ძმები ბრუქსები: როგორ გამოვიყურებოდეთ, როგორც პრეზიდენტი

შეკერე და გაყიდე მხოლოდ რჩეული ხარისხის სამოსი. ივაჭრე სინდისიერი ფასნამატით. საქმე დაიჭირე მხოლოდ იმ ხალხთან, ვისაც ესმის ასეთი ტანსაცმლის ფასი.
ჰენრი სენდს ბრუქსი

image21818 წლის 7 აპრილს 45 წლის მეწარმემ ჰენრი სენდს ბრუქსმა (Henry Sands Brooks) ნიუ იორქში დააფუძნა კომპანია “H. & D.H. Brooks & Co.,” რითიც დასაბამი დაუდო ამერიკული  მოდის ლეგენდას, რომელიც უკვე 2 საუკუნეს ითვლის.

1833 წელს კომპანიას სათავეში ჩაუდგა მისი ვაჟი – ჰენრი ბრუქს უმცროსი, 1850 წელს კი – შვილიშვილები:  დენიელი, ჯონი და ელიშა, რომელთაც “H. & D.H. Brooks & Co.”-ს სახელი შეუცვალეს და აქედან მოყოლებული დღემდე კომპანიას “Brooks Brothers” (“ძმები ბრუქსები”) ჰქვია. ამავე წელს ძმებმა ბრუქსებმა ოქროს ვერძის გამოსახულება შეარჩიეს თავიანთ სავაჭრო ნიშნად. ეს სიმბოლოც დღემდე უცვლელია.

1858 წელს ძმებმა კომპანიის მეორე მაღაზია გახსნეს ნიუ იორქში. დღეს მაღაზიათა რიცხვი 280-ია, აქედან 210 – ამერიკის შეერთებულ შტატებში და 70 – მსოფლიოს სხვა ქვეყნებში (მათ შორის საფრანგეთში, იტალიაში, ინგლისში, კანადაში, იაპონიაში…). 1998 წელს მათ რიცხვს ონლაინ მაღაზიაც დაემატა.

“Brooks Brothers” – ესაა ერთდროულად ტრადიცია და ინოვაცია. მზა ტანსაცმლის უძველესი კომპანია ამერიკაში მდიდარი ისტორიის მანძილზე არაეთგზის გამხდარა მოდის ნოვატორი. მან:

1845 წელს – გასაყიდად გამოიტანა პირველი მზა კოსტიუმი მსოფლიოში.

1890 წელს – ფულარის (რბილი აბრეშუმის ქსოვილია) პირველი ჰალსტუხი აშშ-ში.button-down

1896 წელს – ჯონ ბრუქსმა გამოიგონა პერანგი საყელოზე ღილებით (ე.წ. Button-down shirt), რითიც ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მოდის ისტორიაში. აგერ უკვე საუკუნეზე მეტი ხანი გავიდა და ძნელია წარმოიდგინო  მამაკაცის გარდერობი, რომელშიც ამგვარი პერანგი არ მოიძებნება.

1904 წელს – დაიწყო შეტლენდიური (კუნძულია ატლანტის ოკეანეში) სვიტერის წარმოება – დღეს ის ამერიკულ კლასიკადაა მიჩნეული.

1910 წელს – ამერიკულ ბაზარს წარუდგინა კიდევ ერთი კლასიკური სამოსი – პირველი პალტო-პოლო (თავისუფლად შეკერილი, ჩვეულებრივ, აქლემის ბეწვის გრძელი პალტო).

1920 წელს – რიფსის ქსოვილისგან შეკერა მსოფლიოში პირველი ჰალსტუხი აწ უკვე brooksbrothers_shirtandtiesკლასიკად ქცეული ცერა ზოლებით.

1920 წელს – ამერიკული მოდის ინდუსტრიაში პირველმა გამოიყენა ინდური მადრასი (ბამბის თხელი ქსოვილი) .

1949 წელს – ამერიკაში პირველმა შეკერა seersucker სერთუკი (ე.წ. “ნაოჭებიანი”, “დაჭმუჭნილი” ბამბის მატერიაა, სახელწოდება მომდინარეობს სპარსული Shir (რძე) და Shakar (შაქარი)-იდან).

1949 წელი – კომპანიის პრეზიდენტმა, ჯონ ქლარქ ვუდმა პირველმა დაიტანა წინდებზე  რომბის ფორმის ფიგურები. ამგვარი წინდები დღემდე იწარმოება.

1976 წელი – კომპანიამ ახალი დეპატამენტი შექმნა, სახელწოდებით “Brooksgate” (“ბრუქსის კარიბჭე”) – რომელიც საგანგებოდ ახალგაზრდა ბიზნესმენებისა და მენეჯერების სეგმენტზე იყო კონცენტრირებული. ამ გზით კომპანიამ ბევრი მომავალში სახელგანთქმული და წარმატებული კლიენტი მიიზიდა, მათ შორის იყო რიჩარდ ნიქსონიც.

კომპანიის კლიენტები ზოგადად – ეს ცალკე თემაა. შეიძლება ითქვას, “ძმები ბრუქსები” კერავენ ამერიკის ისტორიას. თავად განსაჯეთ:

1865 წელს საინაუგურაციო ცერემონიაზე აბრაჰამ ლინქოლნი “Brooks Brothers”-ის სერთუკში იყო გამოწყობილი და ზუსტად ასევე ეცვა “ფორდის თეატრში”, სადაც მსახიობ ბუთის ტყვიისგან დაიღუპა.

(სხვათა შორის, აქედანა მოდის ტრადიცია, რომ კარგა ხნის განმავლობაში ამერიკაში შავი ფერის კოსტუმს გასვენებაში იცვამდნენ მხოლოდ და სხვა დროს – ერიდებოდნენ).

TeddyRooseveltგენერალი (და ამერიკის მომავალი პრეზიდენტი) გრანთი თავისი არმიის ოფიცრებისთვის სამოსს “Brooks Brothers”-ს უკვეთავდა.

პრეზიდენტი თეოდორ რუზველთი “Brooks Brothers”-ის სამხედრო ქურთუკს ატარებდა.

ფრანქლინ დელანო რუზველთს “Brooks Brothers”-ს ლაბადა  ეცვა.

პრეზიდენტები ქენედი, ფორდი და ჯორჯ ბუშ-უფროსი, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა, უპირატესობას “Brooks Brothers”-ის კოსტიუმებს ანიჭებდნენ ორღილიანი პიჯაკით.

ბილ ქლინთონი კი “Brooks Brothers”-ის ნაკლებად ფორმალურ, casual სამოსს ამჯობინებს –  ხაკის შარვალსა და კურტაკ-“ბომბერს”.

პრეზიდენტ ობამას ინაგურაციის დროს “Brooks Brothers”-ის პალტო ეცვა.Mrsalis

“Brooks Brothers”-ის კლიენტებს შორის იყვნენ და არიან:  მწერლები რიჩარდ იეითსი, ქურთ უონეგუთი და ბრეთ ისთონ ელისი (რომლებიც ფირმის ტანსაცმელს საკუთარ ნაწარმოებებშიც მოიხსენიებენ), მხატვარი ენდი უორჰოლი, ჯაზმენები სონი როლინსი და უინთონ მარსალისი, ყოფილი “ბითლზი” ფოლ მაქართნი, მსახიობები: დაგლას ფერბენქსი, ქეთრინ ჰეფბერნი, ქლაქ გეიბლი, ქერი გრანთი, რუდოლფო ვალენტინო, ფრედ ასთერი, ჯინ ჰექმანი,  ჯონ ვოითი, ჯეიმს გენდოლფინი, ბენ აფლექი, ქევინ ბეიქონი, ბიზნესმენები ჯეი ფი მორგანი და დეივიდ როქფელერი… რალფ ლორენი, სანამ 1967 წელს საკუთარ ბიზნესს დაიწყებდა, “Brooks Brothers”-ში  მუშაობდა გაყიდვების კონსულტანტად.

2006 წლიდან კომპანიის Black Fleece კოლექციის მთავარი დიზაინერი თომ ბროუნია (Thom Browne), რომელიც “ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ” (“Council of Fashion Designers of America”) 2006 წელს და ჟურნალმა “GQ” 2008 წელს წლის საუკეთესო დიზაინერად დაასახელა.

“Brooks Brothers” დღეს – ესაა  გამოსასვლელი, ბიზნეს, ყოველდღიური თუ სპორტული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და პარფიუმერია. ტანსაცმელი ყველა ასაკისა და ცხოვრების სტილის მამაკაცებისათვის, თუმცა, ამჟამად უკვე ქალისა და ბავშვის ტანსაცმელსაც აწარმოებს.

2001 წლიდან კომპანიას ფლობს საინვესტიციო ჯგუფი “Retail Brand Alliance, Inc.,” რომელიც იტალიელ მილიარდერთა დელ ვეკიოს (Del Vecchio) ოჯახს ეკუთვნის. დელ ვეკიო აგრეთვე ფლობს “Luxottica Group S.P.A.”-ს – ძვირფასი სათვალეების მწარმოებელ უდიდეს კომპანიას მსოფლიოში. “ოუქლის”, “რეი-ბანის”, “შანელის”, “პრადას”, “ენ ქლეინის”, “ვერსაჩეს”, “დონა ქარანის” და სხვ. სათვალეების გვერდით, “Luxottica” აწარმოებს “Brooks Brothers”-ის სათვალეებსაც.

ამერიკის ისტორიაში მზა ტანსაცმლის მწარმოებელი უძველესი კომპანია დღესაც იმ პრინციპებზე დგას, რაც ლამის აგერ უკვე 200 წლის წინ  ჰენრი სენდს ბრუქსმა განაცხადა – აწარმოებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და სთავაზობს მას სამართლიან ფასად იმ ადამიანებს, ვინც ეძიებს და აფასებს ამგვარ საქონელს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:

მათ შექმნეს ამერიკა

პრეზიდენტი და ბაყაყი

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: