კოკო შანელი

audrey-tautou-coco-chanelთბილისის ეკრანებზე გამოვიდა ფილმი “კოკო შანელი” (“კოკო ვიდრე შანელი” “Coco Avant Chanel”), რომელიც არ მინახავს და არც ვაპირებ 🙂 (მით უფრო ხომ ოდრი ტოტუს მონაწილეობით :)), მაგრამ ფილმის  უნახავადაც ვიცი, რომ მასში ფრანგი დიზაინერის ცხოვრება “შეკვეცილადაა” გადმოცემული.

რეჟისორმა ან ფონტენმა მაყურებელიც დაინდო და თავისი კერპიც “ვერ გაწირა” და შანელის ნაცისტურ წარსულს ფრთხილად აუარა გვერდი.

არადა, გენიალურ დიზაინერს, ვერმახტის ჯარების მიერ საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ, SS-ელი მაღალჩინოსნები მფარველობდნენ, რომელთა  დახმარებითაც მან სასტუმრო “რიცის” ის აპარტამენტებიც კი დაიბრუნა, ოკუპაციამდე რომ ეჭირა, სასტუმრო “რიცი” კი გერმანულ საოკუპაციო რეჟიმს თავის მთავარ შტაბად ჰქონდა გამოცხადებული.

მეტიც,  საფრანგეთში შემოღებული “არიული” კანონების დახმარებით, შანელი თავისი კომპანიის გაფართოებას ლამობდა, როდესაც ებრაელ მეწარმეთა ოჯახის – ვერტჰაიმერების პარფიუმერული ფაბრიკის მითვისება სცადა – სწორედ ვერტჰაიმერები აწარმოებდნენ შანელის პარფიუმერულ ხაზს.

  • ბედის ირონიაა, რომ დღეს შანელის მოდის სახლს სწორედ ვერტჰაიმერების ოჯახი ფლობს.

ომის პერიოდში შანელმა ტანსაცმლის წარმოებას დროებით თავი დაანება და პარფიუმერიასა და აქსესუარებზე გადაერთო. ბუნებრივია, ოკუპირებულ საფრანგეთში ძვირფასი პარფიუმერიის კლიენტურა – ძირითადად გერმანელი ოფიცრობა იყო.

  • ნაცისტები, ჩანს, მოდის მიმართ გულგრილნი არ ყოფილან. SS-ისა (და არა მხოლოდ) ფორმას – ჰუგო ბოსის სახლი კერავდა. თუმცა, გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ SS-ის ფორმის დიზაინი თავად ჰუგო ფერდინანდ ბოსს ეკუთვნოდა, არასწორია. ამ შემთხვევაში, საავტორო უფლებები გერმანელ მხატვარსა და ხელოვნებათმცოდნეს, ნაცისტ ოფიცერ პროფესორ კარლ დებიშს ეკუთვნის. ომის შემდგომ დებიში დიზაინის ისტორიიდან ამოშალეს, არადა, ის მართლაც მნიშვნელოვანი ფიგურაა… ამაზე ცალკე პოსტის დაწერაც მინდა, თუმცა, არ ვიცი, ღირს თუ არ ღირს.

მოგვიანებით, შანელმა თავისი დახმარება შესთავაზა გერმანული საგარეო დაზვერვის შეფს, ვალტერ შელენბერგს ჩერჩილთან მოლაპარაკებების მოსაწყობად. ომის დამთავრების შემდეგ, უკვე სამხედრო პატიმარი, შელენბერგი დაკითხვისას აცხადებდა, “შანელს რეკომენდაცია გაუწიეს, როგორც ადამიანს, რომელსაც ჩერჩილთან მიესვლებოდა და რომელიც იყო საფრანგეთისა და გერმანიისთვის დახმარების გაწევის მოსურნე და რუსეთის მტერი” (ახლა, კაცმა რომ თქვას, ამაში კოკო შანელს მაინცადამაინც არც გაემტყუნება).

ჩერჩილთან “მისასვლელ გზად” დიზაინერს ვერა ლომბარდი ესახებოდა – მისი მუზა და მოდელი, ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრის, ჰერცოგ ადოლფუს ქემბრიჯის ქალიშვილი, რომელიც რომში ცხოვრობდა, მაგრამ, როდესაც ჩერჩილმა შემოთავაზება შორს დაიჭირა, გესტაფომ ვერა ლომბარდი დააპატიმრა და ბრიტანეთის შპიონობაში დასდო ბრალი.

საფრანგეთის დეოკუპაციის შემდეგ კი უკვე კოკო შანელი დააპატიმრეს, როგორც კოლაბორაციონისტი, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს.

  • სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომის დროს კოლაბორაციონიზმსა და სამშობლოს ღალატში არაერთ გამოჩენილ ადამიანს დასდეს ბრალი. მათ შორის, ნორვეგიელ ნობელიანტ კნუტ ჰამსუნს და გენიოს ფრანგ მწერალ სელინს.

შანელმა ერთი პირობა შვეიცარიას შეაფარა თავი (თავის მეგობარ – გერმანელ ოფიცერ ჰანს გიუნტერ ფონ დინკლანგესთან ერთად), 1954 წელს კი პარიზში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ, თავდაპირველად, პარიზმა ის ცივად მიიღო, ამერიკულ და ბრიტანულ ბაზრებზე უდიდესმა პოპულარობამ მისი მოდის სახლის ხელახალ აღორძინებას შეუწყო ხელი.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

8 thoughts on “კოკო შანელი”

    1. ეს ფილმი არ ვიცი და ოდრი ტოტუ მაგრად ნერვებს მიშლის ხოლმე სხვაგან სადაც თამაშობს.

      კიდევ რამდენიმე ფილმი ყოფილა. შირლი მაქლეინს უთამაშია და სპექტაკლში კიდე ქეთრინ ჰეფბერნს.

      Like

  1. რამდენი ხანია ოლმუვიზე დევს 😀 😀 😀

    მე ვაპირებ ამ დღეებში ყურებას, და ვნახოთ : )) ძაან მაინტერესებს როგორ მომეწონება, ნუ თუ მომეწონება საერთოდ : D

    Like

  2. SS-ისა (და არა მხოლოდ) ფორმას – ჰუგო ბოსის სახლი კერავდა.

    ai es namdvilad ar vicodi da dzaan mesainteresoa 🙂
    Tvit is fenomeni rom meore msoflio omis dros modebis saxlebi arsebodba dzaan magaria.

    me vnaxe coco da ar vitkvi rom cudi filmia
    mere ra rom ordi totu tamashobs, mere ra rom mtlianad ar agcers cocos cxovrebas
    filmia raa …
    mxatvruli filmi
    me piradad visiamovne kurebit 🙂

    Like

    1. მაგის გამო ბოსს ომის შემდეგ სერიოზული პრობლემები ჰქონდა…

      ისე “შტირლიცში” ერთი ეგეთი ეპიზოდია – გენერალი ვოლფი შვეიცარიიდან ბრუნდება და მას შელენბერგი (ოლეგ ტაბაკოვი ანუ) ხვდება აეროდრომზე. იმას აცვია სს-ის ფორმა და სს-ის პალტო… ჰოდა… ძაან მაგარი პალტოა 🙂 მოკლედ დებიშმა თავისი საქმე იცოდა კარგად.

      Like

  3. ლორდ, როგორც ყოველთვის საინტერესოა, ძალიან კარგია.
    შენ დეტალებს ყვარობ, მე სიმსუბუქეს და ლამაზ ისტორიებს, მაგრამ მაია ასათიანისგან შორს 🙂 🙂 არა! ძალიან შორს! 🙂
    სხვათაშრის დოკუმენტალკაა შანელზე ძალიან კარგი, სადაც მისი რეალური სახე თავისი დადებითით და უარყოფითით არის აღწერილი, მაგრამ მემგონი ნეტში არ დევს. ჰისტორყ ჩენელზე მაქვს ნანახი :)))))))))))

    ლიკა, კოკოზე პოზიტიურ პოსტს ჩემს ბლოგზე იპოვი 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: