Smoking and Amazing Julie London

Julie London

შესანიშნავი მსახიობი და მომღერალი, გრილი ჯაზის დედოფალი  ჯული ლანდანი /Julie London (ჯული პეკ/Julie Peck) 1926 წლის სექტემბერს, ქალიფორნიაში, სანთა როზაში დაიბადა. მისი მშობლები ვარიეტეს მსახიობები იყვნენ და იმხანად მეტად პოპულარულ დუეტსაც შეადგენდნენ. 1929 წელს ოჯახი საცხოვრებლად სან ბერნარდოში გადავიდა, სადაც ჯულის მშობლები რადიოში მიიწვიეს საკუთარი შოუს გასაკეთებლად – სწორედ ამ შოუში გამოჩნდა პირველად ჯული ლანდანიც.

მისი გამორჩეული სამსახიობო და ვოკალური მონაცემები ეჭვს არ იწვევდა და 1941 წელს ოჯახი საცხოვრებლად ლოს ანჯელესში გადავიდა, რათა გოგონას კარიერის დაწყება გაადვილებოდა. ჰოლივუდში ის სამსახიობო ოსტატობას დაეუფლა და 1944 წელს თავის პირველ ფილმში Nabonga (Gorilla) გამოჩნდა. იმავე წელს მან, როგორც მომღერალმა, სხვადასხვა კლუბებში გამოსვლაც დაიწყო, მაგრამ კარიერას ხელი ბანალურმა მიზეზმა – გათხოვებამ შეუშალა.

1947 წელს ჯული პროდიუსერ და მსახიობ ჯექ უებზე გათხოვდა და ექვსი წლის განმავლობაში (ქმართან განქორწინებამდე) პუბლიკის თვალთახედვიდან გაქრა – ეს პერიოდი ის ცოლისა და დედის როლით კმაყოფილდებოდა და პოპულარული მეუღლის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა.  მიუხედავად ამისა, მისი ქორწინება 1953 წელს განშორებით დასრულდა. მომდევნო წელს მან ცნობილი ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი და პიანისტი ბობი თრუფი გაიცნო და მისი ცხოვრება ხელახლა შეცვალა – ჯული ლანდანი კვლავ დაუბრუნდა ეკრანსა და სცენას. მოგვიანებით მათ იქორწინეს და ამ ქორწინებამ თითქმის 40 წელი – ჯულის გარდაცვალებამდე გასტანა.

ის გადაღებულია 20-მდე ფილმში, მათ შორის ენთონი მენის კლასიკად ქცეულ ფილმში „კაცი დასავლეთიდან“ (Man of The West) სადაც სახელგანთქმული გარი კუპერი უწევს პარტნიორობას. 1972 წელს კი სერიალ „სასწრაფოში“ მიიწვიეს, სადაც 1977 წლამდე მონაწილეობდა, რის შემდეგაც, აქტიურ შოუ ბიზნესს ჩამოშორდა. სახალისოა, რომ „სასწრაფო“-ს პროდიუსერი ჯული ლანდანის პირველი მეუღლე ჯექ უები იყო, ხოლო სერიალში ჯულის გვერდთ მისი მეორე მეუღლე ბობი თრუფიც თამაშობდა.

(ლანდანის “სასწრაფო” (Emergency!) და ჯორჯ ქლუნის “სასწრაფო” (ER), რომელშიც ცნობილი მსახიობი და ჯაზის მომღერალი როზმარი ქლუნიც გამოჩნდა – სხვადასხვა სერიალებია).

ამავე დროს ჯული ლანდანის მუსიკალური კარიერაც წარმატებით ვითარდებოდა. ბობი თრუფმა ის ჯაზით დააინტერესა.  დაწყებული 1955 წლის სადებიუტო (და მის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული) ალბომით Julie Is Her Name (მილიონზე მეტი გაყიდული ფირფიტა) მან სულ 30-ზე მეტი ალბომი ჩაწერა. Cry Me a River, In the Middle of a Kiss, My Heart Belongs to Daddy, It Had to Be You, You’d Be So Nice to Come Home To, Around Midnight, Blue Moon, Fly Me to The Moon, Makin’ Whoopee და სხვა ჰიტები ჯული ლანდონის შესრულებით ჯაზის ოქროს ფონდშია შესული. 1955, 1956, 1957 წლებში ჟურნალი „დაუნ ბითი“ მას საუკეთესო ქალ-ვოკალისტთა შორის ასახელებს.
ჰოლივუდის დიდების ხეივანს მისი ვარსკვლავიც ამშვენებს.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

6 thoughts on “Smoking and Amazing Julie London”

    1. შირლი ბესის ვუსმენ ხოლმე ხანდისხან. 🙂
      ჯული კი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომღერალია. რო გადმოქაჩავ იმ ალბომში, მგონი, Hello Dolly უნდა იყოს. ლუის ვერსია ხომ გენიალურია, მაგრამ ნახავ, როგორ განსხვავებულად “გრილად” და ძალიან მაგრად ასრულებს ჯული.

      Like

  1. ბესთი გადმოვწერე და ძალიან მომეწონა ეს ტრეკები: fly_me_to_the_moon, sway, when_i_fall_in_love, making_whoopee

    ჰელოუ დოლი არ იყო, უნდა მოვძებნო აბა !!;))

    Like

  2. მისი Sway საერთოდ ყველაზე კარგი Sway-ა 🙂

    სტანდარტებში დოლი არაა? უცნაურია. ასე მახსოვს, რომ იყო… მაგისი ჩემი შედგენილი ბესთი თავის დროზე ავტვირთე ფორუმელებისთვის, მაგრამ ახლა ის ლინკი აღარაა. იქ ნაღდად იყო.

    შემიძლია დაგიიმეილო. მე ჯული ბლომად მაქვს. მათ შორის ლათინური ალბომიც. ასევე ძაან მაგარია, იმიტომ რომ ცხელ ლათინურ მელოდიებს გრილად მღერის. მაგარი საკაიფოა.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: