დიდი სამეული: ბლეიზერი, ქურთუკი, პიჯაკი

ნახატი: Lucinda Rogers (Esquire)

ეს მამაკაცის გარდერობის დიდი სამეულია. სამივე, არსებითად, პიჯაკს წარმოადგენს, მაგრამ ერთმანეთისგანაც განსხვავდება და მეტი მოხერხებულობისთვის ამ პოსტში Blazer-ს ბლეიზერს ვუწოდებ, Sport coat/Sports jacket-ს (სპორტულ) ქურთუკს, Suit jacket-ს – (კოსტიუმის) პიჯაკს.

კლასიკური ბლეიზერი ესაა მუქი ლურჯი ფერის ორბორტიანი პიჯაკი, გვერდებზე – ორმხრივი ჭრილით. გულის ჯიბეს საკლუბო ემბლემა უმშვენებს და ღილები კი მეტალისგანაა დამზადებული და ოქროსფერი ან ვერცხლისფერია.  ის შალისგან იკერება.

გავრცელებულია აგრეთვე სხვა სახის ბლეიზერებიც: ერთბორტიანი, ღია ან მუქი ნაცრისფერი, სადა (ემბლემის გარეშე) ჯიბით.

ბლეიზერის ჯიბეები ე.წ. ფარფლების (pocket flaps) გარეშე იკერებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბლეიზერმა საკლუბო და უნიფორმის პიჯაკიდან, არაფორმალური ბიზნეს-სამოსის სტატუსი შეიძინა, ფარფლები სულ უფრო ხშირად ჩნდება.

1818 წლიდან მოყოლებული, ამერიკული მოდის ლეგენდა “ბრუქს ბრაზერს”-ის (“Brooks Brothers”) მუქი ფერის ბლეიზერი დიდი პოპულარობით სარგებლობს და დღევანდელი ნახევრად-ოფიციალური და ნაკლებად ცერემონიალური ბიზნეს-შეხვედრების განუყოფელი ნაწილია. ის, აგრეთვე, იდეალურია მოგზაურობისას, სხვადასხვა სანახაობებზე დასასწრებად, რესტორანში წასასვლელადაც გამოდგება.

ქურთუკი პიჯაკისგან მეტი სისადავით გამოირჩევა. მისი სტილი თავისუფალია და, შეიძლება, ტანზეც ოდნავ უფრო “დაუდევრად” მოირგოთ. შესაძლებელია, ერთი ფერის იყოს, ან ზოლებიანი და კუბოკრულიც კი. ქურთუკი იკერება შალისგან, ბამბისგან, ტილოსგან. ხშირად ხელოვნური მასალაც გამოიყენება (პოლიესტერი, ვისკოზა). პოპულარულია ველვეტის, ხავერდის, აქლემის ბეწვის ქურთუკებიც.

ქურთუკი, როგორც წესი, ერთბორტიანია ორი ან სამი ღილით. მას ფარფლებიანი ჯიბეები აქვს. შეიძლება უპირატესად მარჯვენა (იშვიათად, ასევე – მარცხენა) მხარეს ორი ჯიბეც ჰქონდეს – ერთი მეორის ზემოთ.

ქურთუკმა წარმატებით ჩაანაცვლა კოსტიუმი ოფისებში, ბარებში, აგრეთვე, სამუშაო საათებსა და დღისით გასამართ ბიზნეს-შეხვედრების დროსაც. ცხადია, მატერია და ფერი შემთხვევის შესაბამისად უნდა შეირჩეს. მისი ჩაცმა შესაძლებელია, როგორც პერანგზე, ასევე პოლოზე, მაისურზე, როლინგზე. მეტი თავისუფლება გაქვთ ფეხსაცმლის შეხამებისას – ჯინსის შარვლის შემთხვევაში, შეგიძლიათ, სპორტული ფეხსაცმელიც ჩაიცვათ.

პიჯაკი, ბლეიზერისა და ქურთუკისგან განსხვავებით, კოსტიუმის ნაწილია და იდენტური ფერისა და მატერიის შარვალი და, ხშირად, ჟილეტიც ახლავს.

მატერია მაღალი ხარისხისა და ნატურალური უნდა იყოს (დღეს უპირატესად ესაა წმინდა შალი). ფერი – მუქი (ნაცრისფერი, ლურჯი, შავი, ჭაობისფერი).

კოსტიუმი, ზოგადად, ითხოვს გამოსასვლელ ფეხსაცმელსა და ჰალსტუხს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:

Business-casual: არაფორმალური ბიზნეს-სტილი

ამბავი ხუთ ქურთუკზე

ამბავი ხუთ კოსტიუმზე

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: