამირებას ახდენს – “თუ დაიღალე – წაუსნიკერსე”, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი სარეკლამო კამპანია რიტერებს არ უწარმოებიათ.
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში წარმოება გაჩერებული იყო, მაგრამ 1946 წლიდან მან მუშაობა განაახლა. ბუნებრივია, ეს მძიმე პერიოდი იყო, ადამიანებს უჭირდათ, მყიდველთა რაოდენობა შემცირებული იყო, ამასთან, კაკაოთი წარმოების უწყვეტი მომარაგებაც ვერ ხერხდებოდა, მაგრამ კარლ რიტერი სამართლიანად მიიჩნევდა, რომ კომპანიის ხანგრძლივი დროით გაჩერება მას ბაზარს დააკარგვინებდა და მან კაკაოს გარეშე საკონდიტრო ნაწარმის დამზადების გადაწყვეტილება მიიღო. მხოლოდ 1950 წლიდან გახდა შესაძლებელი პროდუქციის ჩვეულ ასორტიმენტთან დაბრუნება.
1952 წელს, კარლ რიტერის გარდაცვალების შემდეგ, კომპანიას სათავეში მისი ვაჟი – ალფრედ ოტო რიტერი ჩაუდგა. მისი მარკეტინგული სტრატეგია მთლიანად კომპანიის ყველაზე ცნობადი და უნიკალური პროდუქტის – შოკოლადის კვადრატული ფილის ირგვლივ აიგო. 1960 წელს მან შემოიტანა პრიალა ცელოფნის შეფუთვა სტილიზებული წარწერით Ritter SPORT. 1970 წელს დაიბადა იოლად დასამახსოვრებელი შესანიშნავი სარეკლამო სლოგანი: Quadratisch. Praktisch. Gut. (კვადრატული. პრაქტიკული. კარგი.). 1974 წლიდან კი ამ ყველაფერს ფერთა გამაც დაემატა – კვადრატულმა ფილებმა თავისი უნიკალური ფერისა და გაფორმების შეფუთვა შეიძინეს – ამიერიდან სხვადასხვა შემადგენლობისა და რეცეპტურის Ritter SPORT არამხოლოდ გემოთი, არამედ შეფუთვითაც განირჩეოდა. დაბოლოს, 1976 წელს დადგა კიდევ ერთი რევოლუციური ცვლილების დრო – აქედან მოყოლებული Ritter SPORT-ის შეუთვა სულ იოლად – შოკოლადის ფილის შუაში გადატეხვით იხსნება.
ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა მთავარს – Ritter SPORT ექცია უნიკალურ, ყველასაგან გამორჩეულ და განსაკუთრებულ პროდუქტად და ეს მიზანი მიღწეულ იქნა – კომპანია 100 გრამიანი შოკოლადის ფილის ბაზრის 22% ფლობს, მისი გაყიდვები სამას მილიონ ევროს აღწევს და მისი პროდუქცია მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნის სუპერმარკეტების დახლებზეა წარმოდგენილი – მათ შორისაა, საქართველოც. 🙂
გარდა 100 გრამიანი შოკოლადისა, კომპანია აწარმოებს აგრეთვე მინი (16.5 გრამიან) და მაქსი (250 გრამიან) ფილებსაც.
თავისი პროდუქციის მარკეტირებას კომპანია ეწევა სლოგანით: “მაღალი ფასი – მაღალი ხარისხისთვის” და წარმატებით უწევს კონკურენციას ევროპული თუ მსოფლიო ბაზრის სხვა მოთამაშეებს.
გერმანიის ბაზარზე ბრენდის ცნობადობა 95% აღწევს.
კომპანია, რომელსაც დღეს Alfred Ritter GmbH & Co. KG ეწოდება და ქალაქ ვალდენბუხის ამჟამად უკვე კარლ რიტერის სახელობის ქუჩაზე მდებარეობს, კვლავ ოჯახის ხელში რჩება – მას დამფუძნებლის შვილიშვილები ალფრედ თეოდორ რიტერი და მარლი ჰოფე-რიტერი ფლობენ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
ME MIKVAS RITTER SPORT
GOODWILL-SHI ISE AR SHEVDIVAR 1 CALI MAINC ROM AR GAMOVAKOLO XELS 🙂
LikeLike
ჰო, სანამ წავალ… ფანტასტიური სტატიაა.
რიქტერი არ გამისინჯავს. მე უფრო როზალის ვეტანები. ხვალვე გავსინჯავ. ქუთაისს დიდზე დიდი პოპული აქვს და იქ. ან გუდვილში, თუ დილით ღიას მივაგნებ.
LikeLike
აუ მე კიდე არ მიწამია ეგ ლოლ :]]]]]
უნდა გავსინჯო ერტი ტორე ზაან დამაინტერესაა :პპპ
მატლა გემრიელი პოსტი იყო , მადლობელი :]]]
LikeLike
ჩემი საყვარელი შოკოლადია.
გავაფრინე, როცა დასავლეთ ბერლინში 79 ცენტად აღმოვაჩინე, როცა აღმოსავლეთში 89 ცენტად ვყიდულობ ხოლმე და წარმოიდგინეთ, რამხელა ტრავმაა კაპიტალისტურ ქვეყანაში 10 ცენტის დაკარგვა 🙂
უგემრიელესია, იმდენნაირია აქ, არ ვიცი, რომელი ავარჩიო ხოლმე.
Long live RITTER!!!
LikeLike
მე რამდენად ვყიდულობ პოპულიში ეგ მკითხე აბა 🙂
LikeLike
Ritter SPORT miyvars : X
LikeLike
არ გამისინჯავს თუმცა ყოველთვის თვალში მეჩხირება ხოლმე. ისე მიყვარს სქელი , მთლიანი თხილიანი შოკოლადები. 😐
LikeLike
ჰო whole nut ყველაზე მაგარი შოკოლადებია.
ლუდი ასაჰი ნაყვარება შენ? 🙂
LikeLike
ეს შოკოლადი აქ იყიდება? :პირიღია: :ვერ დავმუწავ:
ვუავ, ნესტლეს, ალპენ გოლდის და სხვათა ისიც და ესეც… წავედი დედაჩემს შევუკვეთო 😀 🙂
LikeLike
პოპულიში რომ გამოდიხარ სალაროებთან ყოველთვის მაგათი თაროა, რომ არ დაგავიწყდეს 🙂
LikeLike
ვნახეი, 2 ლარი ღირს :ქრაი:
LikeLike
5
LikeLike
ხუთი ლარი? რა ღორობაა… რა კარგი რაღაცები მივარდება თურმე ყბაში ხანდახან და როგორ ვერ ვაფასებ 🙂
LikeLike