ქურთუკი მამაკაცის გარდერობის განუყოფელი ნაწილია. მამაკაცი ქურთუკში ყოველთვის ელეგანტურია. თუკი მამაკაცის გარდერობში ხუთი ქურთუკი მოიპოვება – ის ყველანაირი შემთხვევისთვისაა “ეკიპირებული”.
ეს ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
კლასიკური მუქი ლურჯი ფერის ბლეიზერი – მისი ჩაცმა შეიძლება ოფისში, ნახევრად-ოფიციალური და ნაკლებად ცერემონიალური ბიზნეს-შეხვედრების დროს, იდეალურია მოგზაურობისას, სხვადასხვა სანახაობებზე დასასწრებად და რესტორანში წასასვლელადაც გამოგადგებათ.
ყავისფერი ველვეტის ქურთუკი – გამოგადგებათ როგორც ოფისში, ასევე სამუშაოს შემდეგ – ბარში, პიკნიკების დროს თუ ბილიარდის თამაშისას… თუკი ჰალსტუხს შეუხამებთ – ის უფრო ფორმალური გახდება, თუ ჯინსის შარვალსა და პერანგ-პოლოზე ჩაიცვამთ – უფრო სპორტულ იერს მიიღებს. მოკლედ, ველვეტის ქურთუკი, პრაქტიკულად, შეუცვლელია.
ნაცრისფერი ტვიდის ან ფლანელის ქურთუკი – ცივ ამინდში გამოგადგებათ. მას იოლად შეუხამებთ როგორც პერანგსა და ჰალსტუხს, ასევე – ჯინსის შარვალს, როლინგსა და სვიტერს, ამდენად, როგორც ოფისის, ასევე უიქ-ენდის სიტუაციას მოერგება.
რამდენადაც ტვიდი მეტისმეტად კლასიკური და კონსერვატიულია, მაინც ფლანელი სჯობს.
ღია მონაცრისფრო/კვამლისფერი თხელი ბამბისა და/ან ტილოს ქურთუკი – ნებისმიერ ნაკლებ-ფორმალურ სიტუაციაში ჩასაცმელად, ზაფხულის ცხელ ამინდში.
დაბოლოს, როგორ იქნება, არ ვახსენოთ casual სტილის კლასიკა – რბილი ხაკის ქურთუკი. შეიძლება იყოს როგორც ლურჯი, ხაკისფერი, ჭაობისფერი… იდეალურად “წავა” ჯინსის და ხაკის შარვალზე, პრაქტიკულად ნებისმიერ casual ფეხსაცმელზე: boat shoes, desert boots, სპორტულ ფეხსაცმელზე, პერანგ-პოლოსა თუ პერანგ-“ოქსფორდზე”, როლინგზე…
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___