"If I’m the Duke, then Peggy’s the Queen!"

“თუკი მე ჰერცოგი ვარ, ფეგი – დედოფალია” (“If I’m the Duke, then Peggy’s the Queen”) ასე უთქვამს დიუქ ელინგთონს ფეგი ლის შესახებ.

Peggy Lee

ჯაზის დედოფალი ნორმა დელორის ეგსტრიომი, იგივე ფეგი ლი/Peggy Lee ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, წარმატებული და კერპად ქცეული ფიგურაა. იმ მუსიკოსთა ჩამოთვლა, რომლებიც ფეგი ლის ასახელებენ თავიანთ მასწავლებლად, მისაბაძ იდეალად, საყვარელ მომღერლად შორს წაგვიყვანდა, მაგალითისთვის საკმარისი იქნებოდა ზემოთ უკვე ნახსენები დიუქ ელინგთონის, ლუი არმსთრონგის, ფრენქ სინათრას, ელა ფიცჯერალდის, ბინგ ქროსბის გახსენება.

ფეგი ლის (1920-2002), დედა ადრე დაეღუპა, მამამ კი ბავშვები მიატოვა. ოჯახში, რომელმაც ის შვილად აიყვანა, ფეგი ლის დალხენილი ბავშვობა არ ჰქონია – ის სიღარიბეში იზრდებოდა, ამასთან, დედინაცვლისგან მუდმივი დამცირების ატანაც უწევდა. მოგვიანებით დაწერილი სიმღერა “ცემა-ტყეპა ყოველ დღე ” (One Beating a Day, Maybe More) მისი ბავშვობის მოგონებებს ეხმიანება.

17 წლისა იყო, როდესაც მიატოვა დედინაცვლის ოჯახი და ლოს ანჯელესს მიაშურა.

თავდაპირველად, ჰოლივუდში სამუშაოს მაძებარ ფეგი ლის არ უმართლებდა. მღეროდა ქუჩაში, მინეაფოლისის და სენთ-ლუისის პატარა კლუბებში, მაგრამ 1941 წელს შიქაგოს “ამბასადორ ოტელის” ღამის კლუბის სცენაზე  მომღერალმა ბენი გუდმანის ყურადღება მიიპყრო. სწორედ იმ ხანებში, ბენი გუდმანი მომღერალ ჰელენ ფორესთის შემცვლელს ეძებდა თავისი ორკესტრისთვის – ასე დაიწყო ამ ორი მუსიკოსის საოცრად წარმატებული თანამშრომლობა. I Got It Bad (And That Ain’t Good), Winter Weather, Somebody Else Is Taking My Place ჰიტებად იქცა.  1942 წლის 27 ივლისს ფეგი ლიმ და ბენი გუდმანის ორკესტრმა ჩაწერეს Why Don’t You Do Right?* – ცნობილი თემის დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი, რომელიც მილიონ ეკზემპლიარზე მეტი გაიყიდა.

სხვადასხვა დროს, ფეგი ლი მღეროდა ფერი ქომოსთან, ფრენქ სინათრასთან, ჯორჯ შირინგთან, ქუინსი ჯონსთან ერთად… 1955 წელს გადაღებულ ფილმში Pete Kelly’s Blues ის ელა ფიცჯერალდთან ერთად მონაწილეობდა (ამ როლმა მას ოსკარზე ნომინაციაც მოუტანა). როგორც სიმღერების ავტორი თანამშრომლობდა დიუკ ელინგთონთან, ლაურინდო ალმეიდასთან, ფრენსის ლეისთან, ლალო შიფრინთან… 12-ჯერ იყო ნომინირებული პრემია “გრემიზე” (Grammy), აქედან ორჯერ პრემია მას მიენიჭა.

ფეგი ლის სახელი შეტანილია სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში (Songwriters Hall of Fame).

რომ არა ანითა ო’დეი და ჯული ლანდანი ფეგი ლი ჩემი უსაყვარლესი ქალი-მომღერალი იქნებოდა 🙂

* სიმღერა Why Don’t You Do Right? იმათაც კი იციან, ვისაც ჯაზი არც უყვარს, რაც უდავოდ განაპირობა რობერთ ზემექისის შესანიშნავი ფილმის Who Framed Roger Rabbit”საუნდთრექმა. სიმღერას ფილმში ბაჭია როჯერის ცოლი – ჯესიქა რებითი ასრულებს სთივენ სფილბერგის იმჟამინდელი მეუღლის ემი ირვინგის ხმით.

Creative Commons License© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

2 thoughts on “"If I’m the Duke, then Peggy’s the Queen!"”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: