Blog Archives

5 წელი ბლოგინგის უფლებით

პირველად იყო პოსტი, და პოსტი იყო ბლოგზე და ბლოგი იყო Wორდპრესზე.

Wორდპრესმა აი, ასეთი მისალოცი ბარათი გამომიგზავნა.5y

არცკი მახსოვდა, თუ 5 წელი გავიდა. Wორდპრესს ხსომებია.

იცი კი, მკითხველო ეს რა 5 წელი იყო? ბევრი კარგი ბლოგერის გაცნობის. რამდენიმე მკითხველის გაცნობის. პოსტვის, ბოდვისა და გრაფომანობის 5 წელი.

2013 წელი Wორდპრესისთვისაც საიუბილეო წელია – მას 10 წელი უსრულდება (გამოდის, რომ ჩემი ბლოგი Wორდპრესზე 2-ჯერ უმცროსია). მეთ მულენვეგმა Wორდპრესი 2003 წელს შექმნა. მეთ მულენვეგი ერთი თექსასელი ბიჭია, უყვარს ჯაზი, ლივაისი, ფრაპუჩინო, სტეიკი, ჯოგინგი, ცხენზე ჯირითი, ძაღლები… მოკლედ, კარგი გემოვნება აქვს და ძალიან ჩვენიანია, ამიტომაც დედამიწელ ბლოგერთა თითქმის ნახევარი სწორედ Wორდპრესელია. :) და არ არს ბლოგი თვინიერ Wორდპრესისა.

Read the rest of this entry

ჩავლილი 2012

Stats 2012

გუშინ დამეზარა გაქართულება და პირდაპირ დავაშეარე ბლოგის 2012 წლის სტატისტიკა…  არადა, ყოველთვის ვთარგმნიდი ხოლმე. :)

წელს 53 პოსტი დამიწერია და 110’000 ნახვა მომიგროვებია (შარშან – 75 პოსტი მქონდა 64’000 ნახვით, შარშანწინ კი – 124 პოსტი 30’000 ნახვით. :) ) – ტენდენცია ნათელია, რაც უფრო ცოტას ვწერ, მით მეტს მკითხულობენ. :)

1’568 წაკითხვით ყველაზე შემოსავლიანი დღე 20 აპრილი აღმოჩნდა, ამ დღეს დავდე პოსტი აგენტისა და მისი ქალების შესახებ.

ყველაზე ხშირად ჩემს ბლოგზე ეძებდნენ და, ტრადიციულად, პოულობდნენ კიდეც თემებს: traki, ტრაკი, მასონები, kindle fire და nashebi. შარშანაც ზუსტად იგივე სერჩინგები იყო. :) საქართველო არ იცვლება. :)

ყველაზე ხშირად წაიკითხეს პოსტები:
Read the rest of this entry

ბლოგის ქურდები

თუ გაქვს ბლოგი. შენი ნაცოდვილარი ვიღაცას მოსწონს და მეტ-ნაკლებად არ გაკლია მკითხველი, ერთ დღესაც აუცილებლად გაგქურდავენ. ზოგს ეს ნაკლებად აღელვებს, ზოგს – გული მისდის, ზოგს კი ძალიან აბრაზებს… ვინც არ უნდა იყო ამ სამიდან, მინდა რამდენიმე რჩევა გაგიზიარო, თუ რა შეიძლება მოიმოქმედო, თუკი ერთ დღესაც აღმოაჩინე, რომ შენი პოსტი ვიღაცამ მიითვისა.

საავტორო უფლებების რეგისტრაცია

ერთი შესანიშნავი სერვისი, რრომელიც საშუალებას გაძლევს უფსოდ დაარეგისტრირო და იურიდიულად დაისაკუთრო შენი ინტელექტუალური ნამუშევარი არის MyFreeCopyright.com – შედიხარ ამ მისამართზე, რეგისტრირდები, უთითებ შენი ბლოგის, ვებ-გვერდის, RSS… მისამართს, MyFreeCopyright.com წაიკითხავს შენს ნაწერს, უნიკალურ ციფრულ ანაბეჭდს მიანიჭებს და html კოდსაც მოგცემს საიტზე გასათავსებლად (ვერიფიკაციისთვის, რომ მართლა შენს საიტს არეგისტრირებ და არა – სხვისას ;) ). თუკი ოდესმე დაგჭირდა საბუთი, რომ ესა და ეს ნამუშევარი მართლაც შენია – MyFreeCopyright.com ანაბეჭდი საბუთად გამოგადგება.

Read the rest of this entry

ჩავლილი 2011

The WordPress.com stats helper monkeys prepared a 2011 annual report for this blog.

75 ახალი პოსტი, 601 ატვირთული სურათი და ამ ყველაფრის მნახველი 64’000 ვიზიტორი (დიდი მადლობა მათ!) 2011 წელს. ასეთია ჩემი ბლოგის შედეგები (2 გაჩუქებული პოსტით 77 გამოდის).

ერთდროულად ყველაზე ბევრი – 863 ადამიანი 17 ივნისს შემოსულა თამაში დაბლინის ქუჩებში პოსტისთვის თვალის გადასავლებლად (მეგონა რომ სთივ ჯობსზე ან სექსსა და ქინდლზე პოსტები აჯობებდა…)

ყველაზე ხშირად ჩემს ბლოგზე ეძებდნენ და, რაც მთავარია – პოულობდნენ თემებს: traki, ტრაკი, nashebi, ქინდლი და მასონები.

მკითხველთა გეოგრაფია ასეთია: ევროპელთაგან თითქმის 80% საქართველოდანაა (სარკოზის კვალად Wორდპრესმაც ევროპად გვაღიარა!), აზიელთაგან – ისრაელიდან, ჩრდილო ამერიკელთაგან აშშ ლიდერობს, სამხრეთ ამერიკელთა შორის – ბრაზილიელები <3, ოკეანელთა შორის – ავსტრალიელები, აფრიკელთაგან კი მთელი 64% ეგვიპტელი ყოფილა – ასე რომ მუბარაქის დიქტატურის დამარცხებაში ჩემს ბლოგსაც შეუტანია წვლილი! Read the rest of this entry

იყიდე და გაყიდე ფეისბუქთან ერთად

social_marketing_logosონლაინ შოფერებმა იცით ალბათ, რომ შაქარბიჭუნამ მოვაჭრენო ყველა ქვეყნისა, პირწიგნაკზე შეიყარენითო – ბრძანა  და ლაიქების დაგროვებას, გირჩევნიათ, ფულის დაგროვება დაიწყოთო…

ფეისბუქი ონლაინ-მოვაჭრეებს სთავაზობს ფეისბუქ-მაღაზიების გახსნას, სადაც პოტენციურ (ფბ-ზე დარეგისტრირებულ) მყიდველებს შეეძლებათ ახალი თუ ძველი კოლექციების დათვალიერება და მათთვის სასურველი საქონელის შეძენა.

ამ შეთავაზებას ევროპელთაგან პირველი ASOS გამოეხმაურა და ვინც ამ მაღაზიით სარგებლობთ (მე – არა) ახლა უკვე შეგიძლიათ ფეისბუქიდან გაუსვლელად გადახედოთ მის მიერ გასაყიდად გამოტანილ 150’000-ზე მეტი დასახელების საქონელს და შეკვეთაც იქვე განათავსოთ (იუთუბ-მაღაზია ASOS-ს უკვე ჰქონდა). Куй железо не отходя от кассы – როგორც ამბობდა ჩვენი შეფი, მიხალ ივანიჩი. JC Penny-მ კიდევ უფრო ადრე გახსნა თავისი FB-მაღაზია.

Read the rest of this entry

ჩავლილი 2010

Healthy blog!

The Blog-Health-o-Meter™ reads Wow.

2010 წლის სტატისტიკა

Featured image124 ახალი პოსტი.

30’000 სტუმარი.

ყველაზე მეტი 462 მკითხველი 3 ივნისს შემოვიდა პოსტის ვინ დაწერა “ჩემო კარგო ქვეყანავ”? წასაკითხად.

შემომავალი ლინკები

ყველაზე მეტი ვიზიტორი ბლოგს ესტუმრა ლინკებიდან blogroll.ge, networkedblogs.com, holmes.ge, facebook.com, komunage.blogspot.com Read the rest of this entry

ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ბლოგერი

Bernardo LaPalloარ ვიცი, ქართველ ბლოგერთა საშუალო ასაკი რამდენია (ჰა-ჰა 23 იყოს – ჩვენი ბლოგოსფერო ხომ ჯერ მაინც ძალიან ნორჩია) აი, მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ბლოგერი კი ცნობილია – ესაა ბრაზილიელი ბერნარდო ლაპალო (Bernando LaPallo), რომელიც (ყურადღება!) 1901 წლის 17 აგვისტოს დაიბადა და, სხვა სურვილებზე რა მოგახსენოთ და, პოსტვის სურვილი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს… თუმცა, 109 წლის ასაკშიც ის იმდენად მხნედ გამოიყურება (ფოტო 1 წლის წინაა გადაღებული), რომ, ვფიქრობ, სხვა რამეებზეც რჩება დრო.

Read the rest of this entry

ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ვორდპრესზე ვარსკვლავები?

მორიგი სიახლე Wორდპრესელებისთვის.

ბევრ ბლოგერს პოსტის შეფასების სერვისი აქვს ჩართული – აი, პოსტის თავში (ან ბოლოში) ვარსკვლავები რომაა ჩამწკრივებული  და მკითხველს შეუძლია, შეაფასოს.

ახლა მათ გვერდით ლურჯ რგოლში ლათინური ასო i გამოჩნდა (რაც ინფორმაციას/information აღნიშნავს). თუკი ამ რგოლს დაკლიკავთ პატარა ფანჯარა გაიხსნება, სადაც მკითხველთა აზრითა და შეფასებით ბლოგის ყველაზე რეიტინგული პოსტების სია გამოჩნდება. შეგიძლიათ იქვე ნახოთ დღისა და კვირის რეიტინგ-სტატისტიკაც.

ეს ყველაფერი გამოიყურება ასე:

Bloginfo

Read the rest of this entry

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ

WP0ფილმში “ერიდე ავტომობილს” დონატას ბანიონისის გმირი ამბობს: “ერთნი ამბობენ, რომ ღმერთი არსებობს, მეორენი ამბობენ, რომ არ არსებობს… ასეა თუ ისე ამის დამტკიცება შეუძლებელიაო.”

ერთნი ამბობენ, რომ საიქიო არსებობს. მეორენი ამბობენ, რომ – არ არსებობს. ასეა თუ ისე ინტერნეტ კავშირი იქ ნამდვილად არ გექნებათ… ჰოდა, ღმერთმა ჯანი მოგცეთ და გარდაცვალების შემდეგ რა მოსდის თქვენს ბლოგს? ფეისბუქის პროფილს? იუთუბის არხს? თვითებს? იაჰო თუ გუგლ მეილ-ბოქსებს? სკაიპის ანგარიშს? ფლიკრ თუ ვებშოთ ალბომებს? ონლაინ-სეიფებსა და საცავებს, სადაც სხვადასხვა ჯურის ფაილებს ინახავთ?
Read the rest of this entry

დაალაიქე და ჩაეწერე ისტორიაში

ადრე უკვე დავწერე იმ Wორდპრესულ შესაძლებლობაზე, რასაც Like & Reblog (მოიწონე და გადაბლოგე) ეწოდება – ვთქვათ, რამე საინტერესო პოსტს გადაეყარეთ Wორდპრესულ ბლოგზე. ეკრანის თავზე საგანგებო ოფციები გაქვთ, ვარსკვლავითა და წარწერით Like.

აჭერთ მოწონების ღილაკს და Wორდპრესი იმახსოვრებს თქვენს არჩევანს – ნებისმიერ დროს, როცა კი გაგეხარდებათ, შეგიძლიათ მარტივად, ერთი პაწია კლიკით ხელახლა დაუბრუნდეთ მოწონებულ პოსტ(ებ)ს.

ახლა კი ამ ყველაფერს ახალი ოფციაც დაემატა – ყოველი Wორდპრესული პოსტის ქვემოთ გამოჩნდა ვარსკვლავი, წარწერა Like და ყველა იმ ადამიანის გრავატარი, ვინც კი პოსტი მოიწონა. Smile

Like

დაალაიქე და ჩაეწერე  Wორდპრესულ ისტორიაში!

გადმომირეკე, გიჟოოოო…

ფოტომეთმა (იგივე Wორდპრესის დამფუძნებელმა მეთ მულენვეგმა) Wორდპრესელი ბლოგერები დღეს კიდევ ერთი სიახლით გააკვირვა – ამიერიდან, შეგვიძლია არა მხოლოდ ვწეროთ საკუთარ ბლოგზე ან ვიკითხოთ სხვისი ბლოგი, არამედ დავურეკოთ კიდეც Wორდპრესულ ბლოგს.

ჰო… ჰო… დავურეკოთ.
ასე, უბრალოდ – ავიღოთ ტელეფონი და დავურეკოთ.

და მერე ჩვენი მასლაათი საკუთარ ბლოგთან ავტომატურად გამოქვეყნდება ბლოგზე.

ეგ კი არა და, თუ დეპოზიტი გაგვითავდა და ფინანსებში გვიჭირს, შეგვიძლია ზარი გავუშვათ და ბლოგი აუცილებლად გადმოგვირეკავს თავად.

საკუთარი ავტორის ხმის გაგონება ხომ მასაც უნდა…

Thank you Matt for our happy W-bloging! :)

Phone Your Blog It’s happened to all of us. The night starts off innocently enough with a little gin and tonic, maybe a mojito, then next thing you know you’re doing tequila shots with the bartender and the girl from Brazil and you find yourself thinking it would be a treMENdous idea to call up your ex and see how they’re doin … Read More

via WordPress.com News

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 210 other followers

%d bloggers like this: