Fashion Bazaar

მომეცით საკმარისი ფული, ნუ შემიშლით  ხელს და მთავარ სანიტარულ ექიმსაც კი დავარწმუნებ, მკვდარი კატების პარტია შეიძინოს.
“მეექსვე კოლონა”, რობერთ ჰაინლაინი

თანამედროვე მოდა  დიზაინერთა და მარკეტოლოგთა ერთობლივი შემოქმედების პროდუქტია და ცალკეულ შემთხვევაში, ნამდვილად არაა იოლი, იმის თქმა, ვისი წილია ერთმნიშვნელოვნად მეტი…

ანგლო-საქსური, ბუნებით დემოკრატიული და საყოველთაო მოდის გაბატონებამ მსოფლიოში, ერთის მხრივ და ამასთან დაკავშირებულმა მოდის ინდუსტრიის  გლობალიზაციამ და უნივერსიალიზაციამ, მეორეს მხრივ, სწორი მარკეტინგური სტრატეგიის, ბაზრის ზუსტი სეგმენტირების, მიზნობრივი მომხმარებლების გამოკვეთისა და მათზე სწორი ფოკუსირების როლი იმდენად გაზარდა, რომ ძლიერ მარკეტოლოგთა გუნდის ყოლა ნებისმიერი მოდის სახლისთვის, ლამის, საუკეთესო დიზაინერის ყოლის ტოლფასია.

მოდას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ ფეშენ-ბრენდების მარკეტინგული მართვის გამოცდილება დაახლოებით 100 წელს მოიცავს. ზოგადად, თანამედროვე მოდის ბაზარს  რამდენიმე სექტორად ყოფენ – სხვადასხვა სექტორში მოთამაშე კომპანიები  რეალიზაციისა და წარმოების განსხვავებულ სტრატეგიას იყენებენ.

პირობითად, შეგვიძლია, ხუთი ჯგუფი გამოვყოთ (შეიძლება Firefox-მა “ჩამოჭრას”. Flock-ში, Safari-ში და IE-ში სრულად ჩანს :)):

ჯგუფი კატეგორია ბრენდები ტანსაცმელი ფასი
ზედა მაღალი მოდა (Couture), კატეგორია: Glamour Chanel Couture, Yves Saint Laurent, Armani Privé, Giorgio Armani, Armani Colezzioni,  Christian Dior, Valentino,  Donna Karan, Ralph Lauren საღამოს, ცერემონიული, საწვეულებო (dress suit) ძალიან მაღალი,ზედა ზღვარი პრაქტიკულად არ არსებობს
მაღალი ე.წ. Upper Bridge (ზედა ხიდი) დიზაინერული მზა ტანსაცმლის მოდა (Designer Prêt-à-Porter),
კატეგორია: Better (უკეთესი), preppy
YSL Prêt-à-Porter, Emporio Armani, Brooks Brothers, CK, Mark by Mark Jackobs, HUGO by Hugo Boss, Lacoste Club, Kenneth Cole NY, Emanuel by Em. Ungaro, Cacharel, Ted Lapidus საღამოს, ნახევრად-ფორმალური (semi-formal), ყოველდღიური ბიზნეს სტილი
(Business-casual)
მაღალი და საშუალო
1000 დოლარამდე*
საშუალო ე.წ. Low Bridge (ქვედა ხიდი) სპორტული  და ურბანული მზა ტანსაცმელი (Prêt-à-Porter), კატეგორია: Popular (პოპულარული) Armani Exchange, Kenneth Cole Reaction, J. Crew, Lacoste Sport, Lauren by Ralph Lauren, Kenzo Jungle, Perry Ellis, Tommy Hilfiger, Banana Republic, Sysley ყოვედღიური (Casual), ურბანული საშუალო,500 დოლარამდე
საშუალო საბიუჯეტო საბიუჯეტო მოდა (Budget Fashion)კატეგორია: Fast fashion Levi’s, GAP, H&M, ZARA, UCoB, Abercrombie & Fitch, IZOD, Nautica ახალგაზრდული, სპორტული, ყოველდღიური დაბალი,300 დოლარამდე
ქვედა
საბიუჯეტო
მასობრივი პროდუქცია (mass market)კატეგორია: Discount Old Navy, Forever 21, L.L Bean, Spiegel, Mossimo  ასევე პროდუქცია,  რომლითაც დისკონტ-ქსელები(მაგალითად ROSS) ვაჭრობენ თინეიჯერული, ახალგაზრდული, სპორტული, ძალიან დაბალი, დისკონტური,100 დოლარამდე

* პირობითად აღებულია კურტაკის ფასი.

პირველ ორ ჯგუფში განლაგებული კომპანიების სტრატეგია პრესტიჟულობისა და  ექსკლუზიურობის ირგვლივ აიგება. მათ მიერ წარმოებული პროდუქციის იმიჯი, ხარისხი და ფასიც – მაღალია (მეორე ჯგუში ფასნამატმა შეიძლება 25-50% შეადგინოს, სარეკლამო ბიუჯეტმა კი – ფასის 7-10%). პროდუქცია იყიდება მხოლოდ მათ საკუთარ ბუტიკებში, ხოლო დიდ სავაჭრო ცენტრებში მათთვის ცალე კუთხე ან მაღაზიაა გამოყოფილი, შესაბამისი გაფორმებით, ლოგოთი, პერსონალით… ამ კომპანიებს დაქირავებული ყავთ მოდის სამყაროში კარგად ცნობილი მთავარი დიზაინერი, ეს ბრენდები მონაწილეობენ მაღალი და პრეტ-ა-პორტეს მოდის კვირეულებში და კოლექციებს ანახლებენ სეზონურად. ერთიანდებიან მაღალი მოდისა და დიზაინერთა ასოციაციებში. პროდუქციის შექმნის ციკლი გრძელია – ის გადის გზას დიზაინერიდან მანუფაქტურამდე და საკუთრივ საწარმოო პროცესიც, ვთქვათ, პერანგისთვის პრეტ-ა-პორტეს შემთხვევაში – დაახლოებით 15 საათს მოიცავს.

პირველი ორ ჯგუფის ბრენდები ფარავს როგორც ტანსაცმელს, ასევე ფეხსაცმელს, ტყავის აქსესუარებს, სათვალეებს, საათებს, პარფიუმერიას… ნებისმიერი კატეგორიის საქონლის ფასი – შესაბამისად მაღალია.

ამ კომპანიების განსაკუთრებული კონცენტრაცია ხდება დიზაინზე – საკუთრივ წარმოება ბრენდს გარეთაა გატანილი და სხვა კომპანიების ფაბრიკებში ხდება ხელშეკრულების საფუძველზე.

ამასთან, პრეტ-ა-პორტესგან განსხვავებით, მაღალი მოდის პროდუქცია 70% ხელით იწარმოება, ამდენად უკიდურესად ექსკლუზიურ ხასიათს ატარებს და მისი წარმოების პროცესის გატანა მესამე ქვეყნებში (ჩინეთი, ინდონეზია და ა.შ.) არ ხდება.

მესამე ჯგუფში, ჩვეულებრივ, ექსკლუზიური ბრენდების შედარებით იაფი, ახალგაზრდული და სპორტული პროდუქცია ხვდება – ესაა მოდის სახლების ე.წ. მეორე და მესამე ხაზები (მაგალითად; Armani Colezzioni – Emporio Armani – Armani Exchange), ისევე როგორც, საბიუჯეტო ბრენდების საკოლექციო და ზედა ხაზის პროდუქცია (GAP ჯგუფის Banana Republic ან United Colors of Benetton-ის Sisley). მათი ფილოსოფიაა – კარგი ხარისხის პროდუქციის შეთავაზება დემოკრატიულ ფასად. მიზნობრივი ბაზარია – ახალგაზრდები, სტუდენტები და საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტი. ამასთან, ფასნამატი ამ კატეგორიის პროდუქციაზე სულაც არ არის მცირე და 50-70%-ს შეადგენს. თუმცა, მათი სარეკლამო ბიუჯეტიც მაღალია – ფასის 20%-მდე.

მეოთხე-მეხუთე ჯგუფის კომპანიების სტრატეგია – მაქსიმალური მრავალფეროვნება და იაფი, კონვეიერული წარმოებაა. ამ მხრივ ჩემპიონი, რა თქმა უნდა, ZARA-ა. ერთი პერანგის წარმოებას დიზაინიდან – დახლამდე ის, საშუალოდ, 5-ჯერ უფრო სწრაფად ახერხებს, ვიდრე მაგალითად Upper Bridge სეგმენტის კომპანიები. კოლექციის ცნება აქ პირობითია, მისი ცვლა ხდება არა სეზონურად, არამედ სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე. სარეკლამო პოლიტიკა – აგრესიული და ყოვლისმომცველია, ფასნამატი – ძალიან მაღალი – რიგ შემთხვევაში 100% და მეტი. წარმოების დიდი ნაწილი ბრენდს შიგნითაა მოქცეული – ამ მხრივ ჩემპიონი კვლავ ZARA-ა, რომელიც თავად ფლობს ფაბრიკებს, სადისტრიბუციო ცენტრებს, საწყობებს და მაღაზიებს.

ამ ჯგუფის პროდუქცია იყიდება როგორც საცალოდ, ასევე – ბითუმად.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s