წესი პირველი: შარვლის სიგრძე ისეთი უნდა იყოს, რომ წინიდან ერთ ნაკეცს იკეთებდეს და უკნიდან – არც ერთს.
წესი მეორე: ყავისფერი არ შეეფერება სამუშაო საათებს.
წესი მესამე: აუცილებლად შეიკარით 2-ღილიანი პიჯაკის ზედა, 3-ღილიანი პიჯაკის შუა და 4-ღილიანი პიჯაკის ზედა სამი ღილი და არავითარ შემთხვევაში – სხვაგვარად.
წესი მეოთხე: ორბორტიანი პიჯაკი აუცილებლად ითხოვს ჰალსტუხს.
წესი მეხუთე: ჰალსტუხი აუცილებლად გრძელსახელოებიან პერანგს ითხოვს.
წესი მეექვსე: ჰალსტუხი უნდა იყოს პერანგის ფერზე (ერთი ტონით) უფრო მუქი და პიჯაკის ფერზე (ერთი ტონით) უფრო ღია.
წესი მეშვიდე: არ შეახამოთ მსგავსი ზოლები – მოჩვენებითი ჰარმონია ამ შემთხვევაში მხოლოდ უსიამოვნო ეფექტს თუ შექმნის. ზოლებიანი ჰალსტუხი მხოლოდ ერთფეროვან (მონოტონურ) პერანგზე უნდა გაიკეთოთ. გამონაკლისია – კონტრასტი: მაგალითად, წვრილი ვერტიკალური ზოლები პერანგზე და მსხვილი და მკვეთრი წრფივი ზოლები ჰალსტუხზე.
წესი მერვე: ჰალსტუხის ფერის, ზოლების თუ ნახატის შერჩევისას, ზოგადად, შეეცადეთ, რომ ჰალსტუხი პერანგის ფონში არ ჩაიკარგოს. ჰალსტუხი – პირველია, რაც ტანსაცმლიდან თვალში უნდა ხვდებოდეს.
წესი მეცხრე: ჰალსტუხი ისე უნდა შემოკვანძოთ, რომ კვანძის ქვეშ პატარა გრძივი ღარი გამოჩნდეს.
წესი მეათე: ნაკეცებიან შარვალს (pleated pants) ტოტების ბოლოც უნდა შემოუკეცოთ (cuffed), შარვალი ნაკეცების გარეშე (flat front pants) შეიძლება შემოიკეცოს, ამერიკული მოდის თანახმად, ან – არ შემოიკეცოს, როგორც ეს ევროპული მოდის მიმდევრებს ურჩევნიათ.
წესი მეთერთმეტე: პერანგი საყელოზე ღილებით არასდროს უნდა ჩაიცვათ ორბორტიან პიჯაკთან ერთად. ევროპული მოდის მიხედვით, ამგვარი პერანგი არც კოსტუმთან ერთად უნდა ჩაიცვათ, თუმცა ამერიკული მოდის მიმდევრებისთვის ასეთი შეხამება სავსებით დასაშვებია, გარდა მკაცრად ცერემონიალური შემთხვევებისა.
წესი მეთორმეტე: ტყავის ქამრის ფერი ტყავის ფეხსაცმლის ფერს უნდა შეეხამებოდეს, ხოლო წინდის ფერი – შარვლისას.
წესი მეცამეტე: და, რაც მთავარია, არ შეუშინდეთ წესების დარღვევას.
© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
მეცამეტე ყველაზე კარგია 🙂
საყელოზე ღილებიანი (ე.წ. ბატენის) პერანგები თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება თბილისში, ნორმალური პერანგები კი ძალიან იშვიათად
LikeLike
ra temaa, auh.. momwons 🙂
LikeLike