კანონი

ბლოგინგის პირველი კანონი: ბლოგერს არ შეუძლია ზიანი მიაყენოს მკითხველს ან თავისი უმოქმედობით დაუშვას, რომ მკითხველს ზიანი მიადგეს.

ბლოგინგის მეორე კანონი: ბლოგერმა უნდა გაითვალისწინოს მკითხველის სურვილები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ეწინააღმდეგება პირველ კანონს.

ბლოგინგის მესამე კანონი: ბლოგერმა უნდა დაიცვას საკუთარი ბლოგი, თუკი ამგვარი დაცვა არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონებს.

ბლოგინგის მეოთხე კანონი: ბლოგერმა უნდა პოსტოს – კრიტიკული ზღვრის გადალახვის შემდეგ რაოდენობა გადადის ხარისხში.

Advertisements

21 thoughts on “კანონი

  1. ყველაფერი დაშვებულია, რაც კანონით აკრძალული არ არის– ეს კანონი მოქმედებს ლორდების სამფლობელოში?:)

    Like

  2. რესპექტ. მაგარია ძალიან. თუმცა კი დაკოპირებით არსად დავიკოპირებ, მაგრამ ბლოგისა და ბლოგერის დანიშნულებაზე ვფიქრობდი ამ ბოლო პერიოდში და მე მგონი პასუხს მივაგენი აქ.

    განსაკუთრებით მეოთხე კანონმა ამიხილა თვალი და გამიქრო კაეშანი 😉

    Like

დისკუსია დახურულია.