Blog Archives

უნარ-ჩვევები.კომ

როგორ მოხვდი მანდა? უპასუხე უფროსსა!
ბავშვობიდან აქა ვზივარ!
ბავშვობიდან აქა ვზივარო…
ჰმ! ხუმრობს?
ირაკლი კვირიკაძე, “ქვევრი”

ვხუმრობ. ბავშვობიდან ნამდვილად არა, მაგრამ მე-4 წელი კი იქნება, რაც ონლაინ შოფინის ძირგავარდნილ ქვევრში ჩავძვერი და მას მერე კი ვზივარ იქ. 122+1 ამანათი მაქვს მიღებ-ჩაბარებული. 4 წელიწადი არაა ბევრიო, ეგებ, იფიქროთ. ვისთვის ბევრია, ვისთვის – ცოტა. ადრე ნაყიდ ნივთებს აშშ-ში ჩემს საფოსტო ყუთში ვაგროვებდი და ერთ ამანათად მიგზავნიდნენ ხოლმე. მაშინ 1’500 ლარამდე ღირებულების გზავნილები განბაჟებისგან თავისუფალი იყო, შემდეგ ეს ზღვარი 300 ლარამდე დაწიეს. ცოტაა. მაგრამ ეს იქეთ იყოს. მოკლედ, 4 წელია ონლაინვშოფინგობ და ადრე პოსტიც დავწერე ამ ამბავზე. რამდენიმე რჩევის უფლებაც მივეცი თავს. ახლა კი იმ ონლაინ მაღაზიაზე მოგიყვებით, რომელსაც ჩემი უნარ-ჩვევები. კომ ჰქვია იგივე MyHabit.com. თუმცა, ვინც ეს საიტი იცით (უმრავლესობამ, ალბათ, იცით) ჩემს პოსტში ახალს ვერაფერს გაიგებთ და დროს ნუ დაკარგავთ – სხვა ბლოგზე გადადით.

0

Read the rest of this entry

ოთხი ახალი ქინდლი, ანუ გუგლ, გამოიღე!

ჰო… ვიცი, ვიცი – უფრო კორექტული სათაური უნდა მომეფიქრებინა, მაგრამ ახლა, ცხელ გულზე და შთაბეჭდილებების ქვეშ, როდესაც სულ ერთი საათია, რაც “ამაზონის” პრეს-კონფერენცია დასრულდა, ამაზე უკეთესი არაფერი მაფიქრდება.

Аmazon event2012 წლის 6 სექტემბერს, სანთა მონიქის აეროპორტის ანგარში “ამაზონმა” ჟურნალისტები და ბლოგერები პრეს-კონფერენციაზე მიიწვია. შუბი ხალათში არ იმალება და ყველამ იცოდა, რომ კომპანია ახალი ქინდლების პრეზენტაციას გეგმავდა. ელოდნენ ახალ რიდერს, ორ ახალ ტაბლეტს და, სავარაუდოდ, სმართფონს. მოარული ხმები, რომ “ამაზონი” აპირებდა ფეხი შეედგა იქ, სადაც “ეფლი” მეფობს – დიდეკრანიანი ტაბლეტების სეგმენტში – კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გადამოწმდა და არ დადასტურდა – აი ამ კულუარულ-ინფორმაციული ბაგაჟით მიბრძანდნენ მიწვეულნი პრეს-კონფერენციაზე და არამიწვეულნი, მაგრამ დაინტერესებულნი კი მივუსხედით ინტერნეტს.

Read the rest of this entry

How-To: როგორ მოვირგოთ Kindle Fire?

ერთ მარტივ ხერხზე მინდა დავწერო, რომლითაც КF ინტერფეისის შეცვლა შეიძლება. ბევრმა, ალბათ, იცის კიდეც, მაგრამ ახალბედა ფაერისტებს გამოგადგებათ.

KF უნიკალური ინტერფეისით გაოირჩევა – ის ანდროიდის ტრადიციულ ინტერფეისს არ ჰგავს. ზოგს ეს მოსწონს, ზოგისთვის კი – უჩვეულოა. ვისაც სურს, მისი “ქინდლი” სხვა ანდროიდ-ტაბლეტებს დაემსგავსოს, ორი პროგრამა დასჭირდება: GO Launcher EX და My Kindle Wallpaper.

Go Launcher EX – ალტერნატული გამშვებია – ტრადიციული ანდროიდისეული ინტერფეისით, 7 ფანჯრით, ვიჯეთებით, ანიმირებული ვოლფეიფერებით და ა.შ.

My Kindle Wallpaper – კი ვოლფეიფერების დამატების/გამოცვლის საშუალებაა.

ამასთან, ორივე პროგრამა თავსებადია KF-თან და დაურუთავ დივაისზეც დგება. ამაზონისეული ინტერფეისი და ვოლფეიფერებიც არსად ქრება – თუ ძირითად (დეფოლტ) გამშვებად Go Launcher EX-ს არ აირჩევ, მაშინ “ჰოუმ” ღილაკზე დაჭერით პოპ-აპ მენიუ ამოხტება და ინტერფეისიდან ინტერფეისზე იოლად გადახვალ.

КF-ისთვის ვოლფეიფერები შეგიძლია აქ მოძებნო, ან დაგუგლო ან, სულაც, თავად დახატო.

სულ ესაა. იმედი მაქვს, გამოგადგება. :)

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

მოცინარი კაცი: მე-300 პოსტი

ოდესმე ამ ბლოგზე მე-100 პოსტი დაიწერა. ის ერთ ძალიან ლამაზ ქალზე იყო.

მე-200 პოსტი რომელი იყო არც ვიცი, გამომეპარა. :)

Jeff-Bezosახლა მე-300 პოსტს ვწერ და ვიზე თუარა ერთ ძალიან ჭკვიან კაცზე, ჯეფ ბეზოსზე, რომელმაც ორი არაჩვეულებრივი დივაისი მოიგონა – Кindle Reader და Kindle Fire… თან სულ ახლახანს ჩემმა ონლაინ ნაშოფინგარმა 100 ამანათს მიაღწია (ყველა “ამაზონიდან” არ შემიძენია, მაგრამ – მაინც).

“თუკი ჯეფი მოწყენილია, აცადეთ ხუთი წუთი და გაიცინებსო”, – ამბობს ქალბატონი ბეზოსი. კაცმა რომ თქვას, ასეთი ოპტიმიზმის საფუძველიც აქვს – ავტოფარეხში დაფუძნებული კომპანია მან 100-მილიარდიან მსოფლიო გიგანტად აქცია. “ფორბსი” საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად ასახელებს. ამბობენ, იულიუს კეისარმა ყველა მისი ჯარისკაცის სახელი იცოდაო, ზოგჯერ მგონია, რომ ჯეფ ბეზოსმა მისი 164 მილიონი კლიენტის მხოლოდ სახელი კი არა, გემოვნება, ფეხის ზომა, თვალის ფერი… სულ ზეპირად იცის. :) რამდენჯერ ყოფილა, ჯერ თავად არ გადამიწყვეტია, რისი შეძენა მსურს – ბეზოსი კი უკვე ფასდაკლებას აცხადებს და ი-მეილს მიგზავნის. :) და 10-დან 9 შემთხვევაში ზუსტია. ჰო, კაი – 8-ში მაინც. :)

Read the rest of this entry

How-To: როგორ გამოვცვალოთ გადღაბნილი იკონკები Кindle Fire-ში?

ვისაც KF გაქვთ, იცით, რომ ე.წ. კარუსელში იმ პროგრამის ხატულები (“იკონკები”), ამაზონიდან რომ გადმოქაჩეთ – დიდი და ლამაზია, სხვებისა კი (მაგალთად, გუგლ მარქეთიდან დაინსტალირებულის) – “გადღაბნილი”… მაინცადამაინც ლამაზი ვერაა, რას იტყვით?

მაგრამ ოქროს ბიჭებმა XDA-დან ამ ხარვეზის გამოსწორების გზას მიაკვლიეს… მართალია, კარგა ხანია, რაც KF-ში ხატულების შეცვლის სხვადასხვა მეთოდიკა გამოჩნდა, მაგრამ ის გზა, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ, ყველაზე იოლია და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. :) (ცხადია, მხოლოდ დარუთულ KF ჭრის. დაგჭირდება Root explorer და რომელიმე ბაზების ედიტორი – SQLite Editor, aSQLiteManager, Мy Data).

Read the rest of this entry

How-To: როგორ გავაცოცხლოთ “დაბრედილი” Kindle Fire?

თუ Kindle Fire “დაიბრიდა” და არ იტვირთება…
ის არ მომკვდარა, მხოლოდ – სძინავს! :) Kindle Fire ძალიან ძნელად დასაბრედი დივაისია, ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ “რჩეულთ” თუ მოახრხეს, ასე რომ, პირველ ყოვლისა, ნუ ღელავ. მე თავად ორჯერ გამეჭედა და არ იტვირთებოდა, მაგრამ ოლად გავასწორე, იმის მუხედავად, რომ არც პროგრამისტი ვარ და აქამდე არც ანდროიდთან მქონია დიდად საქმე .

მას შემდეგ დარუთვაც უფრო იოლი გახდა და დარუთვის/მოდიფიცირებისას “დაბრედილი” ქინდლის აღდენის პროცესიც ძალიან გამარტივდა – პროგრამისტებმა რამდენიმე იოლად მოსახმარი პროგრამაა შექმნეს, ამიტომ КF-ის გაცოცხლებას შენც იოლად მოახერხებ.

არასწორი მოდიფიცირების შემდეგ ყველაზე ხშირი პრობლემა ასეთია – КF არ იტვირთება და გაჭედილია წარწერაზე Kindle Fire. ამ პრობლემას ასე ეშველება:

Read the rest of this entry

How-To: როგორ გავაქართულოთ Kindle Fire?

ბევრმა მკითხა და ცალ-ცალკე ახსნა-განმარტებების გაცემაზე იოლი ერთი პოსტის დაწერაა.

გაითვალისწინე, რომ ამაზონის ტაბლეტის გასაქართულებლად მისი დარუთვა და სისტემური ფაილების შეცვლა დაგჭირდება, რასაც შენი საკუთარი პასუხისმგებლობისა და რისკის ქვეშ ახორციელებ. სისტემის არასწორად მიდიფიცირების მცდელობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დაბრედვა.

და, სამუშაოს დაწყებისა არ იყოს, დარუთვისთვის სასურველია კარგად იცოდე ინგლისური და კომპიუტერი. :)

რა დაგჭირდება:

USB/Mini USB კაბელი, მუშა Wi-Fi და კომპიუტერი. :)

1. კაბელი იყიდება “ამაზონზე” და ნებისმიერ კომპიუტერულ მაღაზიაშიც ექნებათ.

2. დარუთვის ინსტრუქცია ნახე აი აქ (6.3.1-სთვის). და ნახე ვიდეო (მაგრამ ვიდეოში მითითებული ლინკი არ გამოიყენო. პროგრამის ეგ ვერსია არ რუთავს. გამოიყენე ინსტრუქციის ლინკი რაც ზემოთ მივუთითე).

ასევე, გადახედე:

ჩემი Kindle Fire – პირველი შეფასება

რა უნდა გააკეთო:

ქართული ვები:

Read the rest of this entry

ჩემი Kindle Fire – პირველი შეფასება

პირველ ყოვლისა, ტექნიკური მონაცემები:

Amazon Kindle Fire TechSpecs

კომპლექტაცია:

მინიმალისტური. თავად დივაისი, დამტენი და – მორჩა. სულ ესაა. არც USB-კაბელი, არც – ყურსაცმი. ჩემი ქინდლ-რიდერის კაბელი ქინდლ-ტაბლეტსაც მოერგო და კომპიუტერთანაც მშვენივრად დააკავშირა. ყურსაცმს მომავალში ვუყიდი, ჯერ-ჯერობით MP3 ფლეერის ყურსაცმს ვიყენებ.

100_1815100_1816100_1818

როგორც ეს ქინდლ-რიდერის შემთხვევაში იყო, “ამაზონის” ტაბლეტიც უკვე ჩემს სახელზე დარეგისტრირებული ჩამოვიდა. პირველი, რაც ჩართვის შემდეგ მომთხოვა – სერვერთან დაკავშირება იყო, “ამაზონმა” მიცნო, ჯეფ ბეზოსის მისასალმებელი წერილი ჩამოქაჩა, რის შემდეგაც ბოლო პროგრამული განახლება დააინსტალირა.

Read the rest of this entry

რომელი ქინდლი ხარ შენ?

ბოლო ხანს ყველაზე ხშირი შეკითხვა, რაც ფბ-ის “ქინდლის” ჯგუფში ისმის ესაა – “რომელი ქინდლის ყიდვას მირჩევ?” ჯგუფის გარეთაც მკითხა უკვე რამდენიმე ფრენდმა თუ მეგობარმა.

“ამაზონი” ამჟამად 3 მოდელს გვთავაზობს – “ქინდლ-ქიბორდ”, “ქინდლ-თაჩ”, “ქინდლ-მინი”. ჩემი უნივერსალური პასუხი ასეთია: მე თავად ქიბორდიანი (კლავიატურიანი) “ქინდლი” მაქვს – როდესაც ვყიდულობდი, ეგ იყო ყველაზე ბოლო მოდელი, მაგრამ დღეს რომ ვყიდულობდე, “თაჩს” შევიძენდი.

ამ მოკლე პასუხს უფრო თუ გავშლით, მაშინ სანამ “ქინდლს” შეუკვეთავ, გირჩევ, ჯერ საკუთარ თავს ჰკითხე, რისთვის გჭირდება ის.

Read the rest of this entry

გავაფერადოთ თუ არა ქინდლი?

ისე მოხდა, რომ ახლახანს ჩემი LinkedIn-ის ლინკის მითითება დამჭირდა და 2007 წლიდან საღათას ძილად მიცემული პროფილიც გავააქტიურე. მერე გავიარ-გამოვიარე და ელექტრონული წიგნებისა და რიდერების ჯგუფებშიც შევიხედე… შევიხედე და იქ ამბავი დამხვდა – ისინი, ვისაც ხვდა წილად ბედნიერება ნიუ იორქში ჯეფ ბეზოსის პრეს-კონფერენციაზე მიეწვიათ დანარჩენებს “ამაზონის” სამი ახალი მოწყობილობის Kindle Fire, Kindle Touch, და Kindle Mini-ს ამბებს უყვებოდნენ და ახარბებდნენ – დედა, ეს რა ვნახეთო. ;)

არ მგონია, ამ დღეებში ამაზე უფრო ხმაურიანი მოხდეს რამე, მგონი, გაერო თუ პალესტინას აღიარებს, ამ ამბავს ესიც კი ვერ გადაფარავს . :)

Kindle Fire ანდროიდ ტაბლეტია, Kindle Touch და Kindle Mini კი – რიდერები. მათი მონაცემები ასეთია:

Read the rest of this entry

მე, ჯორჯ პაიკი და 7’999’998

ბლუმბერგის მონაცემებით, 2010 წელს “ამაზონის” მიერ გაყიდული ქინდლების რაოდენობამ 8 მილიონს მიაღწია. ამათგან ერთი მე ვიყიდე, მეორე – ჯორჯ პაიკმა დანარჩენი 7’999’998 სხვა ბედნიერმა 7’999’998 ადამიანმა დაისაკუთრა.

ვინ ვართ ჩვენ, 2010 წლის 7’999’998+2 ქინდლისტი?

მამაკაცები მეტნი ვართ, ვიდრე ქალები, უმრავლესობა – 25-55 წლისანი, უმაღლესი განათლებით, თითქმის 1/3 კი – სამეცნიერო ხარისხით, 80’000 აშშ დოლარიანი და მეტი შემოსავლით წელიწადში. ყოველ შემთხვევაში, ასეთია “ნიელსენის” კვლევის შედეგები.

უდავოა, რომ ჩვენ, ქინდლისტებს გვიყვარს ლიტერატურა (ძლიერ), გვაქვს კარგი გემოვნება და თუკი ვბლოგერობთ, ვწერთ გემრიელ და საინტერესო პოსტებს. ეს უკვე ჩემი საკუთარი დაკვირვებით. :)

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 210 other followers

%d bloggers like this: