Blog Archives
პრეზიდენტი და ბაყაყი
მივხვდი თქვენი უბედურების მიზეზს: ძალიან სერიოზულები ხართ.
ბრძნული იერი სულაც არაა ჭკუის ნიშანი, ბატონებო. ამქვეყნად ყველა სიბრიყვეს ადამიანები სწორედ ამ გამომეტყველებით სჩადიან.
ასე რომ, გაიღიმეთ, ბატონებო, გაიღიმეთ!
გრიგორი გორინი, “სწორედ ის მიუნგჰაუზენი”
მათ შექმნეს ამერიკა…
ამერიკული მოდის ინდუსტრიის ორი ლეგენდა – Levi’s და Brooks Brothers ერთიანდებიან, რათა ბაზარს წარუდგინონ ჯინსების ექსკლუზიური კოლექცია:
501, 505 და 514 სპეციალურად შექმნილი Brooks Brothers-ისთვის.
ეს მოდელები გარეგნულად არაფრით განსხვავდება Levi’s-ის ტრადიციული პროდუქციისგან, მხოლოდ ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნიუანსით – ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებშია შეკერილი. კოლექცია Brooks Brothers-ის მაღაზიებში იყიდება და ფასიც შესაბამისია – რამდენჯერმე ძვირი, ვიდრე Levi’s-ის მაღაზიებში წარმოდგენილი ჯინსის შარვლები.
თუმცა, Levi’s for Brooks Brothers არ არის უბრალოდ ტანსაცმელი. ესაა ამერიკული ლეგენდა. თანაც, ორმაგი. ![]()
Why wearing H&M still IS NOT prestigious
მინდა ჩემი მეგობარი-ბლოგერის ერთ პოსტს შევეკამათო.
საუბარია ე.წ. Fast fashion-ის ერთ-ერთი ზვიგენის H&M-ის მცდელობაზე, მოახდინოს საკუთარი თავის რე-პოზიციონირება და გადაფაროს ბაზრის საშუალო-ზედა სეგმენტი. ამისთვის კომპანია კოლექციის ნაწილს ცნობილ დიზაინერებს უკვეთავს. თუმცა, ეს მხოლოდ H&M-ს არ ეხება. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა შედარებით დაბალ საბაზრო და საფასო კატეგორიაში მოღვაწე ბრენდებისთვის. იგივე გააკეთეს Liz Clabiorne, Mexx, Puma-მ…
მაგრამ ეს მცდელობები, რეალურად, მხოლოდ მათივე საბაზრო სექტორის მეტი პროცენტის დაკავების სშუალებაა და არა გარღვევა ერთი სეგმენტიდან მეორეში – მარტივად რომ ვთქვათ, Sonia Rykiel for H&M შეავიწროვებს GAP და ZARRA-ს მაგრამ ვერაფერს დააკლებს HUGO by Hugo Boss, Lacoste Club, Brooks Brothers-ს…
მიზეზები მარტივია.
ძმები ბრუქსები: როგორ გამოვიყურებოდეთ, როგორც პრეზიდენტი
შეკერე და გაყიდე მხოლოდ რჩეული ხარისხის სამოსი. ივაჭრე სინდისიერი ფასნამატით. საქმე დაიჭირე მხოლოდ იმ ხალხთან, ვისაც ესმის ასეთი ტანსაცმლის ფასი.
ჰენრი სენდს ბრუქსი
1818 წლის 7 აპრილს 45 წლის მეწარმემ ჰენრი სენდს ბრუქსმა (Henry Sands Brooks) ნიუ იორქში დააფუძნა კომპანია “H. & D.H. Brooks & Co.,” რითიც დასაბამი დაუდო ამერიკული მოდის ლეგენდას, რომელიც უკვე 2 საუკუნეს ითვლის.
1833 წელს კომპანიას სათავეში ჩაუდგა მისი ვაჟი – ჰენრი ბრუქს უმცროსი, 1850 წელს კი – შვილიშვილები: დენიელი, ჯონი და ელიშა, რომელთაც “H. & D.H. Brooks & Co.”-ს სახელი შეუცვალეს და აქედან მოყოლებული დღემდე კომპანიას “Brooks Brothers” (“ძმები ბრუქსები”) ჰქვია. ამავე წელს ძმებმა ბრუქსებმა ოქროს ვერძის გამოსახულება შეარჩიეს თავიანთ სავაჭრო ნიშნად. ეს სიმბოლოც დღემდე უცვლელია.























