Blog Archives

სადღესასწაულო ფილმების 10-ეული

მარტო სახლში? ბედის ირონია ანუ გაამოთ? რაც ყველაზე ძალიან გიყვარს?

ნურას უკაცრავად!

შავი შობა (Black Christmas, 1974)

1974-black-christmas Read the rest of this entry

წერილები თოვლის ბაბუას

საყვარელო თოვლის ბაბუ,

წელს მე ძალიან დამჯერათ ვიქცეოდი. ძალიან გთხოვ საჩუქრათ მინდა აიპოდი მომიტანო.

მიყვარხარ ნიკა

ჩემო ნიკა,

რა გამართულად წერ. რომ გაიზრდები, ალბათ, ჟურნალისტი გამოხვალ.

წელს აიპოდს მიიღებს შენი ძმა. სხვა თუ არაფერი, მან გრამატიკა მაინც იცის.

შენი თოვლის ბაბუა

*** Read the rest of this entry

ქალბატონი კლაუსი და სანტა-გოგონები

Mr.&Mrs.Clausამერიკელმა მხატვარმა თომას ნასთმა (Thomas Nast) 1863 წელს ჟურნალ Harper’s Weekly-ში წმინდა ნიკოლოზის თემაზე ნახატების გამოქვეყნება დაიწყო – ასე დაიბადა თანამედროვე სანტა კლაუსი. 1889 წელს კი ის, როგორც ეს მამაკაცებს ხშირად ემართებათ ხოლმე, გაგიჟდა და უღელში დურთა თავი… ანუ – დაქორწინდა. თუმცა,  ამ ამბავს გენდერისტებისა და ფემინისტების გარეშე არ ჩაუვლია…

მაგრამ, სჯობს, თავიდან დავიწყო.

სანტა კლაუსი (წმინდა ნიკოლოზი) მე-19 საუკუნის დასაწყისიდან გვევლინება შობის მთავარ ბერიკაცად. მანამდე მას სხვა კონკურენტები ყავდა, თუმცა სანტამ ყველანი ჩამოიშორა (ქართული პოლიტიკური ლექსიკა რომ მოვიშველიოთ – მიაჩმორა), საჩუქრების მთავარ დამრიგებლადა და შობის მთავარ მიმლოცველადაც საშვილიშვილოდ დამკვიდრდა და აგერ უკვე ორი საუკუნისაც მოიყარა.

Read the rest of this entry

Yule Nisse და სხვა ელფები

smugelf ელფები საშობაო მითოლოგიის უძველესი პერსონაჟები არიან, ბევრად ძველიც კი, ვიდრე – თავად სანტაა.

ცნობილია სკანდინავიური თქმულება ფუძის ანგელოზის შესახებ – შვედი ტომტე (Tomte), იგივე ნორვეგიელი და დანიელი ნისსე (Nisse), იგივე ფინელი ტონტუ (Tonttu) პატარა ტანის მოხუცი კაცია, რომელიც ოჯახის და, განსაკუთრებით კი, ბავშვების მფარველია (თუმცა, მისი გარეგნობის გათვალისწინებით, სიტყვა “ანგელოზი” ცოტა უადგილოა :) ).

ამასთან, ტომტე მკაცრი და წესრიგის მოყვარულია. უზრდელი და ბოროტი ბავშვები მას არ უყვარს. სელმა ლაგერლოფის შესანიშნავ წიგნში “ნილს ჰოლგერსონის არაჩვეულებრივი მოგზაურობა შვედეთში” ნილსს სწორედ ტომტე გადააქცევს ჯუჯად.

Read the rest of this entry

წითელცხვირა რუდოლფი

Santa sleigh წინა პოსტში ვწერდი, იმისთვის რომ ყველა ბავშვთან მიასწროს მისვლა, სანტა კლაუსის საჩუქრებით დატვირთული მარხილის სიჩქარე 1’700 კმ/წამს უნდა აღწევდეს, რაშიც მას წითელცხვირა რუდოლფი ეხმარება.

წითელცხვირა რუდოლფი (Rudolph the Red-Nosed Reindeer) კორიბუს ჯიშის ჩრდილოეთის ირემია. ქლემენთ ქლარქ მურის (Clement Clarke Moore) 1823 წელს გამოცემულ პოემაში “წმინდა ნიკოლოზის სტუმრობა” (A Visit From Saint Nicholas) ნათქვამია, რომ სანტას მარხილში სულ 8 ირემია შებმული.

Read the rest of this entry

გაიცანით, ბატონი ბინგლი

ბატონი ბინგლი (Mr. Bingle) თოვლის კაცია, სანტა კლაუსის ერთ-ერთი დამხმარე, საშობაო დღესასწაულების პოპულარული პერსონაჟი.

ის 1948 წელს დახატა დიზაინერმა ემილ ელაინმა (Emile Alline) და ლუიზიანის უნივერსამ Maison Blanche-ს შესთავაზა მათ ემბლემად და სარეკლამო სახედ. მაღაზიის მფლობელები თოვლის კაცით დაინტერესდნენ, სახელად მას Mr. Bingle შეურჩიეს (რაც უნივერსამის სახელწოდების ინიციალებს იმეორებდა) და ფრანგი ანიმატორი და მეთოჯინე ოსკარ ისენტრიუ (Edwin Harmon “Oscar” Isentrout) მოიყვანეს, რათა ბატონი ბინგლი “გაეცოცხლებინა” და გაეხმოვანებინა.

Read the rest of this entry

შობის გენერალური რეპეტიცია

St_ Nicholas 6 დეკემბერი, გრეგორიანული კალენდრით (ჩვენ რომ ახალ სტილს ვეძახით) – ნიკოლოზობა, დასავლეთის ბევრ ქვეყანაში შობის ერთგვარი გენერალური  რეპეტიციაა.

ტრადიციის მიხედვით, 5-დან 6-ისკენ გვიან ღამით ბავშვებს წმინდა ნიკოლოზი ესტუმრება ხოლმე და პატარ-პატარა საჩუქრები მიაქვს… მართალია, ეს ის საჩუქრები არაა, მთელი წელი რომ ოცნებობენ და საშობაოდ თხოვენ სანტას, მაგრამ ბავშვები კარის ზღურბლზე, ფანჯარასან, ბუხართან ან, უბრალოდ, სასთუმალთან მაინც გამოაწყობენ ხოლმე ჩექმებს ან  წინდებს ჩამოკიდებენ, რათა წმინდა ნიკოლოზმა იქ კამფეტები ჩაყაროს.

ეს ტრადიცია სათავეს მე-10 საუკუნის გერმანიიდან იღებს, სადაც 6 დეკემბერს კელნის ტაძარში სამრევლო სკოლის მოწაფეებს და წირვაზე მისულ ბავშვებს ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ.

მოგვიანებით კელნის ტაძრის მსახურთ გერმანიის და ევროპის სხვა ქვეყნების ეკლესიებშიც მიბაძეს. დღეს კი ეს ტრადიცია, როგორც შობის შემთხვევაშიც მოხდა, წმინდა რელიგიურ ჩარჩოებს გაცდა.

Read the rest of this entry

სანტა ლაპლანდიიდან

Santa by Tomas Nastწმინდა ნიკოლოზი, რომელიც ბავშვებს შობის გენერალურ რეპეტიციაზე, 6 დეკემბერს ესტუმრება ხოლმე კრამპუსთან იქნება, პელზნიკელთან თუ შავ პიტერთან ერთად, 25-ში გამთენიისას ხელახლა მოდის, რათა ყველა საშობაო სურვილი აგვისრულოს.

სანტა კლაუსი (Sinterklaas, Santa Claus, Saint Nicholas) გერმანული ტომების ფოლკლორული და გვიანდელი ქრისტიანული გადმოცემების ერთგვარი ნაზავის შედეგია. ძალიან კარგი და ბუნებრივი ნაზავის.

ნიკოლოზობისა და შობის ტრადიციებზე წინა პოსტში უკვე დავწერე, აღარ გავიმეორებ. ამერიკაში კი ეს ჩვეულებები ჰოლანდიელმა ემიგრანტებმა შეიტანეს. ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსმა უოშინგთონ ირვინგმა (Washington Irving) 1809 წელს გამოსცა თავისი “ნიუ-იორქის ისტორია” (A History of New York), სადაც, ამერიკელი ჰოლანდიელების სადღესასწაულო ტრადიციების აღწერისას წმინდა ნიკოლოზიც ახსენა. წიგნის 1812 წლის გამოცემაში კი სანტას სახე მფრინავი მარხილითა და სხვა ატრიბუტიკითაც განავრცო.

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 211 other followers

%d bloggers like this: