ამბავი ხუთ შარვალზე

ტრადიციულ კილტში გამოწყობილი შოტლანდიელი მამა-შვილი  ქუჩაში მისეირნობენ.
გვერდით ლამაზი გოგო ჩაივლის შარვალში და ბიჭი თვალს გააყოლებს.
მამა გაუბრაზდება:
რამდენჯერ უნდა გითხრა, ყველა შარვალს  ნუ აყოლებ თვალს!

ჰოდა, ვისაუბროთ შარვლებზე.

უფრო სწორად, იმ შარვლებზე, ყველა მამაკაცის გარდერობში რომ უნდა მოიძებნებოდეს.

და ასეთი სულ ხუთია.

შარვალი პირველი – ჯინსი. ჯინსის შარვლის გარეშე გარდერობი – გარდერობი არაა. ჯინსის შარვალი ისაა, რითიც უნდა დაიწყოს გარდერობის შევსება. ჯინსის შარვალი პირველია, რომელიც მამაკაცმა უნდა შეიძინოს და სჯობს, ეს პირველი – კლასიკური ლურჯი ფერის 5 ჯიბიანი ჯინსის შარვალი იყოს.

დაივიწყეთ ის აზრი, რომ ჯინსი მხოლოდ უიქ-ენდის სამოსია, რომ მისი ჩაცმა სამუშაო საათებში არ ეგების. ჯინსის შარვალი არაერთგზის გამოგადგებათ – სამსახურში მიდიხართ? კი ბატონო. ჯინსის შარვალი, პერანგი-“ოქსფორდი”, ბამბის ან ტილოს ქურთუკი ორ ღილზე, “ბლიუხერები”, ტყავის ქამარი და აბრეშუმის ჰალსტუხი.

სამსახურის შემდეგ ბარში მიბრძანდებით კათხა ლუდისთვის და ბილიარდის სათამაშოდ? ჯინსის შარვალი, პერანგი-პოლო ან პერანგი-“რაგბი”ველვეტის ქურთუკი, “desert boots”, ტყავის ქამარი.

ქალაქგარეთ პიკნიკზე გადიხართ? ჯინსის შარვალი, ბამბის როლინგი, სპორტული ფეხსაცმელი.

მეორე შარვალი – ნაცრისფერი ფლანელის შარვალი ძალიან უნივერსალურია, მისი შეხამება სხვა სამოსთან იოლია. ის გრილ და ცივ სეზონში გამოგადგებათ. შესანიშბავად “წავა” როგორც ტვიდის ან ველვეტის ქურთუკზე, ლურჯ კლასიკურ ბლეიზერზე, პულოვერზე და კარდიგანზე (ჟაკეტზე). მშვენივრად შეუხამებთ მოლურჯო-მონაცრისფრო “bucks”, “ბლიუხერებს”, კურტაკს ან პალტოს.

მესამე შარვალი შავი ან ნაცრისფერი თხელი შალის შარვალია – როდესაც გსურთ უფრო ფორმალურად, ოფიციალურად გამოიყურებოდეთ, მსგავსი მატერიის პიჯაკს, თეთრ ბამბის პერანგსა და ფეხსაცმელ-“ოქსფორდებს” შეუხამებთ.

მეოთხე შარვალი – ღია ნაცრისფერი ტილოს შარვალი. იდეალურია თბილი და ცხელი ამინდებისთვის. მისი ჩაცმა შეიძლება ბამბის ან ტილოს პერანგსა და ქურთუკთან, პოლოსთან, ტყავის ლოფერებთან.

მეხუთე შარვალი – ხაკი – casual სტილის კიდევ ერთი კლასიკა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაიცვათ. შეუხამეთ პოლო, პერანგი-“ოქსფორდი”, როლინგი, კარდიგანი, ველვეტის, ბამბის ქურთუკი, ყავისფერი ტყავის ქამარი, ყავისფერი “ლოფერები”, “ბლიუხერები”, ჰალსტუხი (თუ ოფისში მიდიხართ) და თამამად გადით სახლიდან.

შევკეცოთ თუ არა შარვლის ტოტები?

შემოკეცილი შარვალი უფრო ფორმალურად გამოიყურება, ამიტომ, casual ტიპის შარვალი შემოკეცვის გარეშე უკეთესია.

რაც შეეხება ფორმალურ, გამოსასვლელ შარვალს, ზოგადი წესი ასეთია: ნაკეცებიან შარვალს (pleated pants) ტოტების ბოლოც უნდა შემოუკეცოთ (cuffed),  შარვალი ნაკეცების გარეშე (flat front pants) შეიძლება შემოიკეცოს ამერიკული მოდის თანახმად, ან არ შემოიკეცოს, როგორც ეს ევროპული მოდის მიმდევრებს ურჩევნიათ.

როგორი უნდა იყოს შარვლის სიგრძე?

უნივერსალური წესი ასეთია: შარვლის სიგრძე ისეთი უნდა იყოს, რომ წინიდან ერთ ნაკეცს იკეთებდეს და უკნიდან – არც ერთს.

თუმცა, ეს დოგმა არაა.

ამერიკელებს უფრო გრძელი შარვლები უყვართ, მაშინ, როდესაც ევროპაში შარვლის ნაკლები სიგრძეა მიღებული (განსაკუთრებით ეს გამოსასვლელ შარვალს ეხება) – ევროპელებს უბრალოდ სურთ, რომ შარვალმა მათი ელეგანტური ფეხსაცმელი არ დამალოს… 🙂

ამდენად, ოქროს წესის შექმნა რომ დაგვავალონ, ის, ალბათ, ასეთი იქნება: “შარვლის ტოტებქვეშ წინდები არ უნდა ჩანდეს, დანარჩენი კი – გემოვნების ამბავია”.

shoes and pants

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:
ამბავი ხუთ ქურთუკზე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s