Anita O’Day: "The Jezebel of Jazz"

Anita O'Dayჯაზის ერთ-ერთი უდიდესი (ჩემი აზრით კი – საუკეთესო ) ვოკალისტი, იმპროვიზაციის და “გრილი” რიტმის დედოფალი, ანითაო’დეი/Anita O’Day (ანითაბელქოლთონი/AnitaBelleColton)1919 წლის 18 ოქტომბერს შიქაგოში დაიბადა.

მუსიკალური განათლება არ მიუღია. ადრეულ ასაკშივე თავი გამოავლინა, როგორც (დღეს რომიტყვიან) “რთულმა აღსაზრდელმა”.12 წლიდან ფაქტობრივად ოჯახი მიატოვა და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო – თავს შიქაგოს, ილინოისის,მიჩიგანის,მისურისდასხვ.ჩრდილ-ცენტრალურიშტატების პოპულარულ საცეკვაო კონკურსებზე (ე.წ.საცეკვაომარათონებზე)გამოსვლით ირჩენდა, იმვეკონკურსებზე პირველად სცადა სიმღერაც – შეასრულა პოპულარული LadyinRed(ცხადია,საუბარიაარაროიორბინსონისჰიტზე, არამედ 1935 წელს დაწერილ ელი ვრუბელისადამორთდიქსონისსიმღერაზე).

1936 წელს მიატოვა “საცეკვაო მარათონები”,რათა ვოკალური კარიერა დაეწყო. გამოდიოდა სხვადასხვა კლუბებში, ძირითადად მაინც როგორც ბექ-ვოკალი,თუმცა მომავალ მეუღლესთან, დრამერდონქართერთანშეხვედრამ არა მხოლოდ მისი პირადი ცხოვრება შეცვალა – ქართერმაის მუსიკალურ თეორიას და ჯაზის სტანდარტებს აზიარა, მეტიც, დასარტყამინსტრუმენტებზე დაკვრაც კი შეასწავლა. ამავე დროს “საჭირო”ადამიანებიც გააცნო, მათ შორის ქარლ ქონსი(ჟურნალ„დაუნბითის“რედაქტორი). 1938 წელს ქონსმაის თავის ახლადგახსნილკლუბOff-Beat-შიმიიწვია, სადაც ანითაო’დეიცნობილპიანისტმაქსმილერის კვარტეტთან ერთად გამოდიოდა. ეს თანამშრომლობა მომავალ წელსაც გაგრძელდა, როდესაც მაქსმილერის კვარტეტი და ანითაო’დეიდიდი წარმატებით გამოდიოდნენ პოპულარუკლუბშიThreeDeuces.რაღაცა პერიოდი ო’დეისხვადასხვა მუსიკოსებთან ერთადაც მღეროდა, მათ შორის რაიმონსქოთთანდა ბენი გუდმანთან,მაგრამ ნამდვილი წარმატება და დიდება მაინც ჯინქრუფასადაროიელდრიჯთანთანამშრომლობამ მოუტანა.

სვინგისდადიქსილენდისდიდმა ვარსკვლავმა, დრამერმადა ჯგუფის ლიდერმა ჯინქრუფამ(რომელიცბენგუდმნისბენდშიცუკრავდა)ანითაო’დეისპირველადკლუბOff-Beat-შიმოუსმინა. მას შემდეგ რაც 1941 წელს ირენდეიმქრუფასანსამბლი (და საერთოდ მუსიკალური კარიერაც) მიატოვა, ის ანითაო’დეიმშეცვალა.LetMeOffUptownმისი პირველი დიდი ჰიტი გახდა. „დაუნბითმა“ის „წლის ახალ ვარსკვლავად“(NewStaroftheYear)დაასახელა. 1942 წელს ანითაო’დეისკინო-დებიუტიცშედგაჯინქრუფასანსამბლთან ერთად ის ორ მოკლემეტრაჟიან მუსიკალურ ფილმში გადაიღეს.



მაგრამ 1943 წელს მარიხუანისშენახვის ბრალდებით ჯინქრუფა3 თვით დააპატიმრეს და ლიდერის გარეშე დარჩენილი ბენდიდაიშალა. აქედან მოყოლებული, იწყება ანითაო’დეისსოლო-კარიერა(თუმცა1944-შიის 11 თვის განმავლობაში სთენქენთონისბენდისწევრი იყო – რამაც ქენთონსარნახული პოპულარობა მოუტანა – ბენდთან ერთად ანითამ ფილმArtistryinRhythm-შიცმიიღო მონაწილეობა, ხოლო 1945-შიიმავე ხნით ჯინქრუფასმიერ აღდგენილ ბენდშიდაბრუნდა) – გამოდიოდა ისეთ განსხვავებულ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან ქაუნთბეისი,ბენიგუდმანი,ვუდიჰერმანი,ოსკარფითერსონი,ლუიარმსთრონგი,თელონიუსმონქი.მონაწილეობას იღებდა ჯაზ-ფესტივალებში.50-60წლებში თანამშრომლობდა ლეგენდარულ ნორმან გრანცთანდა მის ხმისჩამწერსტუდიანორგრანთან/ვერვთან(NorgranRecords,VerveRecords),დაწყებული პირველი ალბომით AnitaO’DaySingsJazz (1952), ანითაო’დეი,ელაფიცჯერალდთან ერთად, „ვერვრექორდსის“ყველაზე პოპულარული მომღერალი გახდა.

(ზოგიერთი წყარო მის პირველ ნორმან გრანცისეულალბომად ასახელებს 1955 წელს გამოცემულ ThisisAnita-ს,რაც შეცდომაა, უბრალოდ „ვერვრექორდსი“სტუდიის გვიანდელი სახელია, ხოლო „ნორგრანრექორდსი“,რომელმაცანითაო’დეისთანდადო კონტრაქტი – თავდაპირველი დასახელება. „ნორგრანი“სხვა არაფერია, თუ არა ნორმან გრანცი).

1955 და 1960 წლებში მონაწილეობდა კიდევ ორ ფილმში – ThisisAnitaდაJazzonaSummer’sDay.ეს მეორე ნიუფორთის1958 წლის ფესტივალს ეძღვნება და მასში ანითაო’დეიისეთ მუსიკოსებთან ერთადაა გადაღებული, როგორებიც არიან ლუიარმსთრონგი,თელონიუსმონქი,ჯორჯშირინგი,მიჰალიაჯექსონი,სონისთითი,ჯერიმულიგანი,დინავაშინგთონი,ართფარმერი, ერიქ დოლფიდაროკ-ენ-როლისგენიოსიჩაქბერი. ფილმში აგრეთვე მონაწილეობს რადიოსადგურ “ამერიკის ხმის” „ჯაზური ხმა“,ლეგენდარულიუილისქანოვერი,რომელმაც მთელი საბჭოთა კავშირი ჯაზით დააავადა.

Anita

წარმატებულ მუსიკალურ კარიერას, სამწუხაროდ, თან სდევდა არაერთი სკანდალი დაკავშირებული ნაროტიკებთან 1947 და 1953 წლებში ის ჯერ მარიხუანის,შემდეგ კი ჰეროინის მოხმარებისთვის გაასამართლეს. 1968 წელს კი, ჰეროინის დიდი დოზის მიღების შემდეგ, ექიმებმა სასწაულებრივად გადაარჩინეს სიკვდილს.

ორი წლის შემდეგ ანითაო’დეიჯაზს დაუბრუნდა. მისი ხელახალი „დებიუტი“1970 წელს ბერლინის ჯაზ-ფესტივალზეშედგა. ამას მოჰყვა სხვა კონცერტები, რამდენიმე ალბომი,რამდენიმეფილმი (მათ შორის თრილერი„ზიგ-ზაგი“(Zigzag),სადაც ის როგორც მსახიობი მონაწილეობს ჯორჯ ქენედისადა ლეგენდარულ ელი უოლაჰთან(შესანიშნავიშვიდეულის“ქალვერო)ერთად.

1997 წელს მან გონება დაკარგა, წაიქცა და მთელი წელი ინვალიდის სავარძელს აღმოჩნდა მიჯაჭვული. მიუხედავად ამისა, კვლავ გამოავლინა თავისი შეუპოვარი ხასიათი და 1999 წელს – 80 წლის ანითაო’დეიქარნეგი-ჰოლშიკონცერტზე გამოსვლაც შეძლო. დარბაზმა ფეხზე ადგომით და ხანგრძლივი ოვაციებით გადაუხადა მადლობა ჯაზის ლეგენდას.

2006 წელს ჩაწერილიIndestructible!ანითაო’დეისუკანასკნელი ალბომი აღმოჩნდა. იმავე წლის ნოემბერში ფილტვების ანთებით ის ქალიფორნიის ერთ-ერთ ჰოსპიტალში მოათავსეს. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე მან ჰოსპიტლიდანგაწერა და მისი შინ გადაყვანა მოითხოვა, რათა მადლიერების დღეს ლატაშიარ შეხვედროდა. 2006 წლის 23 ნოემბერს, მადლიერების დღეს, ის ძილში გარდაიცვალა.

P.S.

როგორც ურბანული ლეგენდა უბნობს, როდესაც ელა ფიცჯერალდის ბებიამ ამ ქალს მოუსმინა, შვილიშვილს დაურეკა და ასე უთხრა:
– შვილო ელიჩქა, დაანებე ახლა ჯაზის მღერას თავი და მოი ჩემსა, პერაშკების გამოცხობას გასწავლიო.
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

One thought on “Anita O’Day: "The Jezebel of Jazz"”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: