Blog Archives
უნარ-ჩვევები.კომ
როგორ მოხვდი მანდა? უპასუხე უფროსსა!
ბავშვობიდან აქა ვზივარ!
ბავშვობიდან აქა ვზივარო…
ჰმ! ხუმრობს?
ირაკლი კვირიკაძე, “ქვევრი”
ვხუმრობ. ბავშვობიდან ნამდვილად არა, მაგრამ მე-4 წელი კი იქნება, რაც ონლაინ შოფინის ძირგავარდნილ ქვევრში ჩავძვერი და მას მერე კი ვზივარ იქ. 122+1 ამანათი მაქვს მიღებ-ჩაბარებული. 4 წელიწადი არაა ბევრიო, ეგებ, იფიქროთ. ვისთვის ბევრია, ვისთვის – ცოტა. ადრე ნაყიდ ნივთებს აშშ-ში ჩემს საფოსტო ყუთში ვაგროვებდი და ერთ ამანათად მიგზავნიდნენ ხოლმე. მაშინ 1’500 ლარამდე ღირებულების გზავნილები განბაჟებისგან თავისუფალი იყო, შემდეგ ეს ზღვარი 300 ლარამდე დაწიეს. ცოტაა. მაგრამ ეს იქეთ იყოს. მოკლედ, 4 წელია ონლაინვშოფინგობ და ადრე პოსტიც დავწერე ამ ამბავზე. რამდენიმე რჩევის უფლებაც მივეცი თავს. ახლა კი იმ ონლაინ მაღაზიაზე მოგიყვებით, რომელსაც ჩემი უნარ-ჩვევები. კომ ჰქვია იგივე MyHabit.com. თუმცა, ვინც ეს საიტი იცით (უმრავლესობამ, ალბათ, იცით) ჩემს პოსტში ახალს ვერაფერს გაიგებთ და დროს ნუ დაკარგავთ – სხვა ბლოგზე გადადით.
![]()
პატარა დიდი ქალაქი ანუ ერთი დღე ბრიუსელში by თამარა
მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
ბრიუსელამდე
ჩემი თერთმეტთვიანი ჰოლანდიური ცხოვრების მეთერთმეტე თვეს (დანარჩენი ათის უმეტესი ნაწილი ოთახში ჩაკეტილმა გავატარე) თავს უფლება მივეცი, ცოტა ირგვლივაც მიმომეხედა. სად უნდა წავსულიყავი უკეთეს ადგილას, ვიდრე მოსაზღვრე ბელგიაში. ავტობუსის ერთდღიანი ტური გამოვჩხრიკე და ჩემს მეგობარ ოლიასთან ერთად დავადექი გზას.
კომპაქტურ ჰოლანდიას მიჩვეულს მეგონა, ბრიუსელსაც რამდენიმე საათში შემოვირბენდი. ორი რამ ვერ გავთვალე: 1. ბრიუსელი არცთუ პატარაა; 2. ხალმხრავალ და ხმაურიან ცენტრში ველოსიპედით გადაადგილება მთლად კომფორტული არაა; 3. რომც მომენდომებინა, ოლია ველოსიპედს არ მართავს. თუმცა, რამდენიმე საათის პირობაზე ცოტა რამ ნამდვილად არ მინახავს.
ავტობუსის თავაზიანი მძღოლი მთელი გზა საგანგებოდ ჩვენთვის ლაპარაკობდა ორ ენაზე – ჰოლანდიურად და ინგლისურად. ბრიუსელის ცენტრალური მოედნის მახლობლად რომ ჩამოგვსვა, ყურადღებით გამოიკითხა ჩვენი ვინაობა, წარმომავლობა, ბოდიში მომიხადა, რომ საქართველოზე მაინცდამაინც ნათელი წარმოდგენა არ ჰქონდა, ოლიას ესტონეთის საფეხბურთო გუნდი შეუქო, რითაც ძალიან გააკვირვა. არ დაინანა ქალაქის რუკა (ჩვენი გაცილებით დიდი და მოუხერხებელი იყო) და თავისი ტელეფონის ნომერი (გაფრთხილება: only for emergency situations!!!) იმ შემთხვევისთვის, თუ დავიკარგებოდით; გვირჩია, ძალიან მოვფრთხილებოდით ჩანთებს და ჯიბეებს და რამდენიმე საინტერესო ობიექტი მოგვინიშნა რუკაზე.
გაითვალისწინეთ, რომ ამინდი დღის განმავლობაში საკმაოდ ხშირად იცვლება და ქურთუკი და ქოლგა მუდმივად იქონიეთ თან. ივნისი იყო, მაგრამ ლამის გავითოშე. Read the rest of this entry
სტამბოლი შოფინგური
მოგზაურის რვეული:
ქალაქი, რომელიც უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ
***ნაწილი 4***
ბაზრობები
ვხედავ, რომ ჩემს სტამბოლულ პოსტებს ბევრი ადამიანი კითხულობს, იმასაც ვხედავ, რომ ბევრი კითხვას შუიდან იწყებს
– მე-3 ნაწილის მკითხველთა რაოდენობა ლამის ორჯერ სჭარბობს პირველისას, ჰოდა საგანგებოდ მათთვის და ვინც კითხვას აქედან იწყებს, მათთვისაც, უნდა გავიმეორო, რაც უკვე დავწერე: ეს პოსტები ძალიან სუბიექტურია და თუკი ჩემი გემოვნება, ჰოი საკვირველებავ და არ ემთხვევა თქვენსას, გული ნუ მოგივათ. ახლა კი, გავიდეთ საშოფინგოდ.
სტამბოლის დიდი ბაზრის (Kapalıçarşı/Grand Bazaar) ნახვა ერთხელ მაინც ღირს, მითუფრო, რომ “ძველი ქალაქის” ბეიაზითის უბანშია და შორს წასვლა საჭირო არაა – თუნდაც ქუჩაში სეირნობისას გადააწყდები… ნახვა კი ღირს, მაგრამ რამდენად ღირს ვაჭრობა – ეს უკვე მეორე ამბავია. ინტერნეტ-ვაჭრობისა და ამერიკული მაღაზიების მიერ შემოთავაზებული 70%-იანი ფასდაკლებების ფონზე, სტამბოლის ბაზარში ტანსაცმლის ყიდვა სისულელე მგონია. რაც კარგია – იაფი არ იქნება და რაც იაფია – ან არ ვარგა ან, უბრალოდ, ფეიქია…
ვისაც საკუთარი თავის მოტყუება სურს, გრანდ ბაზარზე კიდევ უკეთესი ადგილიც მეგულება – ლალელისა და აქსარაის უბნები. “ჩელნოკები” ყოფილი სუსურუკუდან სწორედ ამ ადგილებს ეტანებიან. აქ სიიაფეა (სასტუმროების მხრივაც), ბევრი რუსულად მოლაპარაკე თურქი და არათუქრია და, საერთოდაც, ძალიან კარგად ნაცნობი “სავოკური” სიტუაციაა.
და ქუჩებია თავად ბაზრობა. სხვათა შორის, მოვაჭრეთა დიდი ნაწილი აფრიკიდანაა შემოხიზნული. რას არ ნახავთ აქ, რაგინდასულოდაგულო იმ “ბრენდს”, მაგრამ 15 ლარიანი “ლაკოსტი” და “არმანი” ლილოშიც ბევრია.
თუმცა, თურქეთში მომსახურებაა უკეთესი და ძალიან სწრაფი (მაქდონალდსაც შეშურდება) – მაგალითად, ტიპი გთავაზობს პოლო-რალფ ლორენის პერანგს. შენ ცხვირს იბზუებ – ეგ ბრენდი არ მევასებაო… იქვე, შენს თვალწინ ააცლის ცხენზე შემომხტარი კაცის ლოგოს და არწივს მიაკრავს და – უკვე არმანია.
- დოლმაბაჩეს მუზეუმის ბილეთის რიგში ოთხი დაქალი იდგა, მგონი – რუმინელები. ერთს LV-ის ჩანთა ეჭირა, მეორეს – CK-სა, მესამეს MK-ის და მეოთხეს კი – CD-ის… ეტყობოდათ, რომ წინა საღამოს სარფიანად ევაჭრათ აქსარაიში.
(ყურბან-ბაირამის დღეები იყო და გრანდ ბაზარი – დაკეტილი).
ფასდაკლების ჩემპიონი
გასული საუკუნის დასაწყისში რუსი დიდვაჭრები ოჯახებითურთ ვენეციაში დაბრძანდებოდნენ ხოლმე დასასვენებლადა და სავაჭროდ (ისე, არც დღეს იკლებენ) და მათ მოლოდინში ადგილობრივი მოვაჭრენი ფასებს მაღლა წევდნენ – ამას “რუსულ” ან “სულელურ ფასებს” უწოდებდნენ ხოლმე. რუსი დიდვაჭრები საფასარს ზედ არ უყურებდნენ და, ევროპელთაგან განსხვავებით, ფულს დასტა-დასტა ხელუკუღმა ყრიდნენ.
ბევრი თბილისური ბუტიკიც, ალბათ, ასეთი კლიენტების მოლოდინშია - ლომის მადა აქვთ და რა ქნან.
ამერიკაში კი კლიენტებს არ ელიან. ამერიკაში კლიენტებს დაეძებენ. ამიტომაა ამერიკა შოფინგის სამოთხე, ამიტომაა იქ ყველაზე დაბალი ფასები და ყველაზე დიდი ფასდაკლებები.
რა ღირს სექსი დიდ ქალაქში?
Остап наклонился к замочной скважине, приставил ко рту ладонь трубой и внятно сказал:
- Почем опиум для народа?
За дверью молчали.
Двенадцать стульев, И.Ильф, Е.Петров
ე.წ. ჩადგმებზე (Product Placement / Embedded Marketing) ერთხელ უკვე დავწერე – რომელიმე ფილმში გამოყენებული “რეკვიზიტი” (საათი იქნება, ნოუთბუქი, კალმისტარი, სათვალე, პერანგი… რაც გნებავთ), აგრეთვე, სხვა ანტურაჟი და გარემო – რესტორნის, სასტუმროს, მაღაზიის… როგორც წესი, შემთხვევით არაფერი ჩნდება – ეს ყველაფერი რეკლამაა. ძალიან ძვირადღირებული, მაგრამ ძალიან ეფექტურიც.
ამგვარი რეკლამებითაა გადახუნძლული “სექსი დიდ ქალაქში” (Sex and the City) ტელესერიალი და ახლა უკვე კინოფილმები. მე არ მინახავს (მელოდრამებს არ ვუყურებ და არც არანაირ სერიალებს, თუ არ ჩავთვლით “ქოლომბოს”, “პუაროსა” და “შერლოქ ჰოლმსს”):), მაგრამ ასე ამბობენ.
სთეფანი როზენბლუმი “ნიუ იორქ თაიმსიდან” დაინტერესდა, თუ რა თანხის გაღება მოგიწევთ, თუკი ფილმის გმირების გემოვნებას გამოედევნებით.
ბარათები ინდივიდუალური vs. ბარათები უნივერსალური
კიდევ ერთხელ დაგროვების ბარათების შესახებ
ვინაიდან თაამ ჩემს დამოკიდებულებას დაგროვებითი ბარათების შესახებ “ძალიან სკეპტიკური” უწოდა, ახლა მინდა მისი სიტყვები გავამართლო.
ოღონდ, ცოტა სხვა კუთხით.
სხვადასხვა სახის ერთგულების ბარათები გაყიდვების ხელშეწყობის შესანიშნავი საშუალებაა და მათ უნივერსალიზაციას მყიდველისთვის მთელი რიგი პლიუსები მოაქვს – არ გჭირდებათ უამრავი სხვადასხვა ბარათის ქონა, ქულებს აგროვებთ მრავალ სხვადასხვა ადგილას, აგროვებთ უფრო სწრაფად (თუმცა, ეს კიდევ ცალკე საკითხია – თავისთავად ქულები ხომ არაფერს ნიშნავს) და ა.შ. მაგრამ არაუნივერსალურ (ინდივიდუალურ) დაგროვებისა თუ წახალისების ბარათებსაც აქვთ უპირატესობები.
რას გვიშვრება ეს უნიქარდი? :)
დაგროვების ბარათების ბუმმა რომ საქართველომდეც მოაღწია, ვინ არ იცის – ჩაიხედე საკუთარ საფულეში, და თუ იქ ერთ დაგროვების ბარათს მაინც ვერ აღმოაჩენ, ძალიან გამიკვირდება… სხვა თუ არაფერი, სტილი-ბარათი ხომ მაინცა გაქვს?
ახლა კი, “უნიქარდის” გამოჩენით, ალბათ, უნივერსალური დაგროვების ბარათ(ებ)ის ბუმიც დაიწყება. და კარგია, თუ დაიწყება.
დასავლეთში ეს იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. როდესაც მამაკაცებს საფულის საბარათე განყოფილებაში ცარიელი ადგილი არ დარჩათ და ქალები კი ხელჩანთაში უამრავ სხვა ბარათს შორის საჭირო ბარათის ძებნით დაიღალნენ – კორპორაცია Western Union-ის თანამშრომლებმა სქოთ ფეინთინმა, გეილ გალუფომ და მელანი რობერთსმა მიიღეს პატენტი “ერთგულების უნივერსალურ მეთოდიკასა და სისტემაზე” (დასავლეთში დაგროვების ბარათებს – ერთგულების ბარათები / Loyalty Cards ქვიათ).
ჰოდა დაიწყო და დატრიალდა…
თბილისური სადღესასწაულო შოფინგი
Dv0rsky-მ ამას წინათ დაწერა, რატომღაც თბილისურ მაღაზიებში ფასდაკლებებს ვერ ვხედავო.
წელს ამ მხრივ ჩვენს ქალაქში, მართლაც, განსაკუთრებული სიმშვიდე და უძრაობაა – არც ფასდაკლებებს აცხადებენ, არც რეკლამით გვეხმიანებიან და არც ინტერიერის სადღესასწაულო მორთულობაზე შეუწუხებიათ დიდად თავი.
მოკლედ, საშობაოდ ყველაზე ცუდი სავაჭრო ქალაქების სია რომ შედგეს, თბილისი ხუთეულში მოხვდება, აბიჯანის, ბრაზავილის, მოგადიშოს და ფხენიანის გვერდით.
ერთი წელი ლილოს ბაზრობის გარეშე :)
2004 წლის თოვლიან და სუსხიან… ან ეგებ, თუნდაც თბილ და უთოვლო… მაგრამ ნამდვილად მშვენიერ შობის საღამოს ამერიკელი ბიზნეს-ჟურნალისტი სარა ბონჯორნი (Sara Bongiorni) საჩუქრებს ათვალიერებდა და ძალიან კარგ ხასიათზე იყო (საჩუქრების დათვალიერება მართლა ძაან მაგარი გამოგონებაა)… ჰოდა, შესანიშნავ ხასიათზე რომ იყო და საჩუქრის ყუთებს ხსნიდა და ათვალიერებდა – აბა ერთი რა გვაჩუქეს ამ საშობაოდო, უეცრად ჩაფიქრდა, თუ რამდენი რამ იყო ამ საჩუქრებიდან ჩინეთში დამზადებული… თავადაც გაოცდა – იმდენი.
ჰოდა, სარა ბონჯორნიმ გადაწყვიტა, დამდეგი წელი ჩინური ნივთების გარეშე გაეტარებინა. ვნახოთ ერთი, რა გამომივაო – ფიქრობდა. ბოლო-ბოლო, ლუიზიანაში ვცხოვრობ თუ გუან-ჯოუშიო? არადა, როგორც 2005 წელმა დაადასტურა, დიდი განსხვავება არ ყოფილა
მაგალითად – სარას მეუღლე ქევინს ჩხირკედელაობა უყვარდა და შვილისთვის სათამაშო ელექტრო-მობილის აწყობა მოინდომა… მაგრამ, მიკროსქემების უდიდესი მწარმოებელი – ჩინეთია… მიდი და ააწყე მიკროსქემის გარეშე ელექტრომობილი, თუ მაგარი ხარ… მისდა სასახელოდ, ქევინმა ეს შეძლო, თუმცა კი, დიდი ძებნა-წვალების ფასად.























