ჰენრი ფორდი და ქართველები

“Any customer can have a car painted any colour he wants so long as it is black.”
Henry Ford

ნებისმიერი ფერის ავტომობილი შეგიძლიათ შეიძინოთ, მთავარია, შავი იყოსო – ასე უთქვამს ჰენრი ფორდს გასული საუკუნის დასაწყისში. მაგრამ მას სულ მალე მოუწია ამ წესის გადაგდება, ჰოდა, ახლა დროა – ქართველებმაც მივბაძოთ.

თავიდან ორი ზოგადი “ოქროს” რჩევა:

პირველი: არასდროს (!!!) ჩაიცვათ იმავდროულად ერთ შავ სამოსზე მეტი, თუკი გასვენებაში არ მიდიხართ.

და

მეორე: არ შეახამოთ ერთდროულად სამ ფერზე მეტი, თუკი სცენაზე არ გადიხართ.

ამის შემდეგ, გადავიდეთ ფერთა განლაგებაზე.

არსებობს ფერთა რკალი. ამ რკალზე მსგავსი (ჰარმონიული) ფერები ერთმანეთის გვერდითაა განლაგებული, ხოლო კონტრასტული ფერები – ერთმანეთის საპირისპიროდ.

ამასთან წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი – თბილი ფერებია. მწვანე, ლურჯი, იისფერი – ცივი.

რკალი 1:

color_wheel

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონტრასტული ფერების შეხამება – არასდროს შეიძლება ან მსგავსი ფერების შეხამება – ყოველთვის მომგებიანია.

ზოგადად, არის სამი ძირითადი ფერი – ლურჯი, წითელი და ყვითელი. მხატვრებმა იციან – მოლბერტზე ძირითად ფერთა შეზავება, გვაძლევს მეორად ფერებს (მაგალითად ლურჯისა და ყვითლის – მწვანეს, ყვითლისა და წითლის – ნარინჯისფერს, წითლისა და ლურჯის – იისფერს), ძირითადი და მეორედი ფერების შეზავებით დამატებით კიდევ სხვა ფერებს ვიღებთ (მაგალითად ლურჯისა და ნარინჯისფრის შეზავება ყავისფერს გვაძლევს, თუ ამას თეთრ ფერს დავუმატებთ – ნაცრისფერს მივიღებთ და ა.შ. და ა.შ.).

თუკი ტანსაცმლის შერჩევისას მსგავს ფერებს ვახამებთ – წაუგებელ თამაშს ვთამაშობთ, მაგრამ არც დიდ რისკს ვწევთ. ჭადრაკის დაფას რომ ვუსხდეთ, ასეთი თამაშის შედეგი ყოველთვის ფრე იქნება. თუკი ფრე ხელს არ გაძლევთ – შეიძლება კონტრასტული ფერების შეხამება სცადოთ. ამისთვის ფერთა გამა და მეორადი და დამატებითი ფერები დაგეხმარებათ.

რკალი 2:

color wheel

მაგალითად – მწვანისა და წითლის შეხამება – ხმაურიანი, თამამი შეხამებაა, ძლიერი კონტრასტია (როგორც ვხედავთ, ფერები ერთმანეთის პირისპირაა განლაგებული). ეს ფერები ხაზს უსვამენ და აძლიერებენ ერთიმეორეს. ასეთი ჩაცმულობა მუდამ იქცევს ყურადღებას. თუკი ეს არ გვსურს, შეგვიძლია, იმავე მიმართულებით წავიდეთ, მაგრამ ოდნავ ტონი შევარბილოთ – ვთქვათ, მოლურჯო-მომწვანო ფერი შევახამოთ მოწითალო-ნარინჯისფერთან. ესეც კონტრასტია (ფერები ერთმანეთის საპირისპიროდ არიან განლაგებულნი), მაგრამ – უფრო რბილი კონტრასტი. იგივე ითქმის იისფრისა და მდოგვისფრის შეხამებაზე და ა.შ.

მომგებიანი არაა, თუ სულ ერთ ტონში გამოიყურებით. სცადეთ, ღია და მუქი ფერების შეხამება: მაგალითად – წითელი ან ოქროსფერი ჰალსტუხი შეიძლება მუქი ფერის ქურთუკსა და თეთრ პერანგს შევუხამოთ, ან მუქი ლურჯი პოლო – ხაკისფერ შარვალს (მხოლოდ გახსოვდეთ ის ორი “ოქროს” წესი, დასაწყისშივე რომ მოვიხმეთ).

ასევე შეგიძლიათ, შემდეგი შკალითაც ისარგებლოთ (შეიძლება Firefox-მა “ჩამოჭრას”. Flock-ში, Safari-ში და IE-ში სრულად ჩანს :)):

ქურთუკი პერანგი შარვალი ფეხსაცმელი და ქამარი ჰალსტუხი
მუქი ლურჯი თეთრი, ცისფერი, ყვითელი, ვარდისფერი ნაცრისფერი,
ხაკისფერი, ღია მოყავისფრო
ყავისფერი, შავი ცისფერი, ოქროსფერი, წითელი, შინდისფერი
ნაცრისფერი თეთრი, მონაცრისფრო, ყვითელი, ლურჯი, ღია იისფერი მუქი ლურჯი, შავი, ნაცრისფერი ყავისფერი, შავი შავი, თეთრი, ნაცრისფერი, მწვანე, მუქი ლურჯი, პასტელის ფერები
ყავისფერი თეთრი, ცისფერი, მონაცრისფრო-მოყვითალო, ყვითელი ნაცრისფერი, ხაკისფერი, მოყავისფრო ყავისფერი ხაკი, შავი, ყავისფერი, ჟანგისფერი, წითელი, ოქროსფერი, მწვანე, შინდისფერი
ხაკისფერი თეთრი, ცისფერი, მონაცრისფრო-მოყვითალო შავი, მუქი ლურჯი, ნაცრისფერი, მუქი ხაკისფერი ყავისფერი, შავი ხაკისფერი, ყავისფერი, ჟანგისფერი, ნარინჯისფერი, წითელი, ლურჯი
ზეთისხილისფერი თეთრი, მონაცრისფრო-მოყვითალო, ნაცრისფერი, ღია მოყვითალო, ღია ლურჯი ნაცრისფერი, ხაკისფერი, ყავისფერი, მუქი ლურჯი ყავისფერი შინდისფერი, მწვანე, ყვითელი, ჟანგისფერი, ხაკისფერი,
შავი თეთრი, ღია ნაცრისფერი, ყვითელი, ცისფერი ნაცრისფერი, ხაკისფერი შავი შავი, ნაცრისფერი, თეთრი, ცისფერი, ზეთისხილისფერი, შინდისფერი, პასტელის ფერები

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

3 thoughts on “ჰენრი ფორდი და ქართველები”

  1. ცხრილით ჩაცმა ძალიან რთულია :)))
    მეტისმეტად თავმდაბალი უნდა იყო ადამიანი, რომ საკუთარ თავს იმ დონეზე გამოუტყდე უგემოვნობაში, რომ ამგვარი ცხრილებით და გიდებით ისარგებლო. ისე მე არ მგონია რომ 1-ზე მეტი შავი დანაშაულია, თუ სხვა კონტრასტული ფერებითაა გაცოცხლებული. აი დღეს მაცვია შავი ქვედაბოლო და შავი ბლუზი, მაგრამ შეხამებული მაქვს ჭყეტელა მინთი სანდლები და სამაჯური, ორფერა ქამარი და შესაბამისად ძაანაც მომწონს. საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ უნდა ვენდოთ საკუთარ გემოვნებას, ოღონდ გადამლაშების გარეშე..

    Like

    1. ქენეთ ქოლს უყვარს შავი ფერი. 🙂 მაგრამ გამონაკლისები ადასტურებენ წესს.
      თან ეს პოსტი მამაკაცებზეა. 🙂 თუ შავი კოსტიუმი გაცვია, პლუს ამას შავი ჰალსტუხი და/ან შავი პერანგი არ უნდა დაუმატო. 🙂

      ცხრილი ფერთა გამაზე უფროა. მხატვრებს ასწავლიან ამას, დიზაინერებსაც ასწავლიან. პრინციპით გემოვნება კარგია, მაგრამ ცოდნით გამყარებული გემოვნება უკეთესია 🙂
      ზოგადად სიტუაციას გაჩნია. სად რა და როგორ.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: