The Talented Mr. from Ripley (part2)

I’d like to thank Eric Clapton for enabling me to fulfill a lifelong dream. Working with a true genius has been an inspiration and pure joy! I feel blessed to have such camaraderie in a field that I love so much.
B.B. King, “Riding With The King”

(იხილე სტატიის დასაწყისი)

1970 წელს ერიქ ქლეფთონმა დაარსა ჯგუფი, რომელსაც თავდაპირველად “Eric Clapton and Friends” (“ერიქ ქლეფთონი და მეგობრები”) უწოდა, მოგვიანებით კი სახელი შეუცვალა და Derek and the Dominos დაარქვა. ამ “ორ-სათაურიანმა” კვარტეტმა მიწვეულ ქანთრი-ბლუზ გიტარისტ დუეინ ალმანთან (The Allman Brothers Band-დან) ერთად გამოსცა ერთადერთი, მაგრამ ძალიან კარგი სტუდიური ალბომი – Layla and Other Assorted Love Songs, სადაც შესულია შესანიშნავი სიმღერები Bell Bottom Blues და Layla (ამ სიმღერების შექმნის ისტორიაზე პირველ ნაწილში დავწერე), აგრეთვე Nobody Knows You When You’re Down and Out.

  • “დელ” – მუსიკოსის მეტსახელი იყო. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ მას მეორე მეტსახელიც ჰქონდა – Slowhand (“Slow” – ნელი და “Hand” – ხელი). ჯგუფ “იარდბერდსის” 1964 წელს გამართული ერთ-ერთი კონცერტის დროს ქლეფთონს სიმი გაუწყდა და სანამ მისი გამოცვლით იყო დაკავებული დარბაზი აუჩქარებელი რიტმული ტაშით (ე.წ. “slow handclap”) ამხნევებდა. სწორედ მაშინ შეარქვა ჯგუფის პროდიუსერმა ჯორჯო გომელსკიმ ბლუზმენს ეს მეტსახელი.

  • ცნობილი იმპრესარიო, პროდუსერი და რეჟისორი ჯორჯო გომელსკი (Giorgio Gomelsky) “ჩვენებურია”. ის 1934 წელს საქართველოში დაიბადა, 1938 წელს კი მისმა მშობლებმა თავს უშველეს და ბოლშევიკურ-სტალინური “სამოთხიდან” ევროპას შეაფარეს თავი. როგორც პროდუსერი, გომელსკი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ერიქ ქლეფთონთან, ჯული დრისქოლთან და “როლინგ სთოუნზთან”, ამის გარდა, მის მუსიკალურ Crawdaddy Club-ში დაუკრავთ ელთონ ჯონს, როდ სთიუართს, “ლედ ზეფელინს”-ს.

ჯგუფის მეორე ლაივ-ალბომი In Concert 1973 წელს გამოიცა და მათი 1970 წლის ნიუ-იორქული გასტროლის კონცერტის ჩანაწერია. მასში შესულია ბლუზის სტანდარტი Have You Ever Loved a Woman?, Blues Power, Why Does Love Got To Be So Sad, Bottle of Red Wine

მაგრამ სამწუხაროდ, ამ პერიოდში ქლეფთონი გაიტაცა ჰეროინმა, რასაც ალკოჰოლიზმიც დაერთო თან – მიზეზი სცენისა და შემოქმედების მიღმა იყო: 1970 წლის 18 სექტემბერს მისი მეგობარი, ჯიმი ჰენდრიქსი დაიღუპა, 1971 წლის 29 ოქტომბერს კი – დუეინ ალმანი. ამას დაემატა პეთი ბოიდის უარი, დაშორებოდა ჯორჯ ჰარისონს. რამდენიმე წლით ის სარის საგრაფოში, საკუთარ სახლში განმარტოვდა, სადაც ნარკოტიკებისგან დამოკიდებულებისგან მკურნალობდა. ამ პერიოდში მან მხოლოდ ნიუ-იორქში ჯორჯ ჰარისონისა და რავი შანკარის მიერ 1971 წელს ბანგლადეშის დასახმარებლად ორგანიზებულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა, ისიც ნაწილობრივ – ფაქტობრივად მხოლოდ ერთი კომპოზიციის დროს მოახერხა თავიდან-ბოლომდე სცენაზე დაკვრა – ეს იყო ჰარისონის While My Guitar Gently Weeps.

1973 წლის იანვარს ის ლონდონის Rainbow Theatre-ში გამოჩნდა, ფით თაუნშენდთან, რონი ვუდთან და სთივ უინვუდთან ერთად. Rainbow Concert იმავე წელს გამოვიდა დისკზე. მოგვიანებით, 1995 წელს ორიგინალური ვერსია 8 დამატებითი ჩანაწერით შეივსო და ხელახლა გამოიცა.

1974 წელს ერიქ ქლეფთონმა, რომელიც ნარკოტიკებისგან საბოლოოდ გათავისუფლდა, მაგიერ კი ფეთი ბოიდს გაუმიჯნურდა, ახალი ჯგუფი შეკრიბა და ალბომი 461 Ocean Boulevard ჩაწერა. ამ ალბომში შედის ბილბორდის ჩარტის #1 I Shot the Sheriff – სიმღერა ბობ მარლის ეკუთვნის, მაგრამ ქლეფთონისეული ვერსია, ჩემი აზრით (და არა მარტო ჩემი აზრით), ორიგინალზე უკეთესია. ამას მოჰყვა რამდენიმე ძალიან წარმატებული ალბომი: 1975 წლის There’s One in Every Crowd (ბლუზის სტანდარტით The Sky Is Crying და სხვა შესანიშნავი სიმღერებით: Swing Low, Sweet Chariot, High, Singin’ the Blues); 1976 წლის No Reason to Cry (სიმღერებით Hello Old Friend, Double Trouble, Black Summer Rain და ბობ დილანის Sign Language, რომლის ჩაწერაშიც თავად დილანმაც მიიღო მონაწილეობა); 1977 წლის Slowhand (Wonderful Tonight, Cocaine – ამ სიმღერებზე უკვე ვისაუბრეთ და Lay Down Sally).

1984 და 1986 წლებში ფილ ქოლინსის პროდიუსერობით და მონაწილეობით ერიქ ქლეფთონის ორი ალბომი გამოვიდა – Behind the Sun (სიმღერები Never Make You Cry, Forever Man, Behind The Sun) და August (სიმღერები It’s in the Way That You Use It, Bad Influence, Hold on, Miss You, Tearing Us Apart – დუეტი თინა თერნერთან ). August – ქლეფთონის ყველაზე გაყიდვადი LP ალბომია. სიმღერა It’s in the Way That You Use It ასევე მარტინ სკორსეზეს ფილმ “ფულის ფერშიცაა” (The Color of Money) გამოყენებული.

1981 წელს ერიქ ქლეფთონმა ჯეფ ბექთან ერთად მონაწილეობა მიიღო “ემნესთი ინთერნეიშენალის” მიერ ორგანიზებულ კონცერტებში The Secret Policeman’s Other Ball, რომელთა მიზანიც ორგანიზაციისთვის თანხის შეგროვება იყო. 1984 წელს კი – როჯერ უოთერსის საკონცერტო-ალბომის The Pros and Cons of Hitch Hiking ჩაწერაში. ეს ორი გენიოსი – ერიქ ქლეფთონი და როჯერ უოთერსი კარგი მეგობრები არიან და მათ არაერთი კონცერტი აქვთ ერთობლივად გამართული.

საერთოდ, ქლეფთონი ცნობილია, როგორც უპრეტენზიო და თავმდაბალი ადამიანი – ის ძალიან ბევრ მუსიკოსთან თანამშრომლობდა და თანამშრომლობს, ზოგჯერ ისე, რომ მისი მონაწილეობა ამა თუ იმ კომპოზიციის ჩაწერაში, მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრისთვისაა ცნობილი.

საგულისხმოა, რომ ჯორჯ ჰარისონმაც აღადგინა მეგობრული ურთიერთობები ქლეფთონთან და თავისი წვლილი შეიტანა 1989 წლის ალბომის Journeyman ჩაწერაში. სიმღერამ Bad Love ქლეფთონს როკ მუსიკის საუკეთესო ვოკალისტის (Best Male Rock Vocal Performance) “გრემი” მოუტანა. ამის გარდა, აღსანიშნავია კომპოზიციები Old Love, Hard Times, No Alibis, სტანდარტები Hound Dog და Before You Accuse Me. ზოგადად, ეს ალბომი ნამდვილად გამორჩეულია – მან თავი მოუყარა არაერთ განსხვავებული სტილის შესანიშნავ მუსიკოსს და მასში არაჩვეულებრივადაა შერწყმული ბლუზი, ჯაზი და როკი.

სხათა შორის, სამი წლით ადრე ერიქ ქლეფთონი მიწვეული იყო მონთროს ჯაზ-ფესტივალზე, სადაც თავისი ჰიტები შეასრულა. ეს ლაივი გამოსულია CD (1986) და DVD (2006) ალბომის სახით.

70-იანების მსგავსად, მუსიკოსისთვის 90-იანებიც მძიმედ დაიწყო – 1990 წელს, ერიქ ქლეფთონთან ერთად საკონცერტო ტურნეში მყოფი მისი მეგობარი, კიდევ ერთი გენიალური გიტარისტი და ბლუზმენი სთივი რეი ვოუნი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

მომდევნო წელს კი ტრაგიკულად დაიღუპა ქლეფთონის ვაჟი ქონორი. მას ეძღვნება Tears in Heaven, რომელიც შედის 1992 წელს გამოცემულ შესანიშნავ აკუსტიკურ ალბომში – Unplugged. ეს სიმღერა და მთლიანად ალბომი 6 “გრემით” აღინიშნა.

იმავე წელს ბობ დილანის 30-წლიანი სასცენო მოღვაწეობის საიუბილეო კონცერტზე, ნიუ-იორქის “მედისონ სქუერ გარდენში” ქლეფთონმა კიდევ ერთხელ შეასრულა Knockin’ on Heaven’s Door. ეს კონცერტი (რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ თომ ფეთი, ჯორჯ ჰარისონი, ნილ იანგი, უილი ნელსონი, ჯონი უინთერი…) 2-დისკიან ალბომადაა გამოცემული.

Lyle Lovett, Willie Nelson, former President Bill Clinton, Whoopi Goldberg and Eric Clapton - "Willie Nelson and Friends: Live and Kickin" - Beacon Theatre - New York City, NY - May 26, 2003

1994 წელს ერიქ ქლეფთონმა ჩაწერა ალბომი From the Cradle, რომელმაც მორიგი გრემი მოუტანა. ეს ალბომი ბლუზის სტანდარტებისგან შედგება: Hoochie Coochie Man, Five Long Years, Driftin ასევე Groaning The Blues, Motherless Child Blues

საუკუნის ბოლოს ქლეფთონმა მონაწილეობა მიიღო ქარლოს სანთანას ალბომ Supernatural –ის ჩაწერაში (1999) და ბი ბი ქინგთან ერთად გამოსცა Riding with the King (2000).

2004 და 2007 წლებში დალასში ერიქ ქლეფთონის ორგანიზებით ჩატარდა გიტარისტთა ფესტივალი The Crossroads Guitar Festival. მასში მონაწილეობდნენ: ბი ბი ქინგი, ჯეი ჯეი ქეილი, ჯეფ ბექი, რობერთ ქრეი, ბო დიდლეი, ბადი გაი, ზაქირ ჰუსეინი, ქარლოს სანთანა, ჯო მაქლაფლინი, ფეთ მეტენი, ჰუბერთ სამლინი, სთივ ვეი, ჯონი უინთერი, სუზენ ტედეში, ალბერთ ლი, შერილ ქროუ (რომელსაც ერიქთან სასიყვარულო ურთიერთობები ჰქონდა გაჩაღებული და ამ უაღრესად პატივსაცემ საზოგადოებაშიც, როგორც ჩანს, ამ გზით მოხვდა :)…) შემოსული თანხა ქლეფთონის მიერ ანტიგუაში დაარსებულ ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით დაავადებულთა რეაბილიტაციის სამედიცინო ცენტრს, Crossroad-ს (“გზისგასაყარი”) გადაეცა.

2004 წელს ჯეი ჯეი ქეილმა და ერიქ ქლეფთონმა ასევე ჩაწერეს მშვენიერი ალბომი The Road to Escondido.

2008 და 2009 წლებში ერიქ ქლეფთონმა მონაწილეობა მიიღო ძველი მეგობრის სთივ უინვუდის და “The Allman Brothers Band”-ის მიერ ჩატარებულ კონცერტებში – ეს მეორე დუეინ ალმანის ხსოვნას მიეძღვნა.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: