Blog Archives

როგორ მიაჩმორეს ფრანგებმა ვუვუზელა

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე გამოსვლით ვერ დაიკვეხნის, ამ ქვეყანამ ერთი გამარჯვება მაინც მოიპოვა – ფრანგული ტელეარხი CANAL+ პირველია, ვინც მოახერხა და ვუვუზელა დაჯაბნა. მათ, ვინც არგენტინა-სამხრეთ კორეის მატჩის ტრანსლაციას CANAL+-ის მეშვეობით ადევნებდა თვალს, სიურპრიზი ელოდა – ვუვუზელები დადუმებულიყვნენ.

გულშემატკივრებს ერთი პირობა კი ეგონათ, ფიფას მესვეურებმა მრავალრიცხოვანი თხოვნები გულთან ახლოს მიიტანეს და ვუვუზელები აკრძალესო, მაგრამ სინამდვილეში ამ ყველაფერში “დამნაშავე” Audionamix და მათი ახალი ტექნოლოგია აღმოჩნდა.

Read the rest of this entry

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ ფეხბურთი, თუკი ის ჯერ კიდევ არ გიყვართ :)

1. ფეხბურთი აზარტული სანახაობაა

zizou soccer lag

2. ფეხბურთი მხიარული სანახაობაა

Read the rest of this entry

Vuvuzela Hall of Fame

VHF
Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog.
საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით და მხოლოდ არაკომერციული მიზნებით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___
სევე:
  ყველაფერი, რაც თქვენ გსურდათ გცოდნოდათ ვუვუზელაზე, მაგრამ ვერ ბედავდით, გეკითხათ.

შეიყვარე ვუვუზელა!

ყველაფერი, რაც თქვენ გსურდათ გცოდნოდათ ვუვუზელაზე, მაგრამ ვერ ბედავდით, გეკითხათ.

South-African-boys-blow-t-006 კი ვთქვი, ჩემპიონატის განმავლობაში ბლოგს დავასვენებ-მეთქი, მაგრამ რახან პოსტი ფეხბურთში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ მონაწილეზეა, სჯობს, გამოვაქვეყნო.

ვუვუზელა (Vuvuzela – უფრო ზუსტი გამოთქმაა: ვუვუზეილა) დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის საყვირია. გამოირჩევა მონოტონური ტკბილხმოვანებით. დარწმუნებული ვარ, უკვე ძალიან კარგად გაიცანით, მაგრამ არ მგონია, იცოდეთ, რომ მას ხანგრძლივი და თავგადასავლებით აღსავსე საინტერესო ისტორია აქვს.

ვუვუზელა ტელეეკრანებზე პირველად 1970 წლის მექსიკის ჩემპიონატის დროს გამოჩნდა, მაშინ ის კალისგან დამზადებული და ბევრად უფრო მოკლე იყო. მოგვიანებით კალა – ალუმინმა, ალუმინი კი – პლასტმასამ ჩაანაცვლა.

Read the rest of this entry

ვინ გახდება ფეხბურთში მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული?

ესპანეთი? ესპანეთს საოცრად დაბალანსებული შემადგენლობა ყავს, იმდენად თანაბარი ძალისა, რომ ძნელიც კია იმის თქმა, რომელია იქ ძირითადი შემადგენლობა და რომელი – სათადარიგო. ამ გუნდის კონსტრუქტორივით გადაწყობაა შესაძლებელი, ისე, რომ კონკრეტულ მატჩს საუკეთესოდ მოერგოს. ყველა ამ სიკეთესთან ერთად, ესპანეთის ნაკრებს გენიალური მწვრთნელიც ყავს.

მაგრამ, მის წინააღმდეგ სტატისტიკა და მსოფლიოს ჩემპიონატის ტრადიციებია. მსოფლიოს ჩემპიონობა ფეხბურთში ის ტიტულია, რომელსაც, როგორც წესი, ერთი და იმავე გუნდებისგან შემდგარი კასტა ინაწილებს. ახალი ჩემპიონი იშვიათად ჩნდება. ბოლოს ეს ფრანგებმა მოახერხეს, მაგრამ ისიც – მხოლოდ სახლში და მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი – ზიდანი ყავდათ. ჩემპიონატი რომ ესპანეთში იმართებოდეს, ესპანეთის ნკარები ნომერ პირველი პრეტენდენტი იქნებოდა. სამხრეთ აფრიკაში – მისი შანსები საგრძნობლად მცირდება.

Read the rest of this entry

დეივიდ ბექჰემის ოქროს ბურთები

დეივიდ ბექჰემი, რომელიც ერთ დროს მანჩესთერ იუნაითედსა და მადრიდის რეალში თამაშობდა, შემდეგ ლოს ანჯელეს გელექსიში გადავიდა და ახლა კი მილანშია განათხოვრებული, იტალიით და იტალიელებით ფრიად აღფრთოვანებულია. შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, ის არ მოყვეს, თუ როგორაა შეყვარებული ის იტალიაზე, როგორი სტუმართმოყვარე ხალხია იტალიელები,  როგორი დიდი პატივი იყო მისთვის სილვიო ბერლუსქონიმ რომ სადილზე მიიწვია, როგორ თბილად შეხვდნენ მის “მილანში” გამოჩენას მილანელები, როგორი პატივისცემით ხვდებიან ფეხბურთელს ყველგან, სადაც კი გამოჩნდება…

ამ ორიოდ კვირის წინაც ბექჰემი, ჩვეულებისამებრ, ქათინაურებში დაიღვარა იტალიელი ჟურნალისტების წინ და ის იყო, იტალიელი ხალხის სტუმართმოყვრობაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ ცნობილმა რადიო-ტელეწამყვანმა ელენა მარია იდა დი ჩიოჩიომ არ აცია და (უკაცრავად თავანკარა ქართულის დაცვის ლიგის პრეზიდიუმთან) პირდაპირ ყვერებში სტაცა ხელი.

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 211 other followers

%d bloggers like this: