“ბოტასი” და ბოტასი

რას ეძახიან ასლის გადამღებ აპარატს? ქსეროქსს. ფოტოაპარატს, რომელიც თავადვე ამჟღავნებს და ბეჭდავს სურათებს? პოლაროიდს. რა ქვია სპორტულ ფეხსაცმელს? კითხვაც არ უნდა, რა თქმა უნდა – ბოტასი.

დღეს ეს სიტყვა, შეიძლება, ბევრს აღარც ახსოვდეს, არადა არც ისე შორეულ 70-ებში ვინ იყო იმ ბავშვზე ბედნიერი, რომელიც ”სპეკულიანტებთან” ნაყიდ ბოტასებში გამოეწყობოდა?

სინამდვილეში ”ბოტასი”, ისევე როგორც ”ქსეროქსი” ან ”პოლაროიდი” ფირმის სახელწოდებაა. მას შემდეგ, რაც ცნობილი ჩეხი ფეხსაცმლის მწარმოებლის, ბატიას ოჯახი აშშ-ში გაიქცა (იხილე წერილი ”ბატა” და ტომაშ ბატია ), რამდენიმე მეწარმემ, რომლებიც ”ბატია”-სთან თანამშრომლობდა, გადაწყვიტა საკუთარი ფირმის ჩამოყალიბება და 1949 წელს ოფიციალურად დააფუძნა ფირმა ”ბოტასი”.

თავდაპირველად, მათ ჩვეულებრივი ფეხსაცმლის შეკერვა ჰქონდათ განზრახული, მაგრამ კონკურენციამ ფირმა ”ბოტასი” აიძულა საკუთარი ნიშა მოეძებნა და 1950 წლიდან ფაბრიკამ სხვადასხვა დანიშნულების სპორტული ფეხსაცმლის წარმოება დაიწყო. მოგვიანებით ე.წ. ”ვარშავის პაქტის” ქვეყნები, პირველ ყოვლისა კი – საბჭოთა კავშირი, ”ბოტასის” პროდუქციის მთავარ ბაზრებად იქცნენ. ”ბოტასი” ყიდდა როგორც პროფესიონალური დანიშნულების სპორტულ ფეხსაცმელს (მოციგურავეთათვის, ჰოკეისტთათვის, მოთხილამურეთათვის), ასევე პროდუქციას მოყვარულთათვის – საყოველთაოდ ცნობილ და პოპულარულ ბოტასებს. “ლიცენზიური” ”ადიდასის” გამოჩენამდე, საბჭოთა კავშირში ”ბოტასის” ბოტასები ყველაზე სანატრელ სპორტულ ფეხსაცმლად რჩებოდა. მათ საყიდლად მიდიოდნენ მოსკოვში, ყიდულობდნენ ”დახლს ქვემოდან”, ”სპეკულიანტებთან”, ბათუმში – სოც-ქვეყნებიდან ჩამოსული მეზღვაურებისა და ტურისტებისგან…

”ბოტასის” ფაბრიკა დღესაც არსებობს. მორავიის ქალაქ სკუტეჩში ახალი დანადგარებითა და ევროპისა და შეერთებული შტატების უნივერსიტეტებმოვლილი მენეჯერების ხელმძღვანელობით, ”ბოტასი” ცდილობს კონკურენცია გაუწიოს ”ადიდასსა” და ”ნაიკს”.

რუსეთი კვლავ რჩება მათი ექსპორტის ძირითად ბაზრად, სადაც ”ბოტასი”წელიწადში   200’000 ცალ სპორტულ ფეხსაცმელს ყიდის.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
www.botas.cz

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

4 thoughts on ““ბოტასი” და ბოტასი”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: