Blog Archives
MP3-ის დედა!
MPEG-1 აუდიო ფენა 3, უფრო ხშირად ცნობილი როგორც მპ3 (MP3), პოპულარული აუდიო კოდირების ფორმატია. ის იყენებს დანაკარგულ კომპრესირების ალგორითმს, რომელიც გათვლილია იმისთვის, რომ დიდად შეამციროს აუდიო ჩანაწერის წარმოდგენისთვის საჭირო მონაცემების რაოდენობა და ამავე დროს ჩვეულებრივი მსმენელისთვის ისევე ჟღერდეს როგორც ორიგინალური, არა შეკუმშური ჩანაწერი. ის გამოგონებულ იქნა ევროპელი ინჟინრების ჯგუფის მიერ ფილიფსში.
ქართული ვიკიპედია. სტატია MP3 ფორმატზე.
ფილიფსს რაც შეეხება – სტატიაში მცირე უზუსტობაა. რა თქმა უნდა, მუსიკისა და კინოს მოყვარულები ნამდვილად ვალში ვართ Phillips-თან CD, DVD და Blu-Ray-სთვის (Sony-სთან ერთად), მაგრამ უშუალო მონაწილეობა MP3 ფორმატის შექმნაში არ მიუღია, თუმცა კი, ერთ-ერთი ავტორია MP2 ფორმატისა.
ქალი, რომელიც დააკლდა მსოფლიო ჩემპიონატს
თუ თვალახვეული გსურს ყოფნა, შენი ნებაა, მაგრამ ასე სამყაროს ვერ შეიმეცნებ.
მირიამ მაქება
საბჭოთა კავშირის კომპარტიის გენერალური მდივანი, ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი ცხონებული ასე ამბობდა ხოლმე – მეო სამი დიდი მეგობარი მყავსო: ამერიკელი მუშების უფლებების დამცველი ანჯელა დევისი, ყველა აფრიკელის მამა და მარჩენალი უგანდის პრეზიდენტი იდი ამინი და აპარტეიდთან მებრძოლი მირიამ მაქება.
მირიამ მაქება (Zenzile “Miriam” Makeba), “დედა აფრიკა”, “მსოფლიო მუსიკის განძი” 1932 წლის 4 მარტს იოჰანესბურგში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ფრიად შეჭირვებულად ცხოვრობდა, მით უფრო მას შემდეგ, რაც მამა გარდაეცვალა, ახლობლებმა მირიამის მუსიკალურ ნიჭს ყურადღება მიაქციეს და გოგონა მუსიკალურ სკოლაში მიიყვანეს, სადაც 8-წლიანი სპეციალიზირებული განათლება მიიღო. კლასიკური მუსიკის ცოდნამ, როგორც თავად მაქება ამბობდა, მის სამომავლო კარიერასა და გამორჩეული ხელწერის ჩამოყალიბებას დიდად შეუწყო ხელი.
საუნდთრექების ოსტატი ანუ ვინ მეტყვის პირველი ქინგ-ქონგის სიმაღლეს?
Do you not know that King Kong the first was just three foot six inches tall? He only came up to Faye Wray’s belly button! If God could do the tricks that we can do he’d be a happy man!
Eli Cross, The Stunt Man
პოსტი ეძღვნება ყველას, ვისაც ჰოლივუდი არ უყვარს
არის ეგეთი ფილმი – The Stunt Man (“ტრიუკების ოსტატი”), ბევრს, ალბათ, არც გექნებათ ნანახი – 1980 წელს გადაიღო ამერიკელმა რეჟისორმა რიჩარდ რაშმა. შესანიშნავი ფილმია. საუკეთესო კინო კინოს შესახებ და არა მარტო. ამ ფილმის ნახვის შემდეგ ბიჭებს მილიციონერობა და კოსმონავტობა აღარ უნდოდათ და ყველა კინორეჟისორობაზე იწყებდა ფიქრს, გოგოები კი დარბაზს ფითერ ო’თულზე შეყვარებულები ტოვებდნენ.
ტრიუკების ოსტატში ორი რამაა მაგარი – ფითერ ო’თულის გენიალური თამაში და დომენიქ ფრონთიეს გენიალური მუსიკა – საუნდთრექების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საუნდთრექი.
იქ, სადაც პრეზიდენტებიც უკრავენ
პრაღა არ არის მხოლოდ უბადლო ლუდის, ვაჟკაცური ჰოკეისა და ლამაზი ქალების ქალაქი – ის კარგი მუსიკის ქალაქიცაა.
ახლა ამის გაგონებაზე ბევრს, ეგებ, კარელ გოტი და ერთ დროს მოძმე სოციალისტური ბანაკის ჰანგები გაახსენდეს, მაგრამ მე სხვა მუსიკას ვგულისხმობ. თავისუფალ, იდეოლოგიურ ჩარჩოებს დაუმორჩილებელ მუსიკას. მუსიკას, რომელსაც ჯაზი ჰქვია.
პრაღის ჯაზ-ფესტივალი წელს უკვე 33-ედ ჩატარდება. ტრადიციულად ის შემოდგომის მიწურულს – ნოემბრის ბოლოს იმართება. დიუქ ელინგთონი, ქაუნთ ბეისი, ოსქარ ფითერსონი, ბენი გუდმენი, სტეფან გრაპელი, ბი ბი ქინგი, დეივ ბრუბექი, ბეთი კართერი სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ პრაღას. პრაღის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალის მასპინძელია ევროპის ერთ-ერთი უძველესი ჯაზ-კლუბი „რედუტა“.
Swing Around Rosie
ანა-ბანა, ანა-ბანა – ვის ყავს მამიდა ჩემისთანა?
ჯორჯ ქლუნი
როზმარი ქლუნი/Rosemary Clooney შესანიშნავი ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და ჯორჯ ქლუნის მამიდა
1928 წლის 23 მაისს მეისვილში დაიბადა. 13 წლისა იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთსდაშორდნენ – როზმარი და მისი და ბეთი მამასთან დარჩნენ, დედა და ძმა ნიქი (ჯორჯ ქლუნის მომავალი მამა) - ქალიფორნიაში გადასახლდნენ.
მამა ქარხანაში მუშაობდა, ბევრს სვამდა და შვილების აღზრდისთვის დიდი დრო არ რჩებოდა… ერთხელაც კი, როგორც იტყვიან, შინიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
გოგონები ბოთლების შეგროვებით და სხვადასხვა შემთხვევითი სამუშაოთი ირჩენდნენ თავს, თან მუსიკალურ რადიოგადაცემებს უსმენდნენ და თავადაც ცდილობდნენ სიმღერას.
Smoking and Amazing Julie London

შესანიშნავი მსახიობი და მომღერალი, გრილი ჯაზის დედოფალი ჯული ლანდანი /Julie London (ჯული პეკ/Julie Peck) 1926 წლის სექტემბერს, ქალიფორნიაში, სანთა როზაში დაიბადა. მისი მშობლები ვარიეტეს მსახიობები იყვნენ და იმხანად მეტად პოპულარულ დუეტსაც შეადგენდნენ. 1929 წელს ოჯახი საცხოვრებლად სან ბერნარდოში გადავიდა, სადაც ჯულის მშობლები რადიოში მიიწვიეს საკუთარი შოუს გასაკეთებლად – სწორედ ამ შოუში გამოჩნდა პირველად ჯული ლანდანიც.
მისი გამორჩეული სამსახიობო და ვოკალური მონაცემები ეჭვს არ იწვევდა და 1941 წელს ოჯახი საცხოვრებლად ლოს ანჯელესში გადავიდა, რათა გოგონას კარიერის დაწყება გაადვილებოდა. ჰოლივუდში ის სამსახიობო ოსტატობას დაეუფლა და 1944 წელს თავის პირველ ფილმში Nabonga (Gorilla) გამოჩნდა. იმავე წელს მან, როგორც მომღერალმა, სხვადასხვა კლუბებში გამოსვლაც დაიწყო, მაგრამ კარიერას ხელი ბანალურმა მიზეზმა – გათხოვებამ შეუშალა.
Read the rest of this entry
Anita O’Day: "The Jezebel of Jazz"
ჯაზის ერთ-ერთი უდიდესი (ჩემი აზრით კი – საუკეთესო ) ვოკალისტი, იმპროვიზაციის და “გრილი” რიტმის დედოფალი, ანითაო’დეი/Anita O’Day (ანითაბელქოლთონი/AnitaBelleColton)1919 წლის 18 ოქტომბერს შიქაგოში დაიბადა.
მუსიკალური განათლება არ მიუღია. ადრეულ ასაკშივე თავი გამოავლინა, როგორც (დღეს რომიტყვიან) “რთულმა აღსაზრდელმა”.12 წლიდან ფაქტობრივად ოჯახი მიატოვა და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო – თავს შიქაგოს, ილინოისის,მიჩიგანის,მისურისდასხვ.ჩრდილო-ცენტრალურიშტატების პოპულარულ საცეკვაო კონკურსებზე (ე.წ.საცეკვაომარათონებზე)გამოსვლით ირჩენდა, იმავეკონკურსებზე პირველად სცადა სიმღერაც – შეასრულა პოპულარული LadyinRed(ცხადია,საუბარიაარაროიორბინსონისჰიტზე, არამედ 1935 წელს დაწერილ ელი ვრუბელისადამორთდიქსონისსიმღერაზე). Read the rest of this entry
In Indigo Mood

ედუარდ ქენედი ელინგთონი, იგივე დიუქ ელინგთონი (Duke Ellington) უდიდესი მუსიკოსი და კომპოზიტორი, ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორკესტრის ხელმძღვანელი 1899 წლის 29 აპრილს DC-ში (უოშინგთონში) დაიბადა.
დედის დაჟინებული თხოვნით, ელინგთონი 8 წლის ასაკიდან ეუფლებოდა ფორტეპინოს, თუმცა ბეისბოლით და მხატვრობით უფრო იყო გატაცებული. განსაკუთრებით ეზარებოდა თეორიის და ნოტების შესწავლა, და ზეპირად, მოსმენით დაკვრა ბევრად უფრო სიამოვნებდა (სხვათა შორის, ამ სიზარმაცემ სულ მალე დადებითი როლიც კი ითამაშა მის ცხოვრებაში და ელინგთონს იმპროვიზაციისს და არანჟირების მნიშვნელობა დაანახა, მაგრამ – ამაზე ქვემოთ). Read the rest of this entry
"If I’m the Duke, then Peggy’s the Queen!"
“თუკი მე ჰერცოგი ვარ, ფეგი – დედოფალია” (“If I’m the Duke, then Peggy’s the Queen”) ასე უთქვამს დიუქ ელინგთონს ფეგი ლის შესახებ.
ჯაზის დედოფალი ნორმა დელორის ეგსტრიომი, იგივე ფეგი ლი/Peggy Lee ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, წარმატებული და კერპად ქცეული ფიგურაა. იმ მუსიკოსთა ჩამოთვლა, რომლებიც ფეგი ლის ასახელებენ თავიანთ მასწავლებლად, მისაბაძ იდეალად, საყვარელ მომღერლად შორს წაგვიყვანდა, მაგალითისთვის საკმარისი იქნებოდა ზემოთ უკვე ნახსენები დიუქ ელინგთონის, ლუი არმსთრონგის, ფრენქ სინათრას, ელა ფიცჯერალდის, ბინგ ქროსბის გახსენება.
ფეგი ლის (1920-2002), დედა ადრე დაეღუპა, მამამ კი ბავშვები მიატოვა. ოჯახში, რომელმაც ის შვილად აიყვანა, ფეგი ლის დალხენილი ბავშვობა არ ჰქონია – ის სიღარიბეში იზრდებოდა, ამასთან, დედინაცვლისგან მუდმივი დამცირების ატანაც უწევდა. მოგვიანებით დაწერილი სიმღერა “ცემა-ტყეპა ყოველ დღე ” (One Beating a Day, Maybe More) მისი ბავშვობის მოგონებებს ეხმიანება.
Scott Joplin – Piano Rags
რეგთაიმი (ragtime, rag-time) იყო 19-საუკუნის მიწურულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობა, რომელიც ადრეული ჯაზის ერთ-ერთი მნიშვნელივანი ნაკადია. ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, უწინარეს ყოვლისა, როგორც საცეკვაო მუსიკა (ე.წ. Cakewalk dance). “სინემატოგრაფის” დაბადების შემდეგ მან კინოფილმების ძირითადი აკომპანემენტის როლიც შეითავსა.
თექსასელი პიანისტი სქოთ ჯოფლინი/Scott Joplin (1867-1917) რეგთაიმისი უდიდესი კომპოზიტორი და შემსრულებელია.
ფორტეპიანოს პირველი გაკვეთილები მან გერმანელი პიანისტის, იულიუს ვეისისგან მიიღო. ევროპული ყაიდის კლასიკურმა საფორტეპიანო განათლებამ თავისი როლი ითამაშა მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში და საშუალება მისცა ჯოფლინს ევროპული და აფრიკული რიტმების ოსტატური სინთეზი მოეხდინა. მან დიდი გავლენა მოახდინა ჯაზის განვითარებაზე. ჯოფლინის რიგი კომპოზიციები, პირველ რიგში კი უკვდავი “Maple Leaf Rag” და “The Entertainer” ალბათ ჯაზის ყველა მოყვარულს (და არა მხოლოდ) აქვს მოსმენილი. Read the rest of this entry
Louis Armstrong – Jazz Begans Here!!!
ლუი არმსთრონგი /Louis Armstrong, სეჩმო – ამ ადამიანს წარდგენა არ სჭირდება. ის ყველამ იცის. მისი სახელი ყვალას გაუგია. მის ხმას ყველა ცნობს – როკერიც, ბლიუზმენიც, რეპერიც და პაპსავიკიც…
სწორედ მისი დამსახურებაა, ჯაზმა ასე ვთქვათ ფართო მასებში რომ შეაბიჯა…
Satchmo At Pasadena: An Evening With Louis Armstrong And His All-Stars In Concert At The Pasadena Civic Auditorium, 1951… with Velma Middleton (vocals), Trummy Young (trombone), Edmund Hall (clarinet), Billy Kyle (piano), Arvell Shaw (bass), Barrett Deems (drums)

სად ვიყავი მე მაშინ?… ჰო… დაბადებულიც არ ვიყავი.























