რეგთაიმი (ragtime, rag-time) იყო 19-საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობა, რომელიც ადრეული ჯაზის ერთ-ერთი მნიშვნელივანი ნაკადია. ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, უწინარეს ყოვლისა, როგორც საცეკვაო მუსიკა (ე.წ. Cakewalk dance). “სინემატოგრაფის” დაბადების შემდეგ მან კინოფილმების ძირითადი აკომპანემენტის როლიც შეითავსა.
თექსასელი პიანისტი სქოთ ჯოფლინი/Scott Joplin (1867-1917) რეგთაიმისი უდიდესი კომპოზიტორი და შემსრულებელია.
ფორტეპიანოს პირველი გაკვეთილები მან გერმანელი პიანისტის, იულიუს ვეისისგან მიიღო. ევროპული ყაიდის კლასიკურმა საფორტეპიანო განათლებამ თავისი როლი ითამაშა მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში და საშუალება მისცა ჯოფლინს ევროპული და აფრიკული რიტმების ოსტატური სინთეზი მოეხდინა. მან დიდი გავლენა მოახდინა ჯაზის განვითარებაზე. ჯოფლინის რიგი კომპოზიციები, პირველ რიგში კი უკვდავი “Maple Leaf Rag” და “The Entertainer” ალბათ ჯაზის ყველა მოყვარულს (და არა მხოლოდ) აქვს მოსმენილი.
1976 წელს (გარდაცვალებიდან თითქმის 60 წლის შემდეგ) ნიუ იორქის ქოლუმბიის უნივერსიტეტმა (Columbia University) სკოთ ჯოფლინს პულიცერის პრემია (Pulitzer Prize) მიანიჭა ამერიკული მუსიკის განვითარებაში უდიდესი წვლილის აღსანიშნავად. სენთ ლუისის დიდების ხეივანში (St. Louis Walk of Fame) მისი სახელობის ვარსკვლავია გახსნილი. სკოთ ჯოფლინის სახელი შეტანილია ბიგ-ბენდებისა და ჯაზის დიდების დარბაზში (Big Band and Jazz Hall of Fame). აშშ ჩანაწერთა დაცვის ეროვნულმა საბჭომ ჯოფლინის ჩანაწერები კონგრესის ბიბლიოთეკის მუსიკალურ ჩანაწერთა ეროვნულ რეგისტრში შეიტანა, როგორც უდიდესი “კულტურული, ისტორიული და ესთეტიკური ფასეულობა”.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
სკოტ ჯოპლინით (შენის ნებართვით, ასე ვუწოდებ) აღვიქვი, რა არის რეგთაიმი და “რა დედამ შობა” ჯაზი. უდაოდ ისეთი გრანდი იყო, ახალი აღმოჩენების სათავეებთან რომ დგანან ხოლმე.
LikeLike
ეგ რა სიღრმეებში შეხვედი 🙂 ბლოგს ვგულისხმობ. 🙂
ძაან ძველი პოსტია ეგ.
LikeLike
მუსიკის თაბში შევიჭყიტე და ჩემთვის ძვირფას მუსიკოსებს გადავხედე 🙂
LikeLike