მოდის ოსკაროსანი

My great strength is knowing who I am and where I come from – my island.
Oscar de la Renta

პოსტით “ჰალსტუხიან ვეშაპზე”  პროგრამა-მინიმუმი დიზაინერების შესახებ შესრულებულია :), მაგრამ ხომ არიან სხვები და მათგან ერთ-ერთი უპირველესი დომინიკანელი ოსკარ დე ლა რენტაა.

DelaRenta ოსკარ დე ლა რენტა (Oscar de la Renta) ქალაქ სანტო დომინგოში დაიბადა 1932 წლის 22 ივლისს. 18 წლისამ ესპანეთს მიაშურა და მადრიდის სან ფერნანდოს აკადემიაში ფერწერას დაეუფლა. ამის შემდეგ როგორც თავისუფალი მხატვარი ისე მუშაობდა და სხვადასხვა დიზაინერთან თანამშრომლობდა.

მის ამბიციებს მესამეხარისხოვანი როლების თამში არ აკმაყოფილებდა, თუცა, ერთხანს, სხვა გასაქანიც არ ჰქონია, მაგრამ, როგორც კი პირველი შანსი მიეცა, დე ლა რენტას ის ხელიდან არ გაუშვია – ეს 1956 წელს მოხდა, როდესაც ესპანეთში აშშ-ის ელჩის ბ-ნ ჯონ ლოჯის მეუღლემ მის ნახატებს მოკრა თვალი და ახალგაზრდა მხატვარს თავისი ქალიშვილის გამოსაშვები საღამოს კაბის დიზაინი ანდო. ამ კაბაში გამოპრანჭული 50344530ბეათრის ლოჯის ფოტო კი ჟურნალ “Life”-ის ფოტოსესიაში მოხვდა და თვით კრისტობალ ბალენსიაგას (Cristóbal Balenciaga) ყურადღება მიიპყრო. მან ოსკარ დე ლა რენტა თავისთან სამუშაოდ მიიწვია. ბალენსიაგასთან თანამშრომლობა საუკეთესო სკოლა იყო და თავად დე ლა რენტას აღიარებით, მისი ხელწერის  დახვეწასა და ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა.

1961 წელს ის კიდევ ერთმა ესპანელმა ანტონიო კასტილიომ მიიწვია, რომელიც იმხანად ფრანგული “ლონვას” (Lanvin) სახლის მთავარი დიზაინერი იყო. ერთი წლის შემდეგ, კასტილიომ “ლონვა” დატოვა და საკუთარი მოდის სახლი დააფუძნა, მაგრამ დე ლა რენტა არც მას გაყოლია და არც “ლონვაში” დარჩენილა – მან თავისი მომავალი კარიერის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და 1963 წელს ნიუ იორქში გადაბარგდა. იქ ელიზაბეთ არდენთან და კრისტიან დიორის ამერიკულ ფილიალთან თანამშრომლობდა, პარალელურად, ჟურნალ ვოგის (Vogue) კონსულტანტადაც მუშაობდა. ორი წლის შემდეგ კი ჯეინ დერბიმ (Jane Derby) მიიწვია თავისთან. იმავე წელს ამერიკელი დიზაინერი გარდაიცვალა და მის სახლს სათავეში ოსკარ დე ლა რენტა ჩაუდგა. ასე დაიბადა მოდის სახლი “ოსკარ დე ლა რენტა ჯეინ დერბისთვის” (Oscar de la Renta for Jane Derby), მოგვიანებით კი, უბრალოდ – “ოსკარ დე ლა რენტა”.

თუმცა, მას არ შეუწყვეტია სხვა მოდის სახლებთან თანამშრომლობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ოსკარ დე ლა რენტასეული ყოველდღიური (casual) და ფრეთ-ა-ფორთე კოლექციები ელიზაბეთ არდენისთვის (Elizabeth Arden) და 1993-2001 წლების მაღალი მოდის კოლექციები პიერ ბალმესთვის (Pierre Balmain).

ოსკარ დე ლა რენტას ტანსაცმელს ანიჭებდნენ უპირატესობას ამერიკის შეერთებული შტატების სამი პირველი ლედი – ნენსი რეიგანი, ლორა ბუში და ჰილარი ქლინთონი, აი, მიშელ ობამას ჩაცმულობამ კი დიზაინერის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

სხვათა შორის, დე ლა რენტას პირველი რჩევა ჰილარი ქლინთონსადმი იყო (ყურადღებით, ქართველებო! :)) – “მოდით, უარი თქვით შავ ფერზე.”

როდესაც, ჯორჯ ბუშ უმცროსის ინაგურაციის დღისთვის მზადებისას, ოსკარ დე ლა რენტას თანაშემწემ  უთხრა, რომ  სენატორ ქლინთონს შავი პიჯაკი ეცმეოდა, მან შენიშნა: “ჰო, მაგრამ, საქმე ისაა, რომ ყველა სხვა სამოსი მის გარდერობში ჩემგანაა და დღეს, ლორა ბუშის გვერდით, რომელსაც ასევე ჩემი რაღაც ეცმევა… ხომ გესმით…”

1967 და 1968 წლებში ოსკარ დე ლა რენტა “ამერიკელ მოდის კრიტიკოსთა კოტის ჯილდოს” (Coty American Fashion Critics’ Award) მფლობელი გახდა და 1973 წელს “კოტის დიდების დარბაზში” (Coty Hall Of Fame) შეიყვანეს.

1973-76 და 1986-88 წლებში“ამერიკელ მოდის დიზაინერთა საბჭომ” (CFDA – The Council of Fashion Designers of America, Inc.) ოსკარ დე ლა რენტა თავის პრეზიდენტად აირჩია, 1990 წელს შემოქმედებითი მიღწევებისთვის სპეციალური ჯილდო (Lifetime Achievement Award) გადასცა, 2000 და 2007 წლებში კი წლის საუკეთესო ქალთა  დიზაინერად დაასახელა.

2001 წელს ქალაქმა ნიუ იორქმა სიმბოლური “მოდის დიდების ხეივანი” (Fashion Walk of Fame) მოაწყო და ქალაქის ყველაზე მოდურ მე-7 ავენიუზე ბრინჯაოს თეფშები განალაგა ზედ ამოტვიფრული ამერიკელ დიზაინერთა სახელებით. ამგვარი თეფშის ქონის პატივი ოსკარ დე ლა რენტასაც ერგო.

იგი ენერგიული, აქტიური ადამიანია და მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. Oscar-delaRenta-de-28148184არის მეთროფილითან ოპერის (Metropolitan Opera), ნიუ იორქის ოპერის (New York Opera  House), ქარნეგი ჰოლის (Carnegie Hall), ტელეარხ WNET-ისა და საქველმოქმედო საზოგადოება “ნიუ იორქელები – ბავშვებისთვის” (New Yorkers for Children) გამგეობის წევრი, ასევე დედოფალ სოფიას ესპანური ინსტიტუტის (Queen Sofia Spanish Institute) თავმჯდომარე.

დაჯილდოებულია მისი სამშობლოს, დომინიკანის რესპუბლიკის რამდენიმე ორდენით.

ოსკარ დე ლა რენტა საყოველთაოდ ცნობილია, როგორც მახვილი თვალისა და ენის პატრონი. რამდენიმე წლის წინ, თანამედროვე მოდის ტენდენციებზე საუბრისას, მან “New York Magazine”-ს განუცხადა:

როდესაც მე ვიწყებდი, ქალი შევიდოდა მაღაზიაში კაბის საყიდლად, ნახავდა ვარდისფერსა და წითელს, გაახსენდებოდა, რომ მის ქმარს, რომელსაც კაბის საფასური უნდა გადაეხადა, უყვარს ვარდისფერი და შეიძენდა ვარდისფერს.

დღეს იგივე ქალი შევა მაღაზიაში, გაახსენდება, რომ მის ქმარს ურჩევნია ვარდისფერი და შეიძენს წითელს.

დღეს ოსკარ დე ლა რენტა აწარმოებს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ტანსაცმელს. აგრეთვე პარფიუმერიას, სამკაულებსა და აქსესუარებს, ავეჯს. 2008 წლიდან გაცდა ამერიკის ბაზარს და გახსნა საკუთარი მაღაზიები მადრიდსა და ათენში.
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

8 thoughts on “მოდის ოსკაროსანი”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: