არის ეგეთი ადამიანი – კარაკალა…
არა, ის ნაგიჟარი რომაელი იმპერატორი კი არა, აბანოებით რომაა ცნობილი, არამედ, ფრანგი ჟურნალისტი და მწერალი ქალი – ლორანს კარაკალა (Laurence Caracalla), რომელმაც გამოსცა წიგნი “ოფისში კარგი ქცევის რვეული” (Le carnet du savoir-vivre au bureau).
თუ კარგ ოფისში გსურთ მუშაობა, საკუთარ ჩაცმულობას, ქცევას და საუბარს უნდა დაუკვირდეთ და ზოგჯერ ენაზე კბილის დაჭერაც უნდა ისწავლოთო, – გვირჩევს ავტორი.
მისი აზრით:
როგორი გრძელი და დამღლელი სამუშაო დღეც არ უნდა შეგხვდეთ, საღამოს ისე კარგად, მხნედ და მოწესრიგებულად უნდა გამოიყურებოდეთ, თითქოს კარგად გამოიძინეთ და დილის აბაზანაც ეს-ესაა მიიღეთ.
ოფისში წასვლის წინ, ადამიანმა მისი ოჯახური თავის ტკივილები შინ უნდა დატოვოს და პირად პრობლემებზე კოლეგებთან წუწუნს უნდა მოერიდოს.
21-ე საუკუნეში ფულზე საუბარი ისეთივე ტაბუა, როგორც ვიქტორიანულ ინგლისში სექსი იყო, ამიტომ, არასდროს არვის ჰკითხოთ, რა ხელფასი აქვს და თქვენც ნურავისთან დაიწუწუნებთ ან მოიწონებთ თავს თქვენი შემოსავლებით.
ოფისის ტელეფონიდან მეგობრებთან ტლიკინს კარგი არაფერი მოსდევს, თუ მაინცადამაინც – SMS დაიხმარეთ, ხოლო მეუღლე იქნება თუ საყვარელი, პაემანს მაინცადამაინც სამსახურის პირდაპირ რომ კაფეა – იქ ნუ დაუნიშნავთ, ცოტა შორს წაბრძანდით.
არასოდეს მისცეთ თავს უფლება, ოფისში წახვიდეთ დაუუთოებული პერანგით, ცუდად გადაკეცილი საყელოთი, იაფფასიანი პარფიუმდასხმული და დათხვრილი ფეხსაცმელებით.
ადამიანი უნდა იღიმოდეს და სასიამოვნო არომატი ასდიოდეს, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ექსტრავაგანტული და მძაფრი პარფიუმით თვითგამოხატვა – არასამუშაო საათებისთვის უნდა შემოინახოთ. ქალები, ამის გარდა, ოფისში უნდა მოერიდონ ძალიან დიდი ზომის სამკაულებით ჟღარუნსა და ბრჭყვიალს.
რაც შეეხება საკვებს – მაინცადამაინც დილით ხაშმირთმეული ოფისში წასვლა არ ვარგა (კარაკალას ხამანწკები უწერია, ჩვენთვის – ხაში & Co. უფრო აქტუალურია :))
ლანჩზე თუ სადილობისას ისაუბრეთ სიახლეებზე, კინოზე, სპორტზე, მაგრამ თქვენი შვილის სკოლის ატესტატზე საუბარი სრულიად უადგილო იქნება. კორპორატიულ საღამოებზე განსაკუთრებით აკონტროლეთ თავი, თუ რამდენს სვამთ და მოერიდეთ კოლეგებს, რომელნიც ფეხზე ვეღარ დგანან.
გამარჯობას და ღიმილს ნურავის “მოუჟოშკავთ” და არა მხოლოდ მათ, ვისაც იცნობთ, არამედ ყველას, ვისთან ერთადაც ერთ შენობაში მუშაობთ და თუნდაც, ლიფტში დაემგზავრებით.
როგორ უნდა მიესალმოს მამაკაცი ქალს? რა თქმა უნდა – კოცნით, მაგრამ თუკი მას უკვე იცნობს (სხვათა შორის, ფრანგი კაცები და ქალები ერთმანეთს ორივე ლოყაზე კოცნიან – ჰოდა, კარგი წესია ეს 🙂 მარცხენა ლოყაზე რომ გაკოცებენ, მარჯვენაც მიუშვირეო). იყავით თავაზიანნი, მაგრამ ზედმეტი ფამილარულობის გარეშე.
ლორანს კარაკალას აზრით, ფლირტისა და, მით უფრო, სერიოზული გატაცებისთვის ოფისი უხეირო ადგილია. სტატისტიკა გულცივია – სამსახურებრივ რომანთა უდიდესი ნაწილი მთავრდება გატეხილი გულებითა და ცრემლებით, – წერს ავტორი.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
gadavxede da kvela kriteriums vakmakofileb garda ertisa:
როგორი გრძელი და დამღლელი სამუშაო დღეც არ უნდა შეგხვდეთ, საღამოს ისე კარგად, მხნედ და მოწესრიგებულად უნდა გამოიყურებოდეთ, თითქოს კარგად გამოიძინეთ და დილის აბაზანაც ეს-ესაა მიიღეთ.
kovelTvis vcdilob sagamos vigimebode da ar mqondes daglili ieri, magram mTlad axal abazanamigebuls da kargad gamozinebuls namdvilad ver vgavar.
Tan imis gatvaliscinebit rom bavshvis gadamkide seriozuli uzilobit gamovirchevi 🙂
LikeLike
vetaxmebi sruliad 🙂
LikeLike
დრესს-კოდზე დაწვრილებით არაფერს ამბობს მადამ კარაკალა?
ისე, თუ დააკვირდებით, ყველა პუნქტი ქართული ოფისების ტკივილია და ყველგან პრობლემა გვაქვს. ზოგადად, რა თქმა უნდა.. გამონაკლისებიც არსებობს საბედნიეროდ.
LikeLike
ვაიჰ, ვაპირებდი დამეწერა კარაკალას თერმები და არა ქარაქალა–თქო, მაგრამ კაპუჩინომ დამასწრო 🙂
ვეთანხმები ფრანგ ქალბატონს. აქამდე ეგ ჩამონათვალი დაუწერელი წესები მეგონა, მაგრამ ვატყობ დასაწერია მაინც 🙂
LikeLike
იმ ენებში, რომლებიც მოდის ლათინური ძირიდან არსებობს რბილი პ, კ და ა.შ.
შესაბამისად, ადამიანებს ქვიათ ფოლ მაქართნი, ერიქ ქლეფთონი, ბილ ქლინთონი, ქენეთ ქოლი და ლორანს ქარაქალა. ასე უფრო მართებულია ქართულად.
მაკარტნი – რუსულის გავლენაა. არადა, ქართულში, მადლობა ღმერთს, “ქ”-ც გვაქვს და “ფ”-ც.
🙂
ჩვენში დარჩეს და ის ყავაც, ძალიან რომ მიყვარს – უფრო ქაფუჩინოდ გამოითქმის, ვიდრე კაპუჩინო-დ 🙂
LikeLike
როდიდან გახდა ინგლისური რომანული ენა?
LikeLike
და სად დავწერე რომ რომანულია?… (თუმცა ინგლისურზე ძალიან დიდი გავლენაა ფრანგულის მიზეზთა გამო დაახლოებით 15’000 სიტყვა პირდაპირაა ნასესხები). ალფაბეტი აქვს ლათინური. განსხვავებით სლავურისგან იქ არ არის მკვეთრი “კ”.
რატო მეკამათები ტყუილად? 🙂
LikeLike
თუ ინგლისურ გამოთქმას დავესესხებით, ნამდვილად “ქ” იქნება. იტალიელები ასე გამოთქვამენ: “ტერმე დი კარაკალლა” (terme di Caracalla). გერმანელი – “კარაკალა თერმენ” (Caracalla thermen). ფრანგიც “კარაკალა”–ს იტყვის. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ქალი ფრანგია და თავის გვარს წარმოთქვამს, როგორც “კარაკალა”–ს, მართებული იქნება, ჩვენც ასე მოვიხსენიოთ.
ეს ახალი ნადინ როტშილდია? არ ვიცოდი.
LikeLike
ფრანგულად კ-სა და ქ-ს შორისაა. თან გააჩნია რა რეგიონის ფრანგი ლაპარაკობს 🙂 ქართულში იგულისხმება რომ კ არის მკვეთრი და ქ არის რბილი. ფრანგული კ არასოდეს არაა ჩვენსავით მკვეთრი.
ასე რომ, ჩემ ბლოგზე – მაინც ქ. და სხვაგან როგორც უნდათ. 🙂
LikeLike
Ce que disent les normes de translitération, c’est que ქართულად “კ”–დ გადმოვა. საფრანგეთის რეგიონები არაფერ შუაშია. თუმცა, გეთანხმებით, სხვადასხვა ენაში ორი აბსოლუტურად იდენტური ბგერის მოძებნა გაჭირდება. თუმცა, ტყუილად გეკამათებით, სრული უფლება გაქვთ, თქვენს ბლოგზე ისე წეროთ, როგორც სწორად მიგაჩნიათ. თანაც, გავცდით მთავარ თემას.
ერთი–ორი სმაილი მოუხდებოდა აქაურობას, მაგრამ ვერ ვსვამ.
LikeLike
ვიცი ეგ წესები მეც და ორთოგრაფიულიც მაქვს, მაგრამ ტრანსლიტერაციის წესები არის კრეტინული და მოძველებული.
კრეტინულია, რამდენადაც რუსულს ეყრდნობა ძირითადად და მოძველებულია ამიტომაც და იმიტომაც რომ არ შეცვლილა კაი ხანია.
ამას არ ეხება პირდაპირ და საკუთარი სახელების გადმოქართულების წესი კიდევ. დოსტოევსკი რატომაა თევდორე ერთი თუ ვინმე ამიხსნის.
ახლა რო დადგეს ყველა ვისაც ვიცნობ არა-ქართველს და ჩემი სახელის თარგმნა დაიწყოს თავ-თავიანთ ენაზე კაი ამბავი დამემართება. 🙂
LikeLike
ჰოდა, არ უნდა ითარგმნოს სახელები, მაგ აზრზე ვარ მეც და ტრანსლიტერაციის უძირითადესი პრინციპიც სწორედ ეგ არის – ერთი ენის ასონიშანთა მეორე ენაზე მაქსიმალურად მსგავსი ასონიშნებით გადმოტანა. ამ ბლოგის ავტორი თვლის, რომ ფრანგული [k] ქართულ “ქ”–ს უფრო ემსგავსება. თუმცა, “ქ”, როგორც ის ქართულად გამოითქმის, საერთოდ უცნობია ფრანგულისთვის. ძალიან არ მინდა გაგაბრაზოთ ჩემი ტლიკინით, ლორდ, მაგრამ ეს საკითხი ჩემი პროფესიული ტკივილია. 😦
დოსტოევსკი არაა თევდორე და არც ქართველი გიორგები არიან ჟორჟები და ჯორჯები. ჟორჟ თითილოკაშვილი – რა კაცი იქნება?!
LikeLike
ფრანკოფონი რომ ხარ მივხვდი.
მე ფიფიასთან ვსწავლობდი თავის დროზე 🙂
კარგია, რომ შენ არ მასწავლიდი თორემ კიდევ ერთი ტკივილი დაგემატებოდა. 🙂
LikeLike
ერთი ვერ გავიგე – ეს პოსტი საკმაოდ ძველია და ეს რამდენიმე დღეა 20-20 ვიზიტორი ნახულობს და საიდან რა ხდება ვერ გამიგია 🙂
LikeLike
რა ვიცი, პოპულარულ პოსტებში ვნახე და წავიკითხე.
საერთო მასწავლებელი გვყოლია 🙂 მე ვერ ვიქნებოდი ღრმად პატივცემული ლორდის მასწავლებელი მიზეზთა და მიზეზთა გამო. ავცდით ერთმანეთს და შეგვიძლია ორივემ შვებით ამოვისუნთქოთ. 😉
LikeLike
ძალიან საინტერესო პოსტია, აქტუალური! დარწმუნებული ვარ, ზემოაღნიშნული მადამი ქალთა დრესკოდზეც ვრცლად ისაუბრებდა, რომ ოფისი საკუთარი ,,ღირსებების” ღიად წარმოჩენისათვის მაინცადამაინც საუკეთესო ადგილი არ არის:))) ჩემთან, ყველა მითითებულ პრობლემასთან ერთად, ეს საკითხიც დღის წესრიგში დგას;)
LikeLike
vai magas wyalkanalSi ar umusavia Tori ki geicinebda sagamoobiT fatimam ro geicina bolo seriaSi!:(((((((((((((((((((
LikeLike