Blog Archives

2011 წლის ყველაზე, ყველაზე, ყველაზე…

გაყიდვადი ტანსაცმელი

Timeless classics.

Read the rest of this entry

მათ შექმნეს ამერიკა…

ამერიკული მოდის ინდუსტრიის ორი ლეგენდა – Levi’s და Brooks Brothers ერთიანდებიან, რათა ბაზარს წარუდგინონ ჯინსების ექსკლუზიური კოლექცია:

501, 505 და 514 სპეციალურად შექმნილი Brooks Brothers-ისთვის.

ეს მოდელები გარეგნულად არაფრით განსხვავდება Levi’s-ის ტრადიციული პროდუქციისგან, მხოლოდ ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნიუანსით – ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებშია შეკერილი. კოლექცია Brooks Brothers-ის მაღაზიებში იყიდება და ფასიც შესაბამისია – რამდენჯერმე ძვირი, ვიდრე Levi’s-ის მაღაზიებში წარმოდგენილი ჯინსის შარვლები.

თუმცა, Levi’s for Brooks Brothers არ არის უბრალოდ ტანსაცმელი. ესაა ამერიკული ლეგენდა. თანაც, ორმაგი. Smile

Levis for BB

Read the rest of this entry

ჯინსები და თანამედროვე დრეს-კოდი

pic.php ჟურნალისტმა ქრისთინა ბინქლიმ, რომელიც Wall Street Journal-ში წერს მოდის შესახებ, კარგი წერილი გამოაქვეყნა ჯინსების შესახებ.

იყო დრო (და არც ძალიან დიდი ხნის წინ), როდესაც პოლიტიკოსისა თუ ბიზნეს-პერსონის საჯაროდ ჯინსებში გამოჩენა წარმოუდგენელ უტაქტობად და თანამოსაუბრის მასხრად აგდებად თუ აღიქმებოდა, მაგრამ დღეს ჯინსმა მტკიცე ნაბიჯით შეაბიჯა პრეზიდენტებისა და პრემიერების სასახლეებში, ოფისებსა და კომპანიების ხელმძღვანელთა კაბინეტებში.

ჯინსი მოდურია. კარგია. მოსახერხებელია, გარდა მაგისა, თუკი ჯინსი დანარჩენ ტანსაცმელთან კარგადაა შეხამებული, მას ბევრი რამის თქმა შეუძლია.

ჯერ ერთი, გვიჩვენებს, რომ მისი მფლობელი თანამედროვე და საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნებაა.

მეორეც, ჯინსი გვეუბნება იმას, რომ მისი მფლობელი აზიზი ვინმე არაა და, თუ საქმემ მოითხოვა, ხელების (უფრო ზუსტად კი შარვლის ტოტების) აკაპიწება და თავდაუზოგი შრომაც შეუძლია.

ამასთან, ჯინსს კვლავ მოჰყვება ის ძველი, “მემაბოხის” ლეგენდარული აურა.

Read the rest of this entry

501 – ლეგენდა, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს

ღმერთმა შექმნა ადამიანი.
სემიუელ ქოლთმა ისინი გაათანაბრა.
ლევი სთრაუსმა კი – დააახლოვა.

Levi_Straussებრაელმა ემიგრანტმა ბავარიიდან, ლოებ შტრაუსმა (Löb Strauss) 1847 წელს გადალახა ოკეანე, რათა აშშ-ში მისი უფროსი ძმების მიერ წამოწყებულ ბიზნესში ჩართულიყო.  ნიუ იორქში დაფუძნებული სავაჭრო სახლი “J. Strauss Brother & Co.”, იმხანად უკვე გაფართოებას აპირებდა და სან ფრანსისქოს ფილიალის ხელმძღვანელად ოჯახმა ახალგაზრდა ლოები გაამწესა. მას შემდეგ, რაც ამერიკის მოქალაქეობის მიღებისთვის საჭირო ფორმალობები მოითავა და ბიზნესშიც უკეთ გაერკვია, 1853 წლის მარტში ლოებ შტრაუსი (ანუ ამერიკულ ყაიდაზე – ლევი სთრაუსი/Levi Strauss) ქალიფორნიაში დაფუძნდა.

როგორც ჩანს, მისი ამბიციები ძმების კომპანიის წარმომადგენლობას შორს სცდებოდა – ლევიმაც სან ფრანსისქოში საკუთარი Levi Strauss & Co. შექმნა და დამოუკიდებლად მიჰყო ვაჭრობას ხელი (თუმცა, იმავდროულად, “J. Strauss Brother & Co.”-ის ინტერესებსაც წარმოადგენდა). მოგვიანებით, ნიუ იორქიდან მასთან და და სიძეც გადმოსახლდნენ (სწორედ ლევის დისშვილებს მოუწიათ მომავალში ბიძის საქმის გაგრძელება, თუმცა, ამაზე – შემდგომ).

“Levi Strauss & Co.”  სხვადასხვა საქონლით ვაჭრობდა, მაგრამ განსაკუთრებული მოთხოვნილებით მისი ჯინსის შარვალი სარგებლობდა. შარვალმა, რომელიც ორმაგი გვირისტით იყო შეკერილი,  ბევრი ჯიბე ჰქონდა, იოლად ირეცხებოდა, გამძლე და მოხერხებული იყო,  ადგილობრივ ოქროს მომპოვებლებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. მისი ფასი იმხანად 1 დოლარი და 46 ცენტი იყო. Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 210 other followers

%d bloggers like this: