Blog Archives

სტეიკჰაუსი

- რესტორანში ბიფშტექსის შეკვეთა მინდოდა და კინაღამ ენა მოვიტეხე.
- მერედა, რას წვალობდი? ვერ შეუკვეთე ლობიო?
ხალხური სიბრძნე

კარელ ჩაპეკს თუ დავუჯერებთ, მსოფლიოში პირველი სტეიკი (Steak) პრომეთემ მოამზადა და სწორედ ამ მიზნით გამოსცინცლა ცეცხლი ღმერთებს. ალბათ, ასეც იყო, ტყუილად ხომ არ მიიჩნევდნენ რომაელები სტეიკს ღმერთების საკვებად – ქურუმები ტაძრებში შესაწირ ხორცს გრილზე წვავდნენ.

ჩვეულებრივმა მოკვდავებმა სტეიკის ჭამა შუა საუკუნეებში დაიწყეს, მაგრამ თავდაპირველად მას მხოლოდ ღარიბები მიირთმევდნენ – სტეიკისთვის ხორცს ხომ მხოლოდ დაჩაჩანაკებული, დაავადებული და სული ძლივს რომ ეჭირა ისეთი საქონლის დაკვლისას თუ გამოიმეტებდნენ. არისტოკრატები ახალგაზრდა ხბოს ხორცს ეტანებოდნენ, ასეთი ხორცისგან კი, როგორც ამბობენ, ღვთაებრივი სტეიკი არ გამოდის.

Read the rest of this entry

ჭამა რომ სექსი

9 1/2 კვირა ბევრს გექნებათ ნანახი. ბევრს კიარადა, ალბათ – ყველას. და რაკი ნანახი გაქვთ, ჭამის სცენაც გემახსოვრებათ. საკულტო სცენა, მრავალგზის პაროდირებული და კოპირებული. კოპირებული არამხოლოდ ეკრანზე. :)

მართლაც მშვენივრადაა გადაღებული – მიქი რურქის ხელში და ქიმ ბეისინჯერის სხეულზე საკვები მართლაც დიდ ეროტიკულ იარაღად იქცა, გამორჩეულად ხომ მაინც – ხენდრო, მაგრამ ხენდრო, არამხოლოდ ვიზუალურადაა ასეთი მიმზიდველი. ფილმები იქეთ იყოს და ექიმები ამბობენ, რომ ეს კენკრა C ვიტამინითაა მდიდარი და არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, რაც პოტენციისთვისაა კარგი, ხოლო შოკოლადთან შეწყვილებული ხენდრო სექსუალურ ლტოლვასა და ვნებებსაც აძლიერებს.

Read the rest of this entry

ბელგიური თეთრი სპილო

OlifantTervuren-1935გინახავთ თეთრი სპილო? ბელგიური? თუ ჯერ არ გინახავთ, წინ დიდი ამბები გელით. დღე, როცა ბელგიურ თეთრ სპილოს გადაეყრებით, ერთ-ერთი დაუვიწყარი იქნება თქვენს ცხოვრებაში. ბელგიური თეთრი სპილო ხომ ბელგიური შოკოლადის ბრენდის, Côte d’Or-ის სავჭრო ნიშანია. შარლ ნუოუსის (ნოიჰაუსის) (Charles Neuhaus) მიერ დაარსებული კომპანია კი აგერ უკვე საუკუნეზე მეტია, მსოფლიოში უგემრიელეს შოკოლადს აწარმოებს…

ნუოუსები წარმოშობით შვეიცარელი გერმანელები არიან, აფთიაქრები (ამ გვარის წარმომადგენლებმა შოკოლადის მწარმოებელი ორი კომპანია დააფუძნეს, მაგრამ მეორეზე – სხვა დროს), შარლმა 1870 წელს დაიწყო თავისი შოკოლადის წარმოება, 1883 წელს კი კომპანია Côte d’Or ოფიციალურად დაარეგისტრირა… მგონი, კარლსონიც ამ აფთიაქრების ჩამომავალია, აბა, საიდან იცოდა განა, რომ შოკოლადი საუკეთესო წამალია? 

Read the rest of this entry

როგორ მიაჩმორა დიდმა მაკმა კრიტიკოსები

ექიმები: “მაქდონალდსი” ნელი სიკვდილია!
“მაქდონალდსის“ კლიენტები: არც არსად მიგვეჩქარება!

McDonalds-art-of-selling2004 წელს კინოდოკუმენტალისტმა მორგან სფარლოქმა გადაიღო ფილმი “გიგანტური მე” (Super Size Me) – ამბავი ადამიანისა, რომელიც 30 დღე იკვებებოდა მხოლოდ МcDonalds-ის საკვებით და  ჰადაჰა და მოკვდა… ფილმს ოსკარზე ნომინირების პატივიც ხვდა წილად. წარმატებით გულგახარებულმა სფარლოქმა განაცხადა, რომ მან ვამპირს მკერდში პალო ჩაასო…

ვერ მოგართვით!

მაშინ, როცა МcD-ს კონკურენტები Burger King, Wendy’s ბაზარს კარგავენ, “მაქდონალდსი” პოზიციებს იმყარებს… დღეს მისი წილი ბაზარზე თითქმის უტოლდება სხვა ოთხეულის (Subway, Starbucks, Burger King და Wendy’s) ერთობლივ წილს. მიუხედავად კრიზისისა, МcD ლამის ერთადერთი იყო, რომლის შემოსავალი გასულ წელს 2008 წელთან შედარებით 13%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ “მაქდონალდსი” თვალ-ყურს ადევნებს მოდის ტენდენციებს და ცდილობს, მენიუ გაამრავალფეროვნოს ნაკლებკალორიული საკვებით – მისი ტოპ-ჰიტი კვლავ Big Mac-ია, რომელიც რჩება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად გაყიდვად პროდუქტად მსოფლიოში (2,5 მილიონი ცალი დღეში).

Read the rest of this entry

რუდოლფ II – იმპერატორი, რომელსაც ლუდი ძლიერ უყვარდა

Rudolf-IIრუდოლფ მეორე ჰაბსბურგი „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორი, ბოჰემიის, გერმანიის, უნგრეთის მეფე და ავსტრიის ერცჰერცოგი ხელოვნების, ალქიმიისა და ლუდის დიდი მოყვარული გახლდათ. ის 1552 წელს ვენაში დაიბადა, მადრიდში, ბიძამისის, ესპანეთის მეფე ფილიპე მეორის კარზე აღიზარდა და ცხოვრების დიდი ნაწილი პრაღაში გაატარა. რომის საღვთო იმპერიის სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ, რუდოლფ მეორემ სამეფო რეზიდენციად პრაღა აირჩია და 1583 წლიდან „პრაჟსკი ჰრადში“ დასახლდა. მისი მმართველობის დროს პრაღა ევროპის კულტურულ და სამეცნიერო ცენტრად იქცა. მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან მიაწყდნენ პრაღას, სადაც მათ სრული შემოქმედებითი თავისუფლება და იმპერატორის მფარველობა ელოდათ. პრაღას აგრეთვე მიაშურეს ასტრონომებმა, ფილოსოფოსებმა, ქიმიკოსებმა და ალქიმიკოსებმა. Read the rest of this entry

დაივიწყეთ ფობიები და იცხოვრეთ მშვიდად

9-glassesიცით თუ არა, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია დღეში 9 ჭიქა წყალი დალიოთ? აშშ სურსათისა და კვების საბჭომ ასეთი რჩევით ამერიკელებს1945 წელს მიმართა.

დაივიწყეთ! მიუხედავად იმისა, რომ წყალი ჩვენი სიცოცხლისთვის მართლაც აუცილებელია, დღის განმავლობაში არაექსტრემალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ისედაც საკმარისი რაოდენობით იღებს მას (ჩაის, ყავის, წვენების, გაზიანი სასმელების და, რა თქმა უნდა, წყლის სახით) და დამატებით ჭიქების თვლა საჭირო არაა.

იცით თუ არა, რომ სტრესი თმებს ათეთრებს?

Read the rest of this entry

ღვინო, დიზაინი, ქალები

DCC10ალესანდრო ჩელაი (Alessandro Cellai) ტოსკანიელია. უყვარს ფერარი, ჯანფრანკო ფერეს კოსტიუმები, ბრაჩოლე (ძროხის ხორცის კერძია), ფეხბურთი, უმბერტო ეკო… მაგრამ ყველაფერს მაინც ღვინო და ქალები ურჩევნია.

ღვინო და ქალები. ქალები და ღვინო.

ყოველგვარი დუდუკის გარეშე. :)

ამიტომ, ჩელაის ღვინოების 2011 წლის კალენდრის გამოშვება რომ გადაწყვიტა, თემატიკაზე დიდხანს არ უმტვრევია თავი.

Read the rest of this entry

მყრალი, მწარე, მლაშე და გემრიელი

დესერტი ყველის გარეშე იგივეა, რაც სექსი ორგაზმის გარეშე.
ძველი ფრანგული ანდაზა

ერთდროულად იყოს მყრალი, მწარე, მლაშე და მაინც ძალიან გემრიელი – ეს ყველის პრივილეგიაა.

Roquefort ასეთია, მაგალითად, ცნობილი როკფორი (Roquefort), რომელსაც ცხვრის რძისგან  სამხრეთ საფრანგეთის ამავე დასახელების რეგიონში ამზადებენ.  პოპულარული ლეგენდის თანახმად, როკფორის მთიან საძოვრებზე ახალგაზრდა მწყემსი ფარას ედგა, როდესაც ლამაზი გოგო შენიშნა… ისეთი ლამაზი, რომ ცხვარი გადაავიწყდა და აედევნა. რამდენიმე დღის შემდეგ უკან მობრუნებულმა ცხვარს თავი მოუყარა და საგზალი, რომელსაც მღვიმის გრილობში ინახავდა, მოიკითხა – ყველი ამასობაში ობით დაფარულიყო, მაგრამ გაფუჭებულს არა ჰგავდა. მწყემსმა გასინჯა და მოეწონა (მამა უცხონდა, არ მოეწონებოდა) – ასე დაიბადა მსოფლიოში (ალბათ) ყველაზე სახელგანთქმული და გემრიელი ყველი. ფრანგები წელიწადში 3-3,5 მილიონ თავ როკფორს ამზადებენ. როკფორი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი ყველია, მისი  ისტორია ჯერ კიდევ მე-11 საუკუნიდან იწყება.

Read the rest of this entry

დიეტა ფრანგულად

FrenchParadoxგსმენიათ თუ არა რამე “ფრანგული პარადოქსის” შესახებ?

მიირთვი, რაც გსურს, მიირთვი, რამდენიც გსურს, არ გასუქდე და არ იავადმყოფო – ესაა სწორედ ის ფენომენი, რომელიც დოქტორ სერჟ რენოს (Serge Renaud) ხელდასხმით, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან “ფრანგულ პარადქოსადაა” ცნობილი.

  • თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ პარადოქსმა ექიმების ყურადღება ბევრად ადრე მიიპყრო – ჯერ კიდევ 1819 წელს ირლანდიელმა კარდიოლოგმა სემიუელ ბლექმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც აღნიშნავდა, რომ ირლანდიელებთან შედარებით, ფრანგებში გულის შეტევები საგრძნობლად იშვიათიაო.

სერჟ რენო ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორია. მან და მისმა კოლეგებმა სხვადასხვა ქვეყნიდან შეისწავლეს მსოფლიოს ხალხთა კვების კულტურა და შეადარეს ის ფრანგულს. შენიშნეს კი რამე საინტერესო? ის, მაგალითად, რომ ამერიკელები, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ჭარბწონიანი ნაციაა დედამიწაზე, დღეში მხოლოდ 72 გრამ ცხიმს მოიხმარენ, დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ტანწერწეტა ნაციის, ფრანგების მიერ მირთმეული 108 გრამი ცხიმის საპირისპიროდ. ამავე დროს ფრანგები, რომელთა სამზარეულოც ერთ-ერთი ყველაზე ქოლესტერინგაჯერებულია (თეთრი პური და ცომეული, კარაქი, ყველი, ბეკონი…) გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ბევრად ნაკლებად ავადდებიან, ვიდრე სხვა ხალხები. ამას ისიც დაუმეტეთ, რომ ფრანგული ვახშამი ერთობ გვიანია – 9 საათზე იწყება და დაღამებამდე გრძელდება – არადა, ძილის წინ ჭამა მავნებელიაო, განა ასე არ ამბობენ ექიმები?

მკვლევარნი ამ პარადოქსს რამდენიმე მიზეზით ხსნიან.

Read the rest of this entry

ჩახეთქე Wორდპრესთან ერთად!

Wორდპრესმა საგანგებო პროექტი დაიწყო კულინარებისა და გურმანებისთვის.
გაუზიარეთ თქვენი უნიკალური, შეუდარებელი, უგემრიელესი, უგიჟესი რეცეპტები მსოფლიოს.
დახატეთ საქართველო მსოფლიო Wორდპრესულ კულინარულ რუკაზე!!!
Read the rest of this entry

როგორ ფცქვნით და ჭამთ ბანანს?

ბანანს წინიდან ფცქვნით თუ უკნიდან? – პასუხი ამ კითხვაზე, ალბათ, უკვე ნახეთ როდრიგო სანტოროს ბლოგზე.

იქ, ტექსტური ვერსიაა, მაგრამ ბევრს ხომ კითხვა ეზარება? ჰოდა, გაუნათლებელნი რომ არ დარჩნენ – ვიდეო-ტუტორიალს ვთავაზობ:

1.

Read the rest of this entry

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 211 other followers

%d bloggers like this: