Be Genuine: “ლაკოსტის” პერანგი-პოლო

„ლაკოსტის“ (Lacoste) პოლო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერანგია მსოფლიოში და ერთ-ერთი ყველაზე გაყალბებადიც. ყალბისმქმნელებთან საბრძოლველად კომპანია ყოველწლიურად 4 მილიონ ევრომდე ხარჯავს, მაგრამ თუ ამ თანხას ჩინეთის მილიარდზე მეტ ზრდასრულ მოსახლეზე გავყოფთ – ეს სულ არაფერია, ამიტომ, ურიგო არ იქნება, „ლაკოსტის“ პოლოს (და, ცხადია, სხვა პროდუქციის) ყიდვისას თუ სიფრთხილეს და დაკვირვებას გამოვიჩენთ და რამდენიმე რჩევასაც გავითვალისწინებთ.

„ლაკოსტის“ კლასიკური პოლო (polo) – ესაა მაღალი ხარისხის ფაფუკი ბამბის პერანგი, საყელოთი და ორი ან სამი ღილით. კლასიკური პოლო შეკერილია საგანგებო მეთოდით, რომელსაც პიკე (Piqué) ეწოდება – ამ დროს ბამბის ნართი პერანგის ზედაპირზე ექვსფერდა მოზაიკას ქმნის, რომელიც ფიჭას მოგვაგონებს. თითს თუ გაუსვამთ, ასეთი ზედაპირი „ხორკლიანია“. ამდენად, თუ პერანგი უხეშია, შეიცავს  სინთეტიკას, იოლად ელექტრიზდება, გლუვი „არაფიჭისებრი“ ზედაპირი აქვს – საქმე იაფფასიან იმიტაციასთანა გვაქვს.

გაშალეთ პერანგი – ის მსუბუქია, „სუნთქავს“ და თუ მზეზე გავხედავთ, სხივები ათას წერტილად დაიღვრება ნაკერებს შორის.

იარლიყი ორფაა, თეთრი ფერის, კომპანიის ნაქარგი დასახელებითა და ლოგოთი. წარწერაცა და ლოგოც იოლად იკითხება და კონტრასტულია. ამასთან, ნიანგის ორივე თვალი კარგად ჩანს. ზომა აღნიშნულია ციფრით (…4-5-6…) და არა ასოებით (…M-L-XL…).

პერანგის ქვედა მხარეს მიკერებულ იარლიყზე, სადაც მატერიის შემადგენლობაა მითითებული (ჩვეულებრივ, 100% ბამბა ანუ კოტონი, თუმცა, რამდენიმე წლის წინ „ლაკოსტმა“ ასევე დაიწყო 4-6% ელასტინის დამატება ზოგიერთი (მაგალითად ე.წ. „წითელი“ (Lacoste Red) ხაზის პროდუქციაში, ასევე ჯერსეს მაისურების წარმოება), აღნიშნულია მწარმოებელი ფაბრიკის დასახელებაც – ესაა ჯგუფი Lacoste Polo2„დევენლი“ (Devanlay), რომელიც „ლაკოსტის“ ტექსტილს (საფეიქრო პროდუქციას) კერავს. თუკი მწარმოებლად თავად „ლაკოსტია“ მითითებული – დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ყალბ მაისურს გადაეყარეთ.

კომპანიის ლოგო პოლოს ზედაპირზე ბოლო ღილის გასწვრივ ან ღილს დაბლა (მაგრამ – არა ნაკერს ქვემოთ) ტრადიციულ მარცხენა მხარესაა განლაგებული – ანუ  გულმკერდის არეში და საკმაოდ მაღლა.

Lacoste logo„ლაკოსტის“ ლოგო  ერთ-ერთი ყველაზე ცნობადია მსოფლიოში და განსაკუთრებული სიფაქიზით  მზადდება – ის ხასხასა ფერისაა (ტრადიციულად მწვანე, თუმცა, შესაძლოა, იყოს მოვერცხლისფრო ან რომელიმე სხვა ფერისა – როგორც ვთქვით, კლასიკურთან ერთად, კომპანია აწარმოებს საკოლექციო და ექსკლუზიურ ხაზებს), ნიანგის ყველა დეტალი: თვალი, კბილები, ენა, ბრჭყალები… კარგად ჩანს და იოლად იკითხება. მიუხედავად იმისა, მიკერებულია ის თუ, უფრო იშვიათ შემთხვევაში – ამოქარგული (კვლავ და კვლავ მოდელს გააჩნია) – ლოგო რელიეფური უნდა იყოს.

კარგად დააკვირდით ასევე ღილებს. „ლაკოსტი“ სადაფის ღილებს იყენებს – მათი გარჩევა იაფფასიანი იმიტაციისგან ძნელი არაა. ტრადიციულად, ღილები ფერადია (თუმცა, არსებობს ექსკლუზიური მოდელი თეთრი ფერის ღილებით), ამასთან, მათი ფერი თუმცა კი პერანგის ფერის ტონალობაშია, მაგრამ, მცირედ მაინც განსხვავებულია.

„ლაკოსტის“ პოლოს ფერი მდგრადია – ის საგანგებო მეთოდით 13 საათიანი შეღებვის („ფერის აღების“) პროცესს გადის. შეძენისას ფერის მდგრადობის შემოწმება ადგილზე ცოტა რთული საქმეა – თუმცა, დაკვირვება არც აქ იქნება ზედმეტი.

დაბოლოს – “ლაკოსტი” თავის პროდუქციას მხოლოდ საკუთარ საფირმო ბუტიკებსა და ავტორიზებული დისტრიბუტორების მეშვეობით ყიდის და არა ე.წ. შერეულ მაღაზიებში, სხვა ფირმის პროდუქციასთან აღრეულად. სავაჭრო ცენტრში კი “ლაკოსტს” აუცილებლად საკუთარი კუთხე ექნება გამოყოფილი, შესაბამისი აბრით და მომსახურე პერსონალით.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:
ყველაზე ცნობილი ნიანგი მსოფლიოში

Advertisements

7 thoughts on “Be Genuine: “ლაკოსტის” პერანგი-პოლო

  1. კაი და ნაღდი ლაკოსტა სად იყიდება? იმიტო რო რაც გიწერია მაგის მიხედვით თბილისში რაც იყიდება სუ სიაფანდობაა. ვაკეში რო მაღაზია იყო იქ იყიდებოდა ნაღდი?

    Like

    • იყიდებოდა… მაგრამ ეგ მაღაზია ფაფუ თავის ლაკოსტიანად.

      ისე თბილისში ბევრი რამე იყიდება. მაგრამ მარტივადაა ეგ ამბავი – ძაან ძნელი გასარჩევი არაა – თუ გავს იმას, რაც წერია ზემოთ – ნაღდია, თუ არადა – სიაფანდობა.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s