ვინი პუჰი: Thus, I am back! :-)

return 2009 წლის 5 ოქტომბერს, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში გამოიცა ინგლისელი მწერლის დეივიდ ბენედიქთუსის (David Benedictus) წიგნი – “დაბრუნება მოჯადოებულ ტყეში” (“ასი აკრის ტყეში დაბრუნება” – Return to the Hundred Acre Wood). Amazon.co.uk-ს პოპულარობის ინდექსის თანახმად, გამოსვლიდან პირველ კვირას ის ყველაზე გაყიდვად წიგნთა 50-ეულშია.

2001 წელს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ დათუნიას 75 წელი უსრულდებოდა და “პუჰის მემკვიდრეობის მეურვეთა” ფონდში (Trustees of Pooh Properties), რომელიც ორიგინალური ვერსიის ავტორ ალან ალექსანდერ მილნისა (Alan Alexander Milne) და პირველი ილუსტრაციების შემქმნელ ერნესთ შეფარდის (Ernest Howard Shepard) ნაწარმოებზე საავტორო უფლებებს განაგებს, იუბილის მოლოდინში,  წიგნის გაგრძელების იდეა დაიბადა. მწერალი დეივიდ ბენედიქთუსი რამდენიმე სხვა პრეტენდენტს შორის შეარჩიეს. “როგორც კი წიგნის პირველი მონახაზი წავიკითხეთ – ყველა ეჭვი გაგვეფანტა, რომ სწორედ ის უნდა გამხდარიყო გაგრძელების ავტორი”, – ამბობს მეურვე მაიქლ ბრაუნი.

  • საყურადღებოა, რომ დეივიდ ბენედიქთუსი მილნის ნაწარმოების ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნეა. თავის დროზე, ბრიტანული რადიოს დაკვეთით, მან ვინი პუჰის ისტორიები რადიო-პიესადაც გადააკეთა.

“დაბრუნება მოჯადოებულ ტყეში” იწყება ზუსტად იქ, სადაც მილნისეული ისტორია  დასრულდა –  ქრისთოფერ რობინის მოჯადოებული ტყიდან სკოლაში წასვლით შეწყვეტილი თავგადასავლები, მისი მოჯადოებულ ტყეში დაბრუნებით გრძელდება. როგორც თავად ბენედიქთუსი ამბობს, პერსონაჟები, მათი ხასიათი, ურთიერთდამოკიდებულება კვლავ იგივეა – ახალ ისტორიებს ის უკიდურესი სიფრთხილით მიუდგა. “სხვაგვარად, მე ორიგინალ ვერსიას დავანგრევდი, – განაცხადა მწერალმა.” ეგაა მხოლოდ, ქრისთოფერ რობინი წამოზრდილა ოდნავ, აგრეთვე, რამდენიმე ახალი პერსონაჟიც დაემატა.

სხვაგვარად ვერც იქნებოდა, “ვინი პუჰი ბრიტანული კულტურის განუყოფელი ნაწილია, – ამბობს ბრაუნი, – ის ძალიან ინგლისელია, ჩვენი ეროვნული განძი”.

  • ალბათ, ვინი პუჰი მართლაც ძალიან ინგლისელი დათუნიაა, თუმცა, კარგა ხანია გასცდა ინგლისური კულტურის ჩარჩოებს. მილნის ნაწარმოები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია. მხოლოდ ინგლისურენოვანი გამოცემის ტირაჟმა 70 მილიონ ეკზემპლიარს გადააჭარბა. გარდა ამისა, ნაწარმოები თარგმნილია 25 ენაზე, სხვადასხვა ქვეყანაში გამოცემულ აუდიო-წიგნებს, რადიო და ტელე-სპექტაკლებსა და ანიმაციურ ფილმებზე რომ არაფერი ვთქვათ.

Creative Commons License© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:
ვინი პუჰი და სხვა დანარჩენნი

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

3 thoughts on “ვინი პუჰი: Thus, I am back! :-)”

  1. “ვინი პუჰი ბრიტანული კულტურის განუყოფელი ნაწილია, – ამბობს ბრაუნი, – ის ძალიან ინგლისელია, ჩვენი ეროვნული განძი”.

    რა თქმა უნდა… პუჰი ჭეშმარიტი ინგლისელია და ინგლისის სიმბოლო. გადახედეთ ინგლისურ ლიტერატურას. პირველი ვინ გახსენდებათ? ჰოლმსი და პუჰი. ჯერ კიდევ დავობენ, ამ ორიდან რომელია იდეალური ტიპიური ინგლისელის განსახიერება.

    მსოფლიო საბავშვო ლიტერატურას ორი უალტერნატივოდ საუკეთესო, გამორჩეული და უბერებელი პერსონაჟი ჰყავს – პუჰი და კარლსონი.

    Like

    1. მაგ ორის გარდა კიდევ ძაან მიყვარდა ნილსის მოგზაურობა, პატარა პრინცი და ალისა საოცრებათა ქვეყანაში…
      ჩეშირულ კატაზე ვწერ რაღაცას და დავპოსტავ 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: