Vineyard Vines – ჰალსტუხიანი ვეშაპი

Our idea is to make products that people feel good in.
Ian Murray, “Vineyard Vines”

BLHOf2007_Shepherd_Ian Murray1998 წელს ძმებმა შეფ და იან მიურეიმ (Shep and Ian Murray) გადაწვიტეს ბაზრისთვის იმგვარი ტანსაცმლის შეთავაზება, რომელიც იქნებოდა სადღაც შუაში ყოველდღიურ (casual)  და ფორმალურ სტილს შორის – ამდენად, ორივე შემთხვევისთვის გამოდგებოდა.

მათი აზრით, საოფისე სამოსი ტრადიციულთან შედარებით, მეტად ხალისიანი უნდა ყოფილიყო – ისე, რომ სარკეში ჩახედვისას, ადამიანს გახსენებოდა, თუ რისთვის შრომობს.

თავად ახალბედა დიზაინერების შთაგონების წყაროდ – მათ მიერ კუნძულ მართას ვინიარდზე (Martha’s Vineyard) გატარებული არაჩვეულებრივი და მხიარული დღეები იქცა – აქედან დაიბადა კომპანიის სახელწოდებაც – Vineyard Vines (ქართულად ითარგმნება, როგორც ვენახის ვაზი). ხოლო, რაც შეეხება ლოგოს – ეს მათი მამის დამსახურებაა, რომელსაც ძალიან უყვარდა ვეშაპები და ჯერ კიდევ ბავშვობისას, ხშირად ხეზე კვეთდა მათ გამოსახულებას.

კომპანია, თავდაპირველად, მხოლოდ ჰალსტუხებს აწარმოებდა (სხვათა შორის, პირველ წელს – მათს კოლექციაში არც მეტი, არც ნაკლები – სულ 4 სახის აბრეშუმის ჰალსტხი იყო) თუმცა,  თანდათანობით, მათი პროდუქცია გაფართოვდა და ძმები მიურეი მომხმარებელს სთავაზობენ პერანგებს, პოლოს, შარვლებს, პულოვერებს, აქსესუარებს… აგრეთვე, მამაკაცის კოლექციასთან ერთად, აწარმოებენ ტანსაცმელს ქალებისა და ბავშვებისთვის… უმცა, ეჭვგარეშეა, Vineyard Vines დღემდე, პირველ ყოვლისა, ჰალსტუხებთან ასოცირდება.

Vodpod videos no longer available.

“ჩვენი მიზანია, შევქმნათ პროდუქცია, რომელშიც ადამიანი თავს კარგად იგრძნობს,”- ამბობს იან მიურეი. “1998 წელს, როდესაც ჩვენ კომპანია დავაფუძნეთ, – განაგრძობს მისი ძმა, – მე ვიცოდი, რომ ბაზარი რაღაც სიახლეს ითხოვდა… პრობლემა ის იყო – დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ეს სწორედ ის სიახლე იყო,  რის შეთავაზებასაც მე ვაპირებდი.”

მათი აზრით, მიუხედავად მოჩვენებითი მრავალფეროვნებისა, საოფისე, ბიზნეს-ტანსაცმელი ერთმანეთის მსგავსი იყო. 90-იანებში, როდესაც შეფ მიურეი ჯერ კიდევ ნიუ-იორქში, ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში მუშაბობდა, ერთ დღეს სამსახურში ისა და მისი ბოსი ერთნაირ ჰალსტუხებსა და მსგავსი ფერის კოსტიუმებში გამოცხადნენ. ამის შემდეგ, შეფ მიურეიმ მანჰეთენის ყველა ტანსაცმლის მაღაზია მოიარა და დარწმუნდა, რაოდენ რთული იყო, რაღაც განსხვავებულის შერჩევა. მოგვიანებით, ამის შესახებ თავის ძმასთან დაიჩივლა და აღმოჩნდა, რომ იანსაც მსგავსი პრობლემები ჰქონდა. ლორდ დიზრაელის უთქვამს, “როცა კარგი წიგნის წაკითხვა მსურს – ვჯდები და ვთხზავ მასო”, ჰოდა, ძმებმაც საკუთარი ტანსაცმლის წარმოება გადაწყვიტეს.

ამ წამოწყების წარმატება – უდავოა. Vineyard Vines სწრაფად “ჩაეწერა” ამერიკელ ახალგაზრდათა (და არა მხოლოდ ახალგაზრდათა) შეძლებული ფენის ცხოვრების სტილში. ჟურნალისტი ქრისთინა ბინქლი  მანჰეთენის ერთ-ერთ რესტორანში სადილობას იხსენებს, სადაც – Murray’s Toggery Shop-ის მაისურებში, Lacoste-ის პერანგებში და Vineyard Vines-ის ჰალსუხებში გამოწყობილი უოლ-სთრითზე მომუშავე ადამიანებიც მრავლად იმყოფებოდნენ, მათ შორის, ქალაქის მერი მაიქლ ბლუმბერგიც (Christina Binkley, “Plaid Taste: The Return of the Preppy”, WSJ, 19 ივლისი, 2008).

C_Mens_Ties Vineyard Vines-ის ჰალსუხებს ერთნაირად წყალობენ აშშ-ს ისეთი განსხვავებული პრეზიდენტები, როგორებიც არიან ბილ ქლინთონი და ჯორჯ ბუშ უფროსი.

  • სხვათა შორის, ამ ორს ასევე Brooks Brothers აერთიანებს – როგორც ჩანს, მარადიული პოლიტიკური ოპონენტები, გემოვნებას რაც შეეხება, ბევრად უფრო ერთმანეთის მსგავსნი არიან.

კომპანიის სათაო ოფისი ქონექთიქუთის შტატის ქალაქ სთემფორდში მდებარეობს. სხვადასხვა შტატში კიდევ ათამდე მაღაზია აქვს და ვაჭრობს ინტერნეტითაც.

სულ რაღაც 8’000 დოლარიანი კაპიტალით დაფუძნებული Vineyard Vines ამერიკის 500 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიას შორისაა 50 მილიონ დოლარზე მეტი ბრუნვით.

“თუკი აკეთებ იმას, რაც გიყვარს, და იქ, სადაც გსიამოვნებს – წარმატება გარდუვალია”, – ამბობს შეფ მიურეი.

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: