ქენეთ ქოლი – ნიუ იორქელთა საყვარელი დიზაინერი

What you stand for is more important than what you stand in
Kenneth Cole

KennethColeRevამერიკელმა დიზაინერმა ქენეთ ქოლმა (Kenneth Cole) თავისი ბიზნესი ნიუ-იორქში 1982 წელს ფეხსაცმელების პირდაპირ თრეილერიდან გაყიდვით დაიწყო და დღეისათვის საკუთარი მოდის იმპერია შექმნა, რომლის ღირებულებაც 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ქოლი 1954 წელს ბრუქლინში დაიბადა, გარკვეული პერიოდი ათლანთაში სწავლობდა,  ცხოვრობდა და იურისტობისთვის ემზადებოდა, საბოლოოდ კი მაინც გენებმა და ტრადიციებმა გადაძალა (მამამისი ჩარლი ქოლი ფეხსაცმლის მწარმოებელი კომანიის “El Greco”-ს პრეზიდენტი იყო) და ფეხსაცმლის ინდუსტრიას დაუბრუნდა. მაგრამ 1982 წელს, როდესაც მან მშობლიურ ქალაქში საკუთარი ბიზნესის დაფუძნება გადაწყვიტა, ბაზარი გადაჯერებული იყო უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი მოთამაშით, ხოლო ბიზნეს-ქრონიკა – არშემდგარ მეწარმეთა წარუმატებელი ისტორიებით.

ნიუ-იორქელებისთვის იმხანად სრულიად უცნობი დიზაინერისთვის საკუთარი მაღაზიის გახსნა დიდი ფუფუნება და გაუმართლებლად დიდი რისკი იქნებოდა, მაგრამ მოკრძალებული ფინანსებით მან ვერც პრესტიჟულ ადგილას მდებარე და სასურველი ზომის დარბაზის დაქირავება შეძლო. მაშინ ქოლმა მარტივ და გენიალურ გამოსავალს მიაგნო –  ფეხსაცმელების გაყიდვა პირდაპირ თრეილერიდან დაიწყო,  მაგრამ აქ სხვა წინააღმდეგობას წააწყდა – ქალაქის ხელმძღვანელობა დიდი ზომის მქონე ავტომობილებისთვის ხანგრძლივი დროით გაჩერების (ფარქინგის) ნებართვას მხოლოდ კინო-კომპანიებზე გასცემდა და ქოლმაც თრეილერისთვის ადგილი კინოფილმის – “ფეხსაცმლის კომპანიის დაბადება” (“The Birth of a Shoe Company”) გადაღების მოტივით დაიქირავა, სწორედ მაშინდელი ეშმაკური მიგნების შედეგია, რომ ქენეთ ქოლის კომპანიას დღემდე კინო-ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი სახელწოდება – “Kenneth Cole Productions, Inc.” შემორჩა.

ქოლის თრეილერი მანჰეთენში, სასტუმრო “ჰილთონის” წინ 3 დღეზე ნაკლები იდგა და ამ ხნის განმავლობაში მან 40’000 წყვილი ფეხსაცმლის გაყიდვა მოახერხა, ამასთან, ეს ყველაფერი პატიოსნად გადაიღო ფირზე.

არ ვიცი რა ბედი ეწია დიზაინერის პირველ ფილმს (მას კომპანიის მუზეუმში უთუოდ საპატიო ადგილი აქვს მიჩენილი), მაგრამ “ვერშემდგარი” კინოკომპანია “Kenneth Cole Productions, Inc.” დღეს ნიუ-იორქისა და ამერიკული მოდის განუყოფელი ნაწილია.

1988 წელს ქენეთ ქოლმა ტანსაცმლის და აქსესუარების დიზაინს მიჰყო ხელი და, მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორქელებისთვის “ქოლი” კვლავ ფეხსაცმლის ლამისაა და სინონიმია, მისი ტანსაცმელი და აქსესუარები (განსაკუთრებით – ტყავის პროდუქცია და საათები) ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქვს აგრეთვე პარფიუმერული ხაზიც.

1994 წლიდან მისი კომპანია ღია ტიპის სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა, თუმცა, ქოლი დღემდე ინარჩუნებს მისი პრეზიდენტისა და მთავარი დიზაინერის პოსტს.

“Kenneth Cole Productions, Inc.”-ს 80 საკუთარი ბუტიკი აქვს და  სალიცენზიო შეთანხმება 4’500 მაღაზიასთან, რომელიც მის პროდუქციას ყიდის, პლუს ვაჭრობა კატალოგებით და ინტერნეტ-მაღაზიების მეშვეობით.  kenneth-cole-16th-annual-amfar-rocks-benefit-inside-0T7rts

ქოლი კლასიკური შავი და თეთრი ფერის შეხამების მოყვარულია.

განსხვავებით მისი ბევრად უფრო ცნობილი კოლეგებისგან (როგორებიც არიან რალფ ლორენი ან ქალვინ ქლეინი), ხშირად, ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. შედარებით იშვიათად ჩნდება მედიაში და სხვადასხვა ღია წვეულებებსა თუ მიღებებზე. ნაკლებს მოგზაურობს საზღვარგარეთ და მისი მარკეტინგული სტრატეგიაც უფრო მეტად ამერიკულ ბაზარზეა კონცენტრირებული (თუმცაკი აქვს მაღაზიები ამსტერდამში, სინგაპურში, ტაივანში…)

ის ტიპური ნიუ-იორქელია. მისი მეუღლე ნიუ-იორქის ყოფილი გუბერნატორის, მარიო ქუომოს ქალიშვილი, მარია ქუომოა. ქოლი ქლინთონებისა და ქენედების ოჯახების ახლო მეგობარია, ბილ ქლინთონის მეწყვილე გოლფში და ნიუ-იორქის ამჟამინდელი მერის მაიქლ ბლუმბერგის თანაავტორი… უფრო ზუსტად, მაიქლ ბლუმბერგია თანაავტორი ქენეთ ქოლის წიგნისა “Awearness” (შეგნება, ცოდნა). წიგნი ცვლილებებს, საზოგადოებრივად აქტიურ პოზიციას ეძღვნება და მასში თავმოყრილია ბილ ქლინთონის, რობერთ რედფორდის, მეჯიქ ჯონსონის, ჯეფრი საქსის და სხვა წარმატებულ ადამიანთა ესეები.

30026.bmp ქოლი ცნობილი ქველმოქმედია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი შიდსთან ბრძოლის საქმეში, მეტიც – ცნობილ ამერიკელთაგან ქოლი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჯერ კიდევ 1985 წელს დაიწყო ამ პრობლემაზე საუბარი . 1987 წლიდან მოყოლებული ის აქტიურადაა ჩაბმული უსახლკარო ამერიკელთა დახმარების საქმეშიც. გასაკვირი არაა, რომ ქოლი არაერთი საქველმოქმედო და ჰუმანიტარული ორგანიზაციის ჯილდოს მფლობელია, მათ შორის 1998 წელს მინიჭებული “საერთაშორისო ამნისტიის” (“Amnesty International”) ჯილდოსიც.

1997 წელს ჟურნალ Footwear News-ის (“ფეხსაცმლის (ინდუსტრიის) ამბები”) მიერ დასახელებულია წლის ადამიანად და მიღებული აქვს “მოდის ღირსების ორდენი” (The Fashion Medal of Honor), რომელსაც “ნიუ-იორქის ფეხსაცმლის დიზაინერთა ასოციაცია” (Fashion Footwear Association of New York) ანიჭებს ფეხსაცმლის მოდის ინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად.

დაბოლოს, როგორც ჟურნალ “ნიუ-იორქერიდან” (The New Yorker) შევიტყვეთ, ქენეთ ქოლი მიხეილ სააკაშვილის საყვარელი დიზაინერი ყოფილა, მაგრამ ეს უკვე, როგორც ოდესაში იტყვიან, სულ სხვა ისტორიაა. 🙂
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

3 thoughts on “ქენეთ ქოლი – ნიუ იორქელთა საყვარელი დიზაინერი”

    1. გააჩნია, რომელ ფეხსაცმელს გულისხმობ. ტყავის ფეხსაცმელი, ტყავის ძირზე (ვთქვათ ოქსფორდები) ზოგადად არის “უხეში” და ქოლი აქ არაფერ შუაშია. სხვაც ეგრეა.
      მაშინ უფრო მოსახერხებელი ფეხსაცმელი ჩაიცვი 🙂
      http://wp.me/pBTza-64

      ან სპეციალური ქაფი დაიხმარე – რომელიც ზედმეტად ვიწრო ფეხსაცმელს აფართოებს. კაი რამეა. ჩვენთანაც იყიდება ფეხსაცმლის მაღაზიებში. 😉

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: